CNN – აშშ-ის ჯარები ახლო აღმოსავლეთში მზად არიან განახორციელონ ახალიოპერაციები ტრამპის ბრძანებიდან 96 საათში

აშშ-ის ჯარები ახლო აღმოსავლეთში მზად არიან განახორციელონ ახალი, პოტენციურად ძირითადი სამხედრო ოპერაციები ირანის წინააღმდეგ, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანების მიღებიდან, 96 საათის განმავლობაში, განაცხადა აშშ-ის ორმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა – წერს “სი ენ ენ”-ი. წყაროების თქმით, რეგიონში საკმარისი ძალებია განლაგებული პოტენციური თავდასხმების განსახორციელებლად. აშშ-ის ახალი სამხედრო ოპერაციების ფარგლები, სავარაუდოდ, სცილდება უბრალო „წესრიგის შენარჩუნების“ ზომებს ან სტატუს კვოს […]

Continue Reading

დონალდ ტრამპი – ნორვეგია ნაგავ ქვეყნად იქცა – ნობელის პრემია არ მომანიჭეს, ამიტომ, ნორვეგიიდან არავინ მინდა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ნორვეგია “ნაგავ ქვეყნად იქცა” და რომ ნორვეგიელი ემიგრანტები შეერთებულ შტატებში არასასურველი სტუმრები არიან, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა ამის მიზეზად ის დაასახელა, რომ ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში განთავსებულმა ნობელის კომიტეტმა მას მშვიდობის დარგში პრემია არ მიანიჭა. ტრამპის თქმით, ის მიესალმება მიგრანტებს ზოგიერთი ქვეყნიდან, თუმცა არა ნორვეგიიდან. „რადგან […]

Continue Reading

Google-მა ტრამპს უარი უთრა – რას ითხოვდა ამერიკის პრეზიდენტი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, მან Google Maps-ს დაურეკა და სთხოვა, ატლანტის ოკეანისთვის სახელი „ტრამპის ოკეანე“ დაერქმიათ. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, Google-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, სუნდარ პიჩაიმ, უარი თქვა მოთხოვნაზე და განმარტა, რომ ოკეანეები მრავალ ქვეყანას მოიცავს. საბოლოოდ, ტრამპმა განაცხადა, რომ სავარაუდოდ, ამ იდეაზე უარს იტყვის. შეგახსენებთ, დაახლოებით 10 დღის წინ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპი ონტარიოს ტბისა […]

Continue Reading

დონალდ ტრამპმა საფრანგეთს საზღვრების დახურვისკენ მოუწოდა

ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საფრანგეთს საზღვრების დახურვისკენ და „სიტუაციის კონტროლის ქვეშ აყვანისკენ“ მოუწოდა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა. “საფრანგეთი ცეცხლშია! სრულიად სხვა სამყაროდან ჩამოსული ადამიანების იმიგრაციამ, გულში სიძულვილით სავსე ადამიანებმა, ეს ოდესღაც დიდი ქვეყანა გაანადგურა. დახურეთ საზღვრები და აიღეთ კონტროლი, სანამ გვიან არ არის!” – წერს ტრამპი. საფრანგეთში მაღალი ფასების წინააღმდეგ მასობრივი […]

Continue Reading

დონალდ ტრამპი – ზელენსკის მოლაპარაკება არ სურს – მე მისი დიდი გულშემატკივარი არ ვარ, მათ უკრაინა გაანადგურეს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, არ სურს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან საქმის დაჭერა, რადგან მიაჩნია, რომ ის რუსეთთან მოლაპარაკებას არ აპირებს. “ზელენსკი ისეთი ადამიანი არ არის, ვისთანაც საქმე უნდა გვქონდეს. მას მოლაპარაკება არ სურს. ამბობს, რომ მოლაპარაკება სურს, მაგრამ არ სურს. არა, მე ზელენსკის დიდი გულშემატკივარი არ ვარ. მათ უკრაინა გაანადგურეს“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა. […]

Continue Reading

ვინ შეცვლის ვოლოდიმირ ზელენსკის – მედია ოთხი კანდიდატურის შესახებ წერს

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინას ახალი ლიდერის არჩევისკენ მოუწოდა, რითაც კიდევ ერთხელ დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ მოქმედი პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პოლიტიკური მომავალი და კიევში შემდეგი არჩევნების ჩატარების დრო. ამის შესახებ Newsweek წერს. „ვფიქრობ, დროა, უკრაინამ ახალი პრეზიდენტი აირჩიოს“, – განაცხადა შაბათს ტრამპმა და კიდევ ერთხელ გაიმეორა კიევისადმი არჩევნების ჩატარების მოწოდება, რასაც ქვეყნის კონსტიტუცია ომის დროს კრძალავს. […]

Continue Reading

“ვფიქრობ, დროა, უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს“ – დონალდ ტრამპი

“ვფიქრობ, დროა, უკ­რა­ი­ნას ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტი ჰყავ­დეს“, – ამის შე­სა­ხებ აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა დო­ნალდ ტრამპმა გა­ნა­ცხა­და, რი­თაც, რო­გორც BBC წერს, რუ­სუ­ლი დი­ზე­ლის საწ­ვა­ვის ექ­სპორტზე სან­ქცი­ე­ბის შემ­სუ­ბუ­ქე­ბის გამო უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის კრი­ტი­კას უპა­სუ­ხა. რო­გორც ტრამპმა თეთ­რი სახ­ლის ეზო­ში ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის “მსოფ­ლი­ოს­თვის პრობ­ლე­მე­ბის შექ­მნა სურს”, რად­გან რუ­სულ ნავ­თობ­გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბელ ქარ­ხნებ­ზე თავ­დას­ხმე­ბის ნე­ბარ­თვის გა­ცე­მას აგ­რძე­ლებს. ​“უმ­ჯო­ბე­სია, სას­წრა­ფოდ […]

Continue Reading

ტრამპმა ნავთობის გარიგების გამო პუტინს მადლობა გადაუხადა – რუსეთი დაუყოვნებლივ მიაწვდის ამერიკულ და გლობალურ ბაზარს ასეულ ათასობით ტონა ნავთობპროდუქტს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მადლობა გადაუხადა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ორ ქვეყანას შორის ნავთობის შესახებ მიღწეული შეთანხმების გამო. როგორც ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული გარიგების წყალობით აშშ-ში ნავთობის, კონკრეტულად კი დიზელის დიდი რაოდენობა შევა. „ვფიქრობთ, გსმენიათ რუსეთთან მიღწეული ნავთობის გარიგების შესახებ. ეს დიდი გარიგებაა. ჩვენს ქვეყანაში ნავთობის უდიდესი რაოდენობა შემოვა. სიმართლე რომ გითხრათ, მსურს, მადლობა გადავუხადო […]

Continue Reading

ევროპარლამენტში შიშველი ტრამპის ქანდაკება დადგეს, სახელწოდებით „ნარინჯისფერი ჭირი“

ევროპარლამენტში შიშველი ტრამპის ქანდაკება დადგეს, სახელწოდებით „ნარინჯისფერი ჭირი“. დაახლოებით 2.44 მეტრის სიმაღლის ქანდაკება, სახელწოდებით „ნარინჯისფერი ჭირი“, დანიელმა მოქანდაკემ იენს გალშიოტმა შექმნა და მთლიანად ოქროს ფურცლებითაა დაფარული, იუწყება The Independent. ტრამპი გამოსახულია ერთ ხელში გოლფის ჯოხი და დედამიწის ფორმის ბურთი, ხოლო მეორეში სასწორი უჭირავს. ის გაცილებით დაბალი მამაკაცის მხრებზეა გამოსახული. ქანდაკების კიდევ ერთი სახელწოდებაა „უსამართლობის მეფე“. […]

Continue Reading

ტრამპი: ირანს აღარ სურს ბირთვული იარაღის წარმოება

თეთრ სახლთან გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი დარწმუნებულია, რომ თეირანს ბირთვული იარაღის წარმოების გეგმები არ აქვს. ამით მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ირანის ხელისუფლების ოფიციალური პოზიცია, რომელმაც არაერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ისინი არ აპირებენ ატომური ბომბის შემუშავებას, რადგან ეს აშკარად აკრძალულია გარდაცვლილი უზენაესი ლიდერის ალი ხამენეის ფატვათი. „ირანმა, როგორც იცით, პრაქტიკულად […]

Continue Reading

დონალდ ტრამპი – ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავის ფასი დაიკლებს

ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავის ფასი დაიკლებს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ალაბამაში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა. „დღეს დილით „დიდი შვიდეულის“ წევრებს ვესაუბრე და მოხარული ვარ გაცნობოთ, მარაგებიდან დიდი რაოდენობით დიზელის საწვავის ბაზარზე გატანის შესახებ ევროპასთან შეთანხმებას მივაღწიეთ. ეს დაუყოვნებლივ დაიწყება“, – განაცხადა ტრამპმა. მისი თქმით, „დიზელის საწვავის ფასები უკვე იკლებს“. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

გიორგი შარაშიძე – კობახიძის მიერ ტრამპთან ხელის ჩამორთმევის ფოტო პროტოკოლურია – ფაქტი, რომ „ოცნებას“ ამ ფოტოს ფრიალი სჭირდება, კიდევ სხვა უბედურებაა

ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული ურთიერთობების გადატვირთვა პროტოკოლური შეხვედრებით, პროტოკოლური ფოტოებით და ხელის ჩამორთმევით, არ წყდება – დონალდ ტრამპთან ხელის ჩამორთმევის ფოტოც აბსოლუტურად პროტოკოლური ფოტო იყო, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც მთავრობის მიერ ირაკლი კობახიძისა და დონალდ ტრამპის საერთო ფოტოს გავრცელებას გამოეხმაურა. მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ ის რომ სჭირდება, […]

Continue Reading

მთავრობის ადმინისტრაცია 22 სექტემბერს, ნიუ-იორკში დონალდ ტრამპის ოფიციალურ მიღებაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის დასწრების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

მთავრობის ადმინისტრაცია 22 სექტემბერს, ნიუ-იორკში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ოფიციალურ მიღებაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის დასწრების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. „საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 22 სექტემბერს, ნიუ-იორკში, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ოფიციალურ მიღებას დაესწრო, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილე სახელმწიფოთა ლიდერების პატივსაცემად გაიმართა”, – ნათქვამია ინფორმაციაში. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

პუტინმა ტრამპს 80 წლის იუბილე მიულოცა და ზელენსკისთან მოსკოვში შეხვედრის მზადყოფნა დაუდასტურა

ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპს ტელეფონით 80 წლის იუბილე მიულოცა. აშშ-ის პრეზიდენტი აღფრთოვანებული დარჩა და აღნიშნა, რომ რუსეთის ლიდერი პირველი სახელმწიფოს მეთაური იყო, რომელმაც დღეს თეთრ სახლში დარეკა. საუბრის დროს ტრამპმა გამოთქვა მზადყოფნა, გავლენა მოახდინოს კიევსა და აშშ-ის ევროპელ პარტნიორებზე უკრაინაში არსებული ვითარების მოსაგვარებლად და მხარი დაუჭირა საომარი მოქმედებების დასრულებას. ვლადიმერ პუტინმა დაადასტურა მზადყოფნა, მოსკოვში შეხვდეს […]

Continue Reading

ტრამპმა გააუქმა ირანზე დღეისთვის დაგეგმილი დარტყმები

ტრამპმა გააუქმა ირანზე დაგეგმილი დარტყმები და გამოაცხადა ისლამურ რესპუბლიკასთან შეთანხმების ხელმოწერის დრო და ადგილი. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებაში, რომელიც გამოქვეყნდა Truth Social-ზე. „განხილვები და საბოლოო პუნქტები დამტკიცდა, როგორც კონცეპტუალურად, ასევე დეტალურად, ყველა ჩართული მხარის მიერ, მათ შორის შეერთებული შტატების, ისრაელის, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, კატარის, თურქეთის, პაკისტანის, ბაჰრეინის, ქუვეითის, იორდანიის, ეგვიპტის და […]

Continue Reading

ძალიან ამაყი ვარ, რომ მის ხელახალ არჩევას მხარი დავუჭირე – ტრამპი ფაშინიანს ულოცავს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. როგორც ტრამპმა აღნიშნა, ამაყია, რომ ფაშინიანის ხელახალ არჩევას მხარი დაუჭირა. „ვულოცავ ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის ეროვნულ არჩევნებში გადამწყვეტ გამარჯვებას. ძალიან ამაყი ვარ, რომ მის ხელახალ არჩევას მხარი დავუჭირე და ეჭვი არ მეპარება, მისი ხელმძღვანელობით მშვენიერი ქვეყანა, სომხეთი მიაღწევს წარმატებისა და დიდების იმ დონეს, რაც ყველას […]

Continue Reading

დონალდ ტრამპი იერუსალიმის პატრიარქს უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებში შუამავლად განიხილავს

ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იერუსალიმის პატრიარქს, თეოფილე III-ს უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებში შესაძლო შუამავლის პოზიციაზე განიხილავს – წერს Ynet. თეთრ სახლში გასულ ხუთშაბათს გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმირებული წყაროების ცნობით, დონალდ ტრამპმა მხარი დაუჭირა იერუსალიმის პატრიარქ თეოფილე III-ის იდეას, რომ ის რუსეთსა და უკრაინას შორის შუამავალი გახდეს ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის მცდელობებში. სხვა საკითხებთან ერთად, პატრიარქზე […]

Continue Reading

ახალ ბანკნოტს ტრამპის გამოსახულებით ამერიკაში, საუკუნის შემდეგ, პირველად გამოუშვებენ – WP

აშშ-ის ამჟამინდელმა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ზეწოლა მოახდინა ამერიკული ვალუტის ბეჭდვაზე პასუხისმგებელ სააგენტოზე, რათა შეემუშავებინათ დონალდ ტრამპის გამოსახულებიანი ახალი 250 დოლარიანი კუპიურის დიზაინი. ამის შესახებ იტყობინება The Washington Post, ტრამპის ადმინისტრაციის ოთხ ამჟამინდელ და ყოფილ თანამდებობის პირზე დაყრდნობით. გამოცემა წერს, რომ გასული წლიდან მოყოლებული, ხაზინადარი ბრენდონ ბიჩი და მისი უფროსი მრჩეველი, მაიკ ბრაუნი, არაერთხელ აიძულებდნენ გრავირებისა და […]

Continue Reading