დონალდ ტრამპი იერუსალიმის პატრიარქს უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებში შუამავლად განიხილავს

დღის სიახლეები უცხოეთი

ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იერუსალიმის პატრიარქს, თეოფილე III-ს უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებში შესაძლო შუამავლის პოზიციაზე განიხილავს – წერს Ynet.

თეთრ სახლში გასულ ხუთშაბათს გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმირებული წყაროების ცნობით, დონალდ ტრამპმა მხარი დაუჭირა იერუსალიმის პატრიარქ თეოფილე III-ის იდეას, რომ ის რუსეთსა და უკრაინას შორის შუამავალი გახდეს ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის მცდელობებში.

სხვა საკითხებთან ერთად, პატრიარქზე ისაუბრეს, როგორც მოსკოვსა და კიევს შორის კომუნიკაციის არხის დამყარების ხელშეწყობის შესაძლებლობაზე. პატრიარქი თეოფილე ითვლება ფიგურად, რომელიც ორივე მხარის ნდობით სარგებლობს მართლმადიდებლურ სამყაროში, მისი ავტორიტეტისა და წინა დიპლომატიურ და ჰუმანიტარულ ინიციატივებში მონაწილეობის გამო.

იმავე წყაროების ცნობით, თეოფილე III თვის ბოლოს ამ ინიციატივის ფარგლებში ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას გეგმავს. მათ დასძინეს, რომ იერუსალიმის პატრიარქის მთავარი უპირატესობა ის არის, რომ ის „რელიგიური და მორალური ავტორიტეტით სარგებლობს როგორც აპოლიტიკური ფიგურა“.

თეოფილე III-სთან დაახლოებული პირები მიიჩნევენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი პროგრესს ცდილობს მსოფლიოს ერთ-ერთ მთავარ კონფლიქტურ ზონაში მაინც და უკრაინის საკითხში ნებისმიერმა პროგრესმა შეიძლება, გავლენა მოახდინოს ვაშინგტონის სტრატეგიულ პრიორიტეტებზე ომის სხვა თეატრებში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *