დაპირისპირება ვაკეში – დაჭრილია ,,ქართული ოცნების” ახალგაზრდულის წევრი

დღის სიახლეები სამართალი

თბილისში, ვაკეში რამდენიმე პირს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაჭრეს.

ინციდენტში დაახლოებით 10-მდე პირი მონაწილეობდა. დაპირისპირებას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

დაჭრილია დაჩი ტვილდიანი, ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის წევრი, რომელიც ამ დროისთვის ხეჩინაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

„სანდო წყაროს” ინფორმაციით, დაპირისპირებაში ფიგურირებს ვინმე „კაჭკაჭა“, რომლის სახელი და გვარი სრულად უცნობია. მასთან ერთად იმყოფებოდნენ დაცვის თანამშრომლებიც.

შემთხვევაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

(ფორმულა)

გამოიწერეთ “პრესექსპრესი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *