“ურწმუნოა ჩვენი ხელისუფლება” – მიტროპოლიტი იობი

დღის სიახლეები საზოგადოება

მროველ-ურბნელი მიტეოპოლიტი იობი (აქიაშვილი) ხელისუფლებას აკრიტიკებს და ამბობს, რომ ის ურწმუნო და არაეკლესიურია.

“დღეს ვხედავთ რომ ურწმუნოა, არაეკლესიურია ჩვენი ხელისუფლება”– თქვა მაღალმა იერაქმა ამბიონიდან.

“დღეს ვხედავთ, რომ ურწმუნოა ჩვენი ხელისუფლება, არაეკლესიურია. დღეს მცდელობა არის ეკლესიისა და ხელისუფლების შერწყმის. და რაში გამოიხატება ეს – გამოიხატება იმაში, რომ დაფინანსებას აძლევენ ეკლესიას და როდესაც კომფორტი იქნება სასულიერო პირებში, ძალიან რთული არის უკვე ჭეშმარიტების აღიარება. ძალიან რთული არის სულიწმიდის კარნახით იმოქმედოს სასულიერო პირმა“, – განაცხადა მიტროპოლიტმა.
მისი თქმით, “სასულიერო პირთა უმრავლესობა თანამდებობის პირებს დაემსგავსა. თავისი პირობებით, თავისი მომსახურებით”.

“ამ ხელისუფლებასაც ძალიან ბევრი ნაკლი აქვს”- თქვა მიტროპლიტმა ქადაგებისას.

“ჩვენ ვიცით, წინა ხელისუფლება რას აკეთებდა და გასაგებია, გადაირჩია ერმა, მაგრამ ამ ხელისუფლებასაც ძალიან ბევრი ნაკლი აქვს. ეს არის ის ნაკლი, რომ ნარკოტიკების გავრცელება. ახალგაზრდების ძალიან დიდი ნაწილი განარკომანდა. გაძლიერდა ლუდომანია, კაზინოების დაარსებით და მისი ხელის შეწყობით. სწორი თქვა მისმა უწმინდესობამ. არ შეიძლება ყველანაირი გზით გამდიდრება”- თქვა სინოდის წევრმა.

გამოიწერეთ “პრესექსპრესი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *