სრულიად უნიჭო ხუმრობა – შარაშიძის პასუხი უმრავლეოსობის ლიდერს

დღის სიახლეები პოლიტიკა

პარლამენტში მომხდარზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას განცხადება „სრულიად უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმია“ – ამის შესახებ განცხადება „გახარია-საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.

“ დამნაშავეები, კანონის დამრღვევები და მოძალადეები ხომ არიან და ამ ყველაფერთან ერთად არასერიოზულები არიან. როგორ შეიძლება, საერთოდ, ამ ნათქვამზე კომენტარი სერიოზულად გააკეთო? რა ვქნათ ახლა, დიდი ბოდიში, ჩემს ბავშვობაში იყო, ასეთი ფრაზა: „იღლიებში გავიცინოთ?“ ეს უნდა ვკითხო, ახლა, კირცხალიას, თუ რა საუბარია? ასეთი უსერიოზულესი დანაშაული მოხდა, რომელიც არ არის მხოლოდ ჩვენს მიმართ განხორციელებული დანაშაული, ეს პირდაპირ მიუთითებს და მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოში საერთოდ კანონი არ კანონობს და კანონზე გაცილებით მაღლა დგას, თურმე ვინ არის მდინარაძის მეგობარი და ახლა თურმე გაირკვა, რომ კირცხალიაც მზად არის თვითონ უშუამდგომლოს პროკურატურასთან? ე.ი. კირცხალია და მდინარაძე კანონზე უფრო მაღლა დგანან, ეს რეალობაა? – „ოცნების“, ამ ადამიანების პირობებში, რომლებიც გასცდნენ ყველანაირ [ზღვარს]. როგორ გითხრათ, ამას უკვე არასერიოზულობაც აღარ ჰქვია, ბავშვურობაც აღარ ჰქვია. ეს არის სრულიად უპასუხისმგებლო, აგდებული [საუბარი], ცინიზმი და თან უნიჭო. რაღაც კუთხით საინტერესო და ვიღაცისთვის მაინც მოსაწონი იყოს. სრულიად უნიჭო ხუმრობით საუბრობს ისეთ მნიშვნელოვან თემაზე, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული სამართლიან მოწყობაზე

ამ დანაშაულთან შედარებით, გაცილებით მსუბუქ და აბსოლუტურად უმტკივნეულო დანაშაულების გამო იხდიან სასჯელს, წლობით არიან „ოცნების“ ციხეებში და რა თქმა უნდა, ჩვენ არანაირი უფლება არ გვაქვს, რომ გავჩერდეთ. ვინ თქვა, და ვინ დაადგინა, რომ დეპუტატის წინააღმდეგ არ შეიძლება საქმე აღიძრას?“ – განაცხადა გიორგი შარაშიძემ და აღნიშნა, რომ „აქ, საქმე გვქონდა ორგანიზებულ და ჯგუფურ თავდასხმასთან

პრეცედენტს პრეცედენტზე ვდებთ ყოველდღე, რასაც კარგად ხედავენ და ამან გამოიწვია სრულიად არაადეკვატური რეაქცია. აბა, ბატონი კირცხალიას ბრიფინგს სხვა რა უნდა დავარქვათ. ვიღლიცინოთ მათთან ერთად? ეს არის მოვლენა, რომელმაც საყოველთაო აღშფოთება გამოიწვია ქვეყანაში, სხვათა შორის მათივე მომხრეებშიც, სამართლებრივი და მორალური კუთხით“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ დღეს თქვა: „სენეგალში, ერთ-ერთმა კოლეგამ ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი, თუ ხელი. ბატონმა [გიგა] ფარულავამ წარმოადგინოს ცნობა ორსულობის შესახებ და პირობას ვაძლევ, მე თვითონ ვიშუამდგომლებ პროკურატურასთან, რომ ჩვენს წინააღმდეგ ამ ბრალდებასთან დაკავშირებით აღიძრას რაიმე საქმე“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

გამოიწერეთ ჩვენი ფეისბუქგვერდი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *