გერმანიაში შუა საუკუნეების ციხესიმაგრე ერთ ევროდ იყიდება. ახალი მფლობელი ასევე ვალდებული იქნება გადაიხადოს რემონტი, რაც დამატებით 20 მილიონი დაჯდება.
საქსონიაში, ბად დიუბენში მდებარე შნადიცის ციხესიმაგრე იყიდება- წერს bild. ქონების ფართობი 1012 კვადრატული მეტრია. შიგნით ორი თავდაცვითი კოშკი და ნამდვილი რაინდის დარბაზია.
1945 წელს ციხეში, გდრ-ის ეპოქაში, ადგილობრივი ადმინისტრაცია, ბინები, საპარიკმახერო, ფოსტა და საბავშვო ბაღი იყო განთავსებული. ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ, შენობა დიდი ხნის განმავლობაში ცარიელი იყო.
ახლა ის ერთ ევროდ იყიდება. თუმცა, რა თქმა უნდა, ამას თავისი მიზეზი აქვს. მერის, მათიას მიეტის თქმით, ახალ მფლობელს რემონტზე დაახლოებით 20 მილიონი ევროს დახარჯვა მოუწევს.
„ეს შენობა ჩვენი რეგიონისა და მთლიანად საქსონიისთვის დიდი მნიშვნელობისაა. მისი ექსტერიერი, რა თქმა უნდა, აღარ გამოიყურება ისე კარგად და ბევრი რამ არის გასაკეთებელი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, მას ჰერმეტული სახურავი აქვს“, – განუცხადა მათიას მიეტმა BILD-ს.



