მასშტაბური ავარია ბულგარეთში: ერთმანეთს 50-ზე მეტი მანქანა შეეჯახა

დღის სიახლეები უცხოეთი

ბულგარეთში, იამბოლის რაიონთნ ახლოს, თრაკიის გზატკეცილზე 50-ზე მეტი მანქანის მონაწილეობით მომხდარ მასშტაბურ ავარიაში, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა.

ბულგარეთის ტელეგრაფის სააგენტოს ცნობით, რომელიც რეგიონის გუბერნატორ გეორგი ჩალიკოვსა და ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ეყრდნობა, ავარია დაახლოებით დილის 7:00 საათზე ხშირი ნისლის გმო მოხდა.

გზის მონაკვეთებზე ათობით მსუბუქი ავტომობილი, სატვირთო მანქანა და ავტობუსი შეეჯახა ერთმანეთს. ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

გამოიწერეთ “პრესექსპრესი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *