მოქალაქე, რომელიც სანაპიროზე ჰიდროციკლით ზღვაში მყოფ დამსვენებლებს საფრთხეს უქმნიდა, ადმინისტრაციული წესით დააკავეს

დღის სიახლეები სამართალი

მოქალაქე, რომელიც სანაპიროზე ჰიდროციკლით ზღვაში მყოფ დამსვენებლებს საფრთხეს უქმნიდა, ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეომასალის საფუძველზე, რომელშიც ჩანს სამართალდარღვევის ფაქტი, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დაუყოვნებლივ მოახდინეს რეაგირება.

უწყების ცნობით, მოქალაქეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა მოსთხოვეს, თუმცა მან კანონიერი მოთხოვნა არ შეასრულა და თანამშრომლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა მის მიმართ ადმინისტრაციული საქმისწარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაიწყეს, რის შემდეგაც იგი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

ამასთან, ჰიდროციკლის მართვის წესების დარღვევისთვის მოქალაქე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114-ე მუხლის საფუძველზე დაჯარიმდა.

გამოიწერეთ პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *