ქართველმა მეზღვაურმა სიკვდილის პირას მყოფი 36 ადამიანი გადაარჩინა

დღის სიახლეები საზოგადოება

ხმელთაშუა ზღვაში სიკვდილის პირას მყოფი 36 ადამიანის სიცოცხლე ქართველმა მეზღვაურმა გადაარჩინა.

დავით ფანცულაია სოციალურ ქსელში ფოტოებს ავრცელებს და წერს, რომ მიგრანტები შუა ზღვაში გაჩერებულ მცირე ზომის გემში 4 დღე უწყლოდ და საკვების გარეშე იყვნენ.

“მოგვივიდა შეტყობინება, დაახლოებით კოორდინატები, თუ სად შეიძლება ყოფილიყვნენ. ბევრმა აუარა გვერდი, რეაგირება არ ჰქონიათ.

ამჟამად გემზე ვარ მე 1 ქართველი, 2 უკრაინელი და 18 ფილიპინელი. შემდეგ წოდებიდან გამომდინარე, სამძებრო–გადასარჩენი ოპერაციების მთავარ პირს მომიწია სამაშველო კატარღაზე დაჯდომა, გემი გავაჩერეთ სადღაც მილნახევარში, იარაღი არ ჰქონიათ, მივუახლოვდით, ფერი ჰქონდათ დაკარგული, ეგრევე წყალი მივეცი და გემამდე მოვიყვანე, რის შემდეგაც გემზე ამოვიყვანეთ და ვაჭამეთ, დავაბინავეთ, რაც შეგვეძლო ტანისამოსი მივეცით.

1 ფეხმძიმე გოგო შემოვიყვანე სამედიცინო ოთახში და ახლაც იქ არის. სამხრეთ სუდანიდან წამოვიდნენ, ლიბიიდან უნდოდათ ევროპაში მოხვედრა”- აცხადებს მეზღვაური. 

გამოიწერეთ პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *