ელჭექი, სეტყვა, დასავლეთის ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი – ამინდი უარესდება

დღის სიახლეები საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 29-30 მაისს საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი.

ამასთან, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, ზღვაზე კი მოსალოდნელია 4-5 ბალიანი შტორმი.

“29-30 მაისს საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, მათ შორის დედაქალაქში, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი. ზღვაზე მოსალოდნელია 4-5 ბალიანი შტორმი.

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო),” – წერია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *