ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაიღუპა 201, დაშავდა – 1925 ადამიანი – შსს-ს ავტოავარიების სტატისტიკა

დღის სიახლეები საზოგადოება

2026 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში 1 267 ავტოსაგზაო შემთხვევა აღირიცხა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემებიდან ირკვევა.

გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაიღუპა 201, ხოლო დაშავდა – 1925 ადამიანი.

შსს-ს თანახმად, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში მომხდარი ავარიების რაოდენობა რეგიონების მიხედვით, ასე ნაწილდება.

  • თბილისი – 381 შემთხვევა;
  • აჭარა – 250 შემთხვევა;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი – 61 შემთხვევა;
  • იმერეთი – 138 შემთხვევა;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5 შემთხვევა;
  • შიდა ქართლი – 108 შემთხვევა;
  • ქვემო ქართლი – 110 შემთხვევა;
  • კახეთი – 95 შემთხვევა;
  • სამცხე-ჯავახეთი – 39 შემთხვევა;
  • მცხეთა-მთიანეთი – 54 შემთხვევა;
  • გურია – 26 შემთხვევა.

რაც შეეხება ავტოსაგზაოს შემთხვევების რაოდენობას ძირითადი გამომწვევი მიზეზების მიხედვით, 2026 წლის იანვარ-ივნისის სტატისტიკა ასეთია:

  • მოხვევის მანევრი – 295 შემთხვევა;
  • შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა – 255 შემთხვევა;
  • მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება – 212 შემთხვევა;
  • დისტანციის დაუცველობა – 210 შემთხვევა;
  • ქვეითის მიერ გადასასვლელით არასათანადო სარგებლობა – 185 შემთხვევა;
  • სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში – 88 შემთხვევა;
  • საგზაო ნიშნის ან მონიშვნის დაუმორჩილებლობა – 68 შემთხვევა;
  • შეჯახება დაბრკოლებაზე – 61 შემთხვევა;
  • გზაჯვარედინის გავლის წესების დარღვევა – 40 შემთხვევა;
  • მობრუნების მანევრი – 35 შემთხვევა.

bpn.ge

გამოიწერეთ პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *