საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, მიმდინარე წლის მარტიდან, პრეზიდენტის ყოფილ სასახლეში/ავლაბრის რეზიდენციაში გადავიდა.
როგორც BMG-ისთვის გახდა ცნობილი, ეროვნული ბანკის ყოფილ შენობაში, ლეონიძის ქუჩის #3-ში, სადაც საგარეო უწყება 2023 წელს გადავიდა, მხოლოდ საკონსულო და ადმინისტრაციული დეპარტამენტები დარჩა.
ინფორმაცია BMG-ის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურმაც დაუდასტურა, მაგრამ საგარეო უწყების პრესსამსახურის თანამშრომელი, რომელიც თავად ავლაბრის რეზიდენციიდან მუშაობს, საკითხს მეორე დღეა არკვევს.
აღსანიშნავია, რომ 27 აპრილს, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი სწორედ ავლაბრის რეზიდენციაში მიიღო.
ცნობისთვის: ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2026 წელს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტი 225 მლნ ლარია. თანამშრომელთა რიცხოვნობა – 738. შრომის ანაზღაურებისთვის კი 22 მლნ ლარია გათვალისწინებული.
შეგახსენებთ: მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, ავლაბარში მდებარე პრეზიდენტის სასახლე უფუნქციოდ დარჩა.
