რამდენი ადამიანი დაიკარგა უგზოუკვლოდ საქართველოში: ექვსი თვის სტატისტიკა

დღის სიახლეები სამართალი

საქართველოში 2026 წლის 1-ელი ივლისისთვის უგზოუკვლოდ დაკარგულად 1.017ადამიანია დაფიქსირებული, აქედან 16 მათგანი 1-ელი იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში დაიკარგა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გავრცელებულ მასალებში.

უგზოუკვლოდ დაკარგულთა ძირითადი ნაწილი, რომელთა აღრიცხვასაც შსს 1973 წლის 1-ელი იანვრიდან დღემდე აწარმოებს, მამაკაცია.

რაც შეეხება 2026 წლის პირველი ნახევრის მონაცემებს, წლის დასაწყისიდან საქართველოში 41 ადამიანი გაუჩინარდა, ნაპოვნია მხოლოდ 25. ამასთან, ერთი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს -16 ადამიანს ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულის სტატუსი აქვს.

დაკარგულთა უმეტესობა ირიცხება თბილისში, ასევე იმერეთისა და შიდა ქართლის რეგიონებში.

დაკარგულთა ძირითადი ნაწილი საქართველოს მოქალაქეა. მიმდინარე წლის იანვრიდან ივლისამდე პერიოდში დაიკარგა 5 უცხოელი, მათგან 4 იპოვეს.

გამოიწერეთ პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *