რა უნდა გაითვალისწინოთ ონლაინ შეძენისას – სეს-ი მოსახლეობას აფრთხილებს

დღის სიახლეები საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტო მომხმარებლისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს, რომლის გათვალისწინება აუცილებელია სურსათის (სასურსათო) დანამატების ონლაინ შეძენისას.

“დღეს სასურსათო დანამატების შეძენა სულ უფრო ხშირად ხდება ონლაინ:

• ვებგვერდების;

• სოციალური ქსელების;

• უცხოური პლატფორმების საშუალებით;

ონლაინ ვაჭრობა მოსახერხებელია, თუმცა, უსაფრთხო არჩევანის გაკეთება განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს.

სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო მომხმარებლებს მოუწოდებს სურსათის (სასურსათო) დანამატების შეძენისას ყურადღება მიაქციონ:

• პროდუქტის წარმომავლობას;

• ეტიკეტს;

• რეალიზაციის პირობებს” – ნათქვამია განცხადებაში.

დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ბმულზე: https://nfa.gov.ge/Ge/Files/ViewFile/9040

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *