2028-2029 წლებში თბილისში ასაშენებელი პროექტების 55% უკვე გაყიდულია

დღის სიახლეები ეკონომიკა

2026 წლის აპრილში, უძრავი ქონების ფასის ზრდის ტემპი, პირველად ბაზარზე, შენელდა და ყოველთვიურად 0.4%-ით გაიზარდა 1 408 აშშ დოლარამდე. ამის შესახებ  „გალთ ენდ თაგარტის“ უახლეს კვლევაში ვკითხულობთ.

ამასთან, მეორადი ბაზრის ახალ პროექტებში (რაც 2013 წლიდან გაცემული ნებართვებით აშენდა) ფასი გასულ თვესთან შედარებით 5.0%-ით გაიზარდა და 1 371 აშშ დოლარი შეადგინა.

ასევე კვლევიდან ირკვევა, რომ 2028-2029 წლებში ასაშენებელი პროექტების 55% უკვე გაყიდულია.

უფრო კონკრეტულად კი, საბინაო ფონდის განაწილება დასრულების წლისა და სტატუსის მიხედვით ასეთია:

პროექტებში, რომელთა დასრულებაც 2026 წელს არის დაგეგმილი – 77% გაყიდულია, 23% გასაყიდი
პროექტებში, რომელთა დასრულებაც 2027 წელს არის დაგეგმილი – 64% გაყიდული, 34 გასაყიდი
პროექტებში, რომელთა დასრულებაც 2028-2029 წლებში არის დაგეგმილი – 55% გაყიდული, 45% გასაყიდი.

bpn.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *