პატრიარქი პარლამენტში პრემიერის მოხსენებას ესწრება

დღის სიახლეები პოლიტიკა

პარლამენტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III მივიდა.

პატრიარქი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენას ესწრება.

პარლამენტის სასესიო დარბაზში პატრიარქი პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად მივიდა.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პარლამენტში დღეს, ყოველწლიური მოხსენებით გამოდის. სწორედ პრემიერ-მინისტრის მოხსენებით დაიხურება პარლამენტის საგაზაფხულო სესია.

შეგახსენებთ იმასაც, რომ პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პრემიერ-მინისტრი ვალდებულია წელიწადში ერთხელ, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების ბოლო თვეში პარლამენტს წარუდგინოს მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *