სპეციალური პენიტენციური სამსახური, 2025 წლის 21 დეკემბერს, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში გადაყვანისა და იქ ყოფნის ამსახველ ვიდეოკადრებს ასაჯაროებს

სპეციალური პენიტენციური სამსახური, 2025 წლის 21 დეკემბერს, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში გადაყვანისა და იქ ყოფნის ამსახველ ვიდეოკადრებს ასაჯაროებს. საუბარია ეპიზოდზე, როცა მსჯავრდებულის განცხადებით, მასზე სექსუალური ძალადობა მოხდა. “სპეციალური პენიტენციური სამსახური, საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, ასაჯაროებს მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის 2025 წლის 21 დეკემბერს დეესკალაციის საკანში გადაყვანისა და იქ ყოფნის ამსახველ ვიდეოკადრებს, რა დროსაც, მსჯავრდებულის განცხადებით, […]

Continue Reading

გიორგი შარაშიძე – კობახიძის მიერ ტრამპთან ხელის ჩამორთმევის ფოტო პროტოკოლურია – ფაქტი, რომ „ოცნებას“ ამ ფოტოს ფრიალი სჭირდება, კიდევ სხვა უბედურებაა

ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული ურთიერთობების გადატვირთვა პროტოკოლური შეხვედრებით, პროტოკოლური ფოტოებით და ხელის ჩამორთმევით, არ წყდება – დონალდ ტრამპთან ხელის ჩამორთმევის ფოტოც აბსოლუტურად პროტოკოლური ფოტო იყო, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც მთავრობის მიერ ირაკლი კობახიძისა და დონალდ ტრამპის საერთო ფოტოს გავრცელებას გამოეხმაურა. მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ ის რომ სჭირდება, […]

Continue Reading

ბულგარეთის ეკლესიის წევრების ნაწილი მსოფლიო პატრიარქის ვიზიტს ეწინააღმდეგება

ბულგარეთში ორ ათასზე მეტმა სასულიერო და საერო პირმა მოითხოვა მსოფლიო პატრიარქის მოსალოდნელი ვიზიტის გაუქმება მისი ქმედებებისადმი უთანხმოებისა და განხეთქილების ლეგიტიმაციის საფრთხის გამო. ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის კანცელარიაში ორ ათასზე მეტი სასულიერო პირის, მონაზვნისა და საერო პირის მიერ ხელმოწერილი ღია წერილი წარადგინეს, რომელშიც რილას მონასტერში პატრიარქ ბართლომეოსთან თანაწირვის უარყოფას ითხოვენ. ამის შესახებ “მართლმადიდებელ ქრისტიანთა კავშირი” […]

Continue Reading

პროტესტი თემქაზე 61-ე ბაგა-ბაღთან – მშობლები შენობის დახურვის რელაურ მიზეზს ითხოვენ

პროტესტია თემქაზე, ნომერ 61-ე ბაგა-ბაღთან. როგორც ირკვევა, სააღმზრდელო პროცესის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში მშობლებს გამოუცხადეს, რომ ბაღი განუსაზღვრელი ვადით იკეტება და ბავშვების ტარება ალტერნატიულ სივრცეებში შესთავაზეს. შენობის დახურვის სავარაუდო მიზეზი ექსპერტიზის დასკვნაა, რომლითაც ამტკიცებენ, რომ შენობა საშიშია. თუმცა, პროტესტის შემდეგ თქვეს, რომ ბაღში ბავშვების ტარება განმეორებითი ექსპერტიზის შედეგებამდე იქნება შესაძლებელი. მშობლები ზუსტ პასუხს ითხოვენ, საშიშია თუ […]

Continue Reading

არსებობს საფრთხე, რომ ზღვის ზემოქმედების შედეგად გზა მნიშვნელოვნად დაზიანდეს ან საერთოდ წაიღოს – რა ხდება ჩაქვის სანაპიროზე

ჩაქვში, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზღვის სანაპიროსთან არსებული გზის მონაკვეთს ზღვა წლებია რეცხავს. ადგილობრივების თქმით, პრობლემის შესახებ შესაბამისი უწყებებისთვის არაერთხელ მიუმართავთ, თუმცა საკითხი დღემდე მოუგვარებელია. როგორც „აჭარა თაიმსს“ მოქალაქემ აცნობა, ამ ეტაპზე მდგომარეობა განსაკუთრებით გართულებულია და არსებობს საფრთხე, რომ ზღვის ზემოქმედების შედეგად გზა მნიშვნელოვნად დაზიანდეს ან საერთოდ წაიღოს. „წლებია მოსახლეობა ამას ითხოვს, მაგრამ არავინ აქცევს […]

Continue Reading

ბათუმში დააკავეს სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელები, რომლებმაც ნახევარ მილიონზე მეტი მიითვისეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის ჯგუფურად, თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი ორი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყებსი ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში მოქმედი სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელები მოქალაქეებს ბინების საკუთრებაში გადაცემას დაჰპირდნენ, სანაცვლოდ კი დიდი ოდენობით თანხა გამოართვეს. ბრალდებულებმა მყიდველებს ბინები საკუთრებაში არ დაურეგისტრირეს და ფართები […]

Continue Reading

“ბადრაგმა გამაუპატიურა” – პატიმრის შოკისმომგვრელი ჩვენება სასამართლოში

პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს –  შოკისმომგვრელი ჩვენება 36 წლის კაცმა სააპელაციო სასამართლოს დარბაზში მისცა. მეექვსე პენიტენცირი დაწესებულების ბინადარი, გიორგი დავითაძე მოსამართლეს უმტკიცებდა, რომ ციხის სამარტოო საკანში, შურისძიების, დამცირების და ღირსების შელახვის მოტივით, მასზე სექსუალურად იძალადეს. პატიმრის თანახმად, უმძიმეს დანაშაულს 10-მდე თანამონაწილე ჰყავს –  ისინიც ციხის ბადრაგები არიან. კაცის თქმით, არცერთი ბადრაგი ამ დრომდე პასუხისგებააში არ […]

Continue Reading

პატიმარს, რომელიც ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს, პენიტენციური პასუხობს

სპეციალური პენიტენციური სამსახურის პასუხობს პატიმარ გიორგი დავითაძის განცხადებას, რომელმაც სააპელაციო სასამართლოში ჩვენების მიცემის დროს მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე ისაუბრა და ბადრაგი გაუპატიურებაში დაადანაშაულა. პენიტენციური ირწმუნება, რომ №6 დაწესებულებულებაში თანამშრომლების მხრიდან დავითაძის მიმართ ადგილი არ ჰქონია სექსუალურ ძალადობას. “ეს არის სრული სიცრუე და დავითაძეების ოჯახის მიერ დაწყებული პენიტენციური სისტემის დისკრედიტაციის გაგრძელება” – წერს ოენიტენციური გავრცელებულ განცხადებაში […]

Continue Reading

ირაკლი კობახიძე – სახარებისეული ფასეულობები გახდა ჩვენი სახელმწიფოებრიობის, კულტურის, ეროვნული ცნობიერების მთავარი ღერძი

ჩვენს ქვეყანაში ქრისტიანობა ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში, წმინდა მოციქულთა ქადაგებით შემოვიდა, ხოლო 17 საუკუნის წინ გაკეთებულმა ისტორიულმა არჩევანმა შეუქცევადად განსაზღვრა ჩვენი გზა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საერთაშორისო კონფერენციაზე – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, სახარებისეული ფასეულობები გახდა სახელმწიფოებრიობის, კულტურის, თვითმყოფადობისა და ეროვნული ცნობიერების მთავარი […]

Continue Reading

სოფო ნიჟარაძე აცხადებს, რომ ვასო აბაშიძის სახელობის თეატრმა ხელშეკრულება არ გაუგრძელა

მომღერალი სოფო ნიჟარაძე აცხადებს, რომ ვასო აბაშიძის სახელობის ახალმა თეატრმა ხელშეკრულება არ გაუგრძელა. მისივე ინფორმაციით, თვის ბოლოს დაგეგმილი ღონისძიებაც გადაიდო. „თეატრმა ხელშეკრულებას აღარ ვაგრძელებთო, თვის ბოლოს დაგეგმილი “ივენთიც” გაუქმდა, თარიღების არევის მიზეზით. რა დამთხვევაა“, – წერს სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში. მანამდე საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე“ დაწერა, რომ სოფო ნიჟარაძე ვასო აბაშიძის […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 2 ოქტომბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შემომავალი გრილი და სამხრეთიდან გადმონაცვლებული შედარებით თბილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. საქართველოს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი. აღმოსავლეთ საქართველოში იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. თბილისი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ძლიერი ქარი. ჰაერის […]

Continue Reading

2 ოქტომბრის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2 ოქტომბერს მოწამეთა: ტროფიმეს, საბატიოსის, დორიმედონტის და ზოსიმე მეუდაბნოის ხსენების დღეს აღნიშნავს წმიდა მოწამენი ტროფიმე, საბატი და დორიმედონტი წმიდა მოწამენი ტროფიმე, საბატი და დორიმედონტი რომის იმპერატორის, პრობუსის (276-282) დროს ეწამნენ ქრისტესთვის. ანტიოქიაში წარმართულ დღესასწაულზე ქალაქში ჩასული ქრისტიანები ტროფიმე და საბატი ქრისტეს ქადაგებისთვის უღმრთოებმა შეიპყრეს და მმართველს მიჰგვარეს. წარმართებმა აღმსარებლების ცემა და წამება […]

Continue Reading

მთავრობის ადმინისტრაცია 22 სექტემბერს, ნიუ-იორკში დონალდ ტრამპის ოფიციალურ მიღებაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის დასწრების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

მთავრობის ადმინისტრაცია 22 სექტემბერს, ნიუ-იორკში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ოფიციალურ მიღებაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის დასწრების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. „საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 22 სექტემბერს, ნიუ-იორკში, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ოფიციალურ მიღებას დაესწრო, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილე სახელმწიფოთა ლიდერების პატივსაცემად გაიმართა”, – ნათქვამია ინფორმაციაში. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

პროტესტი პარიზში – სკოლის დირექტორს ბენზინი გადაასხეს, შენობები კი იწვის

საფრანგეთში სკოლებში საპროტესტო აქციები ძალადობრივ პროტესტში გადაიზარდა და სულ უფრო მეტ ფრანგულ ქალაქს მოიცავს. ხუთშაბათს, თავდამსხმელებმა პარიზის ერთ-ერთი სკოლის დირექტორს ბენზინი შეასხეს და ცეცხლი წაუკიდეს სულ მცირე ორ სკოლას, იტყობინება Reuters მერიის წარმომადგენლებზე დაყრდნობით. მარსელის პოლიციის ცნობით, ასობით ახალგაზრდამ ალყა შემოარტყა სახანძრო მანქანას, რომელიც ხუთშაბათს დილით სენტ-ეგზიუპერის ლიცეუმში ხანძრის ჩასაქრობად მივიდა. მათ მეხანძრეები აიძულეს, მანქანა […]

Continue Reading

მარნეულში 13 წლის გოგოს მშობიარობის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

მარნეულში 13 წლის მოზარდის მშობიარობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, მარნეულის სამშობიაროში მოზარდმა ტყუპები გააჩინა, რომელთაგან ერთ-ერთი გარდაიცვალა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 16 წლამდე პირთან სქესობრივ კავშირს გულისხმობს. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

პატრიარქმა მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელი, ავსტრიის მიტროპოლიტი და უნგრეთისა და ცენტრალური ევროპის ეგზარქოსი არსენი (კარდამაკისი) საქართველოს საპატრიარქოს ეწვია ქორეპისკოპოს მაქსიმესთან ერთად. საპატრიარქოს ინფორმაციით, დელეგაციის წევრებს უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ უმასპინძლა. მხარეებმა ეკლესიებს შორის ურთიერთობებსა და იმ დახმარებაზე ისაუბრეს, რომელსაც მიტროპოლიტი არსენი უწევს ავსტრიაში ქართულ სამრევლოს, რისთვისაც […]

Continue Reading

მარნეულის სამშობიაროში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა – წერს სამირა ბა­ი­რა­მო­ვა

უფლებადამცველ, სამირა ბაირამოვას ინფორმაციით, მარნეულის სამშობიაროში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა. როგორც ბაირამოვა წყაროზე დაყდრდნობით წერს, ერთ-ერთი ახალშობილი გუშინ ღამევე გარდაიცვალა, მეორეს მდგომარეობა კი მძიმეა. მითხრეს, რომ მარნეულის სამშობიაროში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა… წყაროს ინფორმაციით, ერთ-ერთი ახალშობილი გარდაიცვალა გუშინ გვიან ღამე, მეორის მდგომარეობა კი მძიმეა” – წერს ბა­ი­რა­მო­ვა.

Continue Reading

შალვა ნათელაშვილი ვლადიმერ პუტინს მიმართავს

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ოკუპირებულ ზონიდან ვლადიმერ პუტინს მიმართავს და მოუწოდებს, გაიყვანოს ჯარი საქართველოს ტერიტორიიდან. ნათელაშვილი ასევე მოითხოვს, ქართველ მრევლს და მღვდელმსახურებს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის და ღვთისმსახურების ჩატარების უფლება მიეცეთ. პოლიტიკოსის თქმით, სწორედ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი რუსეთთან მეზობლურ ურთიერთობაზე საუბარი. “ოკუპანტებო გადით საქართველოდან და გაიყოლეთ თქვენი სატელიტი მარიონეტი ივანიშვილის დანაშაულებრივი რეჟიმიც’ – […]

Continue Reading

რიყის პარკში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ორგანიზებული საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

რიყის პარკში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქცია მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების 5 წლის თავს ეძღვნება. აქციაზე პარტიის ლიდერები და მხარდამჭერები არიან მობილიზებულნი. ადგილზე იმყოფება მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანიაც. ადგილზე შეკრებულ ხალხს პარტიის ლიდერები სიტყვითაც მიმართავენ. ტერიტორიის მიმდებარედ მობილიზებულია პოლიცია. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

აზერბაიჯანის რკინიგზა ბაქო-თბილისი-ბაქოს რეისებს ზრდის

აზერბაიჯანის რკინიგზა (ARZ) ბაქო-თბილისი-ბაქოს მარშრუტზე დამატებით რეისებს ამატებს, რათა დააკმაყოფილოს საერთაშორისო სამგზავრო მგზავრობის მზარდი მოთხოვნა და გააფართოვოს მგზავრობის ვარიანტები. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ აზერბაიჯანის რკინიგზამ დღეს განაცხადა. 2026 წლის 1 ნოემბრიდან ბაქო-თბილისი-ბაქოს მარშრუტზე დღეში ოთხი რეისი შესრულდება. ამის შედეგად, სამგზავრო ადგილების რაოდენობა 386-დან 564-მდე გაიზრდება, რაც თითქმის 50%-იან ზრდას წარმოადგენს. დამატებითი რეისების ბილეთების გაყიდვა […]

Continue Reading

ვალუტის კურსი 2 ოქტომბერს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6042 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6042 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6047 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9407 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9576 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს […]

Continue Reading

სერგეი ლავროვი აფხაზებს მადლობას უხდის

რუსეთი მადლიერია აფხაზეთისა რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნების ჩატარებაში დახმარებისთვის. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრთან ოლეგ ბარციცთან შეხვედრისას განაცხადა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა აფხაზი მებრძოლების წვლილი ე.წ. სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში. „მადლობელი ვართ სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში სოლიდარობის გამო. აფხაზი მოხალისეები მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ჩვენს საერთო […]

Continue Reading

ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა – 1-3 ოქტომბერს ამინდი ისევ უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1-ელი ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე, საქართველოში კვლავ მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ქვეყნის მთიან და მაღალმთიან რაიონებში, ასევე აჭარაში, კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა […]

Continue Reading

შოთა მუსაევს და კიდევ სამ პირს გმირობის ჯილდოზე წარადგენენ, რომლებმაც Flydubai-ს რეისი კატასტროფისგან იხსნეს

Flydubai-ს რეისის ოთხი მგზავრი, რომლებმაც პოტენციური საჰაერო კატასტროფის თავიდან აცილებაში მიიღეს მონაწილეობა, ისრაელის სახელმწიფო ჯილდოზე წარადგენენ. იანივ ჰაიუნი, შოთა მუსაევი, ცვიკა მანსი და ასაფ რეჯვანი ეკიპაჟზე თავდასხმის დროს ჩაერივნენ. სამმა მგზავრმა თავდამსხმელი გააუვნებელყო, ხოლო ექიმმა შოთა მუსაევმა მძიმედ დაჭრილ კაპიტანს პირველადი დახმარება გაუწია. ისრაელის პრეზიდენტმა ისააკ ჰერცოგმა გამოაცხადა, რომ აპირებს მათი სამოქალაქო გმირობის გამო საპრეზიდენტო […]

Continue Reading

საქართველოს საზღვართან 20 კილომეტრში 4.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, საქართველოს საზღვრიდან დაახლოებით 20 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა -დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მიწისქვეშა ბიძგებმა 4.1 მაგნიტუდა შეადგინა. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, ლევან ახობაძე ნახევარ მილიონ ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა – პროკურორის განმარტება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული ლევან ახობაძე 500 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო თარაშვილმა მიიღო. ლევან ახობაძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა, რასაც ბრალდების მხარე დაეთანხმა. პროკურორი ანი ლეკიაშვილი განმარტავს, რატომ დაეთანხმა ბრალდების მხარე სუს-ის უფროსის ყოფილი […]

Continue Reading

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ხსნის, რა იგულისხმა საპატრიარქომ “მტკივნეულ რეგიონებში”

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე “ტვ პირველთან” სატელეფონო საუბარში განმარტავს, რა იგულისხმა საპატრიარქომ “მტკივნეულ რეგიონებში” – როგორც დეკანოზი ამბობს, მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ ვიდეოსა და განცხადებაში ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალზე არაერთხელ არის ნახსენები სიტყვა “ოკუპაცია”. “იქ ნათქვამია ოკუპირებული და მერე ამბობს ადამიანი, რომ მტკივნეულია – ე.ი. ოკუპაცია მტკივნეულია, რა არის […]

Continue Reading

“20 ლარი პენსიონერს, 1080 ლარი დეპუტატს – უკვე, საერთოდ აღარ ადარდებთ, რას იტყვის ხალხი” – რომან გოცირიძე

2027 წლიდან, 70 წელს ქვემოთ პირების პენსია 20 ლარით გაიზრდება, 70 წელს ზემოთ მოქალაქეების პენსია კი 60 ლარით მოიმატებს, – ამის შესახებ გუშინ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, პაატა კვიჟინაძემ 2027 წლის ბიუჯეტზე საუბრისას განაცხადა. აღნიშნულ თემას ვრცელი კომენტარით უპასუხა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა და ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ. მისი თქმით, 20 ლარი პენსიონერს, 1080 ლარი […]

Continue Reading

შეწყვიტეთ ქოთქოთი, იფიქრეთ იმაზე, მე რომ საქართველოში თავისუფლად დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ – მიხეილ სააკაშვილი

ტყვედ ჩავარდნის წინ, კიევში შევხვდი IPSOS საზოგადოებრივი კვლევის, უდიდესი ევროპული კომპანიის რეგიონულ დირექტორს. მან მითხრა, რომ საქართველოში საზოგადოებრივი აზრის კვლევის ჩატარება ურთულესია, ვინაიდან ხალხს ზუსტად ისევე ეშინია, როგორც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში და დონეცკში და რომ პირდაპირ კითხვის დასმა უაზრობაა, ირიბი კითხვებით უნდა დაადგინო ნამდვილი განწყობა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ […]

Continue Reading

დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს 4 მოქალაქეს: მამუკა ფიფიას, ნიკოლოზ მჟავანაძეს, გიორგი ირემაძესა და პაატა აბულაძეს სანქციები დაუწესა

დიდმა ბრიტანეთმა კრემლის მხარდამჭერი დეზინფორმაციის გავრცელებაში მონაწილე პირებს, მათ შორის საქართველოს 4 მოქალაქეს სანქციები დაუწესა, – ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს. დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა. „დღევანდელი პაკეტი მოიცავს შვიდ ფიზიკურ პირს, მათ შორის საქართველოს ოთხ მოქალაქეს, რომლებიც კრემლის მხარდამჭერი დეზინფორმაციის გავრცელებაში მონაწილეობენ, დაწყებული რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის ოკუპაციის ლეგიტიმაციით და დამთავრებული ოკუპირებულ სამხრეთ […]

Continue Reading

ახლა რუსეთის ეკლესიისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ეკლესიამ უკრაინის ახალი ეკლესია არ აღიაროს და ამ მხრივ აფხაზეთისა და ცხინვალის საკითხი ხელსაყრელ ბერკეტს წარმოადგენს – მეუფე ზენონი

დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი ზენონი მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციის ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმაურება. როგორც სასულიერო პირი განმარტავს, დროებით ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში საქართველოს ეკლესიის იურისდიქციის აღიარებაზე  რუსეთისა და საქართველოს ეკლესიებს შორის წლების განმავლობაში იყო დიალოგი, შეხვედრებიც და პრობლემის მოგვარების სურვილის საჯარო გამოხატვაც, მაგრამ კვლავ საქართველოს ეკლესიის მიღმა იმყოფება აფხაზეთიც და ცხინვალიც. მაღალი იერარქის თქმით, ახლა რუსეთის ეკლესიისთვის მნიშვნელოვანია, რომ […]

Continue Reading

ყვარელში, მიკროავტობუსი, რომელსაც სკოლის მოსწავლეები გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა. შემთხვევა ყვარლის მუნიციპალიტეტში იმ დროს მოხდა, როცა მოზარდები ჩანტლისყურიდან ახალსოფლის 1-ელ საჯარო სკოლაში გადაჰყავდათ. თვითმხილველების თქმით, სამარშრუტო ტაქსის მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც ორმა მოსწავლემ მოტეხილობები მიიღო. დანარჩენ მოზარდებს კი პრევენციის მიზნით პირველადი სამედიცინო დათვალიერება ჩაუტარდათ. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

ქართველი გმირი ექიმი, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი სმიტ მაჩჰარი გადაარჩინა, წარმოშობით გურჯაანიდან არის – On Time

ქართველი გმირი ექიმი, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი სმიტ მაჩჰარი გადაარჩინა, წარმოშობით გურჯაანიდან არის – წერს გამოცემა On Time. მათივე ცნობით, შოთა მუსაევი დანტისტია, ის ისრაელში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. ისრაელშია მისი ძმაც, ალექსანდრე მუსაევი. მამა კი კახეთში ცნობილი კარდიოლოგი იყო. შოთა მუსაევი, თვითმფრინავში ერთადერთი ექიმი აღმოჩნდა. ის რამდენიმე ისრაელელ მგზავრთან ერთად თავდამსხმელის გასანეიტრალებლად კაბინისკენ გაიქცა. […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 1 ოქტომბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შემომავალი გრილი და სამხრეთიდან გადმონაცვლებული შედარებით ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. საქართველოს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი და სეტყვა. იქროლებს დასავლეთის ქარი. სოხუმი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20°; ბათუმი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°; […]

Continue Reading

1 ოქტომბრის საეკლესიო კალენდარი

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს 1661 წელს მოწამეობრივად აღსულებული კახეთის გმირების: ბიძინა ჩოლოყაშვილის, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავების, ღირსი ევმენიოსის – გორტინელი ეპისკოპოსის, მოწამეების არიადნას, სოფიოს და ირინეს ხსენების დღეს აღნიშნავს. ბიძინა ჩოლოყაშვილი და ელიზბარ და შალვა ქსნის ერისთავები კახეთის მთავარი ბიძინა ჩოლოყაშვილი და ელიზბარ და შალვა ქსნის ერისთავები XVII საუკუნეში აღესრულენენ მოწამეობრივად. შაჰ-აბას I-მა და მისმა […]

Continue Reading