შიო III – ჭეშმარიტი თავისუფლება, პირველ რიგში, არის პასუხისმგებლობა, რწმენა და ზნეობრივი ცხოვრება

თანამედროვე სამყაროში ხშირად გვხვდება მცდარი წარმოდგენები, თითქოს თავისუფლება ყოველგვარი შეზღუდვის უარყოფაა. ჭეშმარიტი თავისუფლება, პირველ რიგში, არის პასუხისმგებლობა, რწმენა, პატიოსანი და ზნეობრივი ცხოვრება, – ამის შესახებ უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო მესამემ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პატრიარქმა სიტყვით გამოსვლისას მომავალ თაობას მიმართა. შიო […]

Continue Reading

საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს

საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ყოველი წლის 26 მაისს აღნიშნავს. სწორედ 1918 წლის 26 მაისს თბილისში, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო „დამოუკიდებლობის აქტი“. ამით დასრულდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ყოფნის 117-წლიანი პერიოდი (რაც 1801 წელს ანექსიით დაიწყო) და შეიქმნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა. წელსაც წვევამდელებმა სამხედრო ფიცი დადეს, რის შემდეგაც თავდაცვის ძალებს შეუერთდნენ. წვევამდელებმა ფიცი დადეს, ასევე საქართველოს 12 ისტორიულ […]

Continue Reading

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები თბილისში იმყოფებიან

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები იმყოფებიან. ისინი საქართველოში გუშინ, 24 მაისს ჩამოვიდნენ და ქვეყანაში 29 მაისამდე დარჩებიან. დღის განმავლობაში მათ რამდენიმე შეხვედრა გამართეს, როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებთან. დელეგაციის წევრები უკვე შეხვდნენ პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს და რამდენიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს. პრემიერის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობების გადატვირთვისა და კონკრეტულ […]

Continue Reading

პუტინმა დაამტკიცა ე.წ. სამხრეთ ოსეთთან თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეკრულება

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ფედერალურ კანონს, რომლითაც რატიფიცირებულია რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ხელშეკრულება – იუწყება რუსეთის სახელისუფლებო მედია. შესაბამისი დოკუმენტი სამართლებრივი აქტების გამოსაქვეყნებლად ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნდა. ხელშეკრულების მიზანია მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, კოორდინირებული საგარეო, თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის განსახორციელებლად, სოციალურ-ეკონომიკური პირობების გასაუმჯობესებლად, […]

Continue Reading

ხვალ 1 აშშ დოლარი 2.6732 ლარი ეღირება

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6732 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6732 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6744 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0012 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1124 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1020 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

Continue Reading

პრემიერი – „30 ათასამდე ადამიანი ფიქტიურად იყო დასაქმებული, თუმცა ისევ იღებდა სოციალურ დახმარებას“ 

დასაქმების მაჩვენებლებზე საუბრისას, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობნახიძემ დღეს განაცხადა, რომ 30 ათასამდე ადამიანი ფიქტიურად იყო დასაქმებული. თუმცა, ისევ იღებდა სოციალურ დახმარებას. ეს პროგრამა გაუქმდა, რამაც გამოიწვია დასაქმების ფორმალური შემცირება . „დასაქმებულთა შემცირება არის მთლიანად ფორმალური და ამას აქვს კონკრეტული მიზეზი. არსებობდა სოციალური დახმარების ჩანაცვლების პროგრამა და 30 ათასი ადამიანი შეიძლება ითქვას, ფიქტიურად იყო დასაქმებული. რეალურად, დასაქმებულთა […]

Continue Reading

ბიზნესმენი პაპაშვილი – “1200 ლარად ერთი ადამიანი ამ ქვეყანაში, მემგონი, იცხოვრებს”

ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი სოციალურად დაუცველებთან დაკავშირებით, მთავრობის ახალ დადგენილებაზე საუბრისას ვარაუდობს, რომ 1200 ლარად ერთი ადამიანი ამ ქვეყანაში ცხოვრებას შეძლებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა. „1200 ლარად ერთი ადამიანი ამ ქვეყანაში, მემგონი, იცხოვრებს. რაღაცას ჰგავს. როგორ არის ქართული ანდაზა? – სადამდეც შეგიძლია, საბანი იქამდე უნდა გაიწვდინო… ალბათ არ აქვს ხაზინას ამდენი შემოსავალი,“ – ამბობს პაპაშვილი […]

Continue Reading

ჩეხეთში რუსეთის ეკლესიის მიტროპოლიტი თეთრი ნივთიერების გამო დააკავეს

ჩეხეთის რესპუბლიკაში პოლიციამ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მიტროპოლიტი ილარიონი დააკავა მას შემდეგ, რაც მის მანქანაში თეთრი ნივთიერების შემცველი ოთხი კონტეინერი აღმოაჩინა. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება. პოლიციელებმა გაჩერების მიზეზი არ ახსნეს და დაუყოვნებლივ დაიწყეს მისი ჩხრეკა. ადვოკატმა აღნიშნა, რომ გზატკეცილზე მანქანას ორი საპოლიციო მანქანა ელოდა. პოლიციამ დაუყოვნებლივ მოითხოვა როგორც მძღოლისგან, ასევე მიტროპოლიტისგან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები. თუმცა, […]

Continue Reading

კრემლი – სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანება რუსეთთან ხელსაყრელი პირობების დაკარგვას გამოიწვევს

სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანება რუსეთთან თანამშრომლობის ხელსაყრელი პირობების დაკარგვას გამოიწვევს, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა. „რა თქმა უნდა, ევროკავშირი“, – ასე უპასუხა პესკოვმა ჟურნალისტებს კითხვაზე, თუ რომელმა სხვა ორგანიზაციებმა, ან ასოციაციამ შეიძლება გამოიწვიოს სომხეთისთვის რუსეთთან თანამშრომლობის ხელსაყრელი პირობების დაკარგვა. მისი თქმით, რუსეთი განაგრძობს დიალოგს სომხეთთან.მანვე აღნიშნა, რომ სომხეთში არსებობენ პოლიტიკური ძალები, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთთან […]

Continue Reading

რა ღირს ერთი გრამი ოქრო ­და ვ­ერცხლი საქართველოში?

საქართველოში გრამი ოქროსა და ვერცხლის ღირებულებამ დაიკლო. ამ დროისთვის 1 გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი საქართველოში 399 ლარი ღირს, 750 სინჯის – 299 ლარი, ხოლო 585-სინჯიანი ძვირფასი ლითონი 233 ლარი ღირს. რაც შეეხება ვერცხლს, 999 სინჯის ვერცხლი 6.52 ლარი ღირს, ხოლო 875 სინჯის ძვირფასი ლითონი 5.22 ლარი ღირს. რაც შეეხება მსოფლიო ბირჟებზე ოქროსა და ვერცხლის […]

Continue Reading