ტრამპმა “რესპუბლიკელებს” დააფიცა, რომ შუალედურ არჩევნებზე მივლენ, თუ არა და ჯოჯოხეთში მოხვდებიან – მედია

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რესპუბლიკური პარტიის ყრილობა, რომელიც შუალედურ არჩევნებს ეხებოდა, დაასრულა დამსწრეებისადმი მოწოდებით, მივიდნენ არჩევნებზე და ამისთვის მათგან ფიციც მიიღო. „გთხოვთ, ასწიოთ მარჯვენა ხელი (და თქვით): მე ვფიცავ შეერთებული შტატების ისტორიაში უდიდეს პრეზიდენტს, რომელიც ისე გვიყვარს, რომ სუნთქვაც კი არ შეგვიძლია, რომ არჩევნებზე ჩემს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად წავალ“, – თქვა ტრამპმა ფიცის დადებისას. […]

Continue Reading

ტურისტული ავტობუსი ავარიაში მოყვა – ხუთი ადამიანი დაიღუპა

შვეიცარიაში ტურისტული ავტობუსი ავარიაში მოყვა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა. ნიდერლანდებიდან შვეიცარიის კანტონ გრაუბუნდენში ტურისტული ავტობუსი გადაბრუნდა. ავარიის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და 40 დაშავდა. ავარია სუშისა და ზერნეზის სოფლებს შორის მოხდა. ავტობუსში 45 ზრდასრული მგზავრი იმყოფებოდა. დაშავებულთაგან სამი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

შესაძლოა, ბრიტანეთის სპეცრაზმმა რუსები უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის მოამზადა – The Telegraph

შესაძლოა, ბრიტანეთის სპეცრაზმმა რუსები უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის მოამზადა, იუწყება The Telegraph. გამოცემის მიერ მოყვანილი სადაზვერვო ჩანაწერები ამტკიცებს, რომ ბრიტანული SAS-ის და სხვა დასავლური სპეცრაზმების ვეტერანები რუსებს ბულგარეთსა და სერბეთში არსებულ კერძო სამხედრო ბანაკებში ამზადებდნენ, მათ შორის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგაც. ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ბულგარული „ალფა-მეტალის“ ბანაკია, რომელიც, სავარაუდოდ, სანქტ-პეტერბურგში დაფუძნებულ რუსულ უსაფრთხოების კომპანიასთან არის დაკავშირებული. […]

Continue Reading

ტრამპი ყველა ზრდასრულ ამერიკელს 5000 დოლარს დაჰპირდა, თუ “რესპუბლიკელები” შუალედურ არჩევნებში კონგრესზე კონტროლს შეინარჩუნებენ

„თუ რესპუბლიკელები გაიმარჯვებენ, თქვენც ჩვენთან ერთად გაიმარჯვებთ და 5000 დოლარს მიიღებთ“, – განაცხადა ტრამპმა დალასში გამართულ პარტიულ ყრილობაზე. მან თავის ინიციატივას „ტრამპის დივიდენდი“ უწოდა. Associated Press-ის შეფასებით, გადახდები ტრილიონ დოლარზე მეტი დაჯდება და კონგრესის თანხმობას საჭიროებს. თუმცა, ტრამპის გამოსვლიდან მალევე, ვიცე-პრეზიდენტმა ჯ.დ. ვენსმა აღიარა, რომ მდიდარი ამერიკელები ამ თანხას არ მიიღებდნენ, იუწყება AP. მან განაცხადა, […]

Continue Reading

„მას სურს შეთანხმების დადება“ – ტრამპმა პუტინთან სატელეფონო საუბარზე კომენტარი გააკეთა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გუშინდელ სატელეფონო საუბარს ვლადიმერ პუტინთან „შესანიშნავი“ უწოდა. “ჩვენ შესანიშნავი საუბარი გვქონდა. მას სურს შეთანხმების დადება და თუ ზელენსკისაც სურს შეთანხმების დადება, ეს ძალიან კარგი იქნება“, – თქვა ტრამპმა. მანვე დასძინა, რომ პუტინიც და ზელენსკიც „ბრძოლით დაიღალნენ“. გუშინ პუტინმა ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა, იტყობინება მისი თანაშემწე იური უშაკოვი. მისი თქმით, პუტინმა და […]

Continue Reading

რუსეთის მოქალაქეს, რომელიც საქართველოდან შეერთებულ შტატებში კიბერთაღლითობის ბრალდებით არის ექსტრადირებული, 175 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

36 წლის რუსეთის მოქალაქე სერგეი ფილიმონოვს ბრალი ედება „ტრანსნაციონალურ კიბერთაღლითურ შეთქმულებაში“ მონაწილეობაში, რომელიც შეერთებულ შტატებში მცხოვრები მსხვერპლთა საბანკო ანგარიშებიდან თანხების მოპარვას გულისხმობს. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, ბრალდების თანახმად, ფილიმონოვი და მისი თანამოაზრეები ცდილობდნენ „მილიონობით დოლარის მოპოვებას მსხვერპლთა ანგარიშებიდან, მათ შორის ჯორჯიის ჩრდილოეთ ოლქში მდებარე კომპანიების ანგარიშებიდან“. როგორც ცნობილია, რუსეთის მოქალაქე პარასკევს ჯორჯიის ჩრდილოეთ ოლქის სასამართლოს […]

Continue Reading

ნავთობის ერთი ბარელის ფასი 100 დოლარს გადასცდა

პირველად მიმდინარე წლის ივლისის შემდეგ 1 ბარელი ნავთობის ფასი 100 აშშ დოლარს გადასცდა. Brent-ის ტიპის ნავთობი 9 სექტემბერს 3%-ით გაძვირდა და 100,72 დოლარი გახდა, ხოლო ამერიკული WTI-ის ფასი 95,25 აშშ დოლარი გახდა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს. აშშ-სა და ევროპაში ბენზინი და დიზელის საწვავიც გაძვირდა. გერმანიაში 1 ლიტრი Super E10-ის ბენზინის ფასი 2,259 ევრო გახდა, ანუ […]

Continue Reading

მარია ზახაროვა – რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ვინც ზემო ლარსსა და სხვა საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე „შტურმი მიიტანა“ ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის დასაწყისში და ახლა დაბრუნება სურს, საკუთარ მოქალაქეებად მიიჩნევს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მათ, ვინც ზემო ლარსსა და სხვა საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე „შტურმი მიიტანა“ ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის დასაწყისში და ახლა დაბრუნება სურს, საკუთარ მოქალაქეებად მიიჩნევს, რომლებიც მოტყუებულები დარჩნენ და პანიკაში ჩავარდნენ. „როგორ ვუყურებს მათ ჩვენი უწყება? როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, რომელთაგან ზოგი პანიკაში ჩავარდა, […]

Continue Reading

ნიანგმა კვების დროს ზოოპარკის თანამშრომელი მოკლა

პაპუა-ახალ გვინეაში კვების დროს ნიანგი ზოოპარკის თანამშრომელს თავს დაესხა, იუწყება ABC Australia. მტაცებელი მამაკაცს ფეხებში სწვდა და წყალში ჩაათრია დამთვალიერებლების თვალწინ, რომლებიც მის დახმარებას ცდილობდნენ. ადგილზე მისულმა პოლიციამ ნიანგი მოკლა და თანამშრომელი გაათავისუფლა. მამაკაცი ფეხის მძიმე დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ტრაგედიის შემდეგ ზოოპარკი დროებით დაიხურა. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

პუტინმა ტრამპს უთხრა, რომ რუსეთს „ევროპის წინააღმდეგ აგრესიული გეგმები არ აქვს“

პუტინმა ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ პუტინის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა. მისი თქმით, პუტინმა და ტრამპმა „მოსკოვსა და კიევში ვიტკოფისა და კუშნერის ვიზიტების შემდეგ მოსაზრებები გაცვალეს“, იუწყება TASS. უშაკოვის თქმით, პუტინმა ტრამპს უთხრა, რომ რუსეთს „ევროპის წინააღმდეგ აგრესიული გეგმები არ აქვს“ და ომში მიმდინარე მოვლენების „ობიექტური და საფუძვლიანი ანალიზი“ მიაწოდა. უშაკოვმა ასევე აღნიშნა მელანია […]

Continue Reading