ევროპაში რეკორდულ სიცხეს უკვე 3,700-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა – რიცხვის ზრდას მოელიან

საფრანგეთში, ბელგიასა და ნიდერლანდებში ივნისის ანომალიურ სიცხეს 3,700-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებების მიერ გავრცელებული ეს სტატისტიკა ჯერ კიდევ წინასწარია და სახელმწიფო ორგანოში რიცხვის ზრდას მოელიან. ყველაზე მძიმე ვითარება დაფიქსირდა საფრანგეთში, სადაც გარდაცვლილთა რაოდენობამ 2,025-ს მიაღწია. ბელგიაში ჭარბი სიკვდილიანობის მაჩვენებელმა 1,200 შეადგინა, ნიდერლანდებში კი სტიქიამ 480 მოქალაქის სიცოცხლე იმსხვერპლა. აღსანიშნავია, რომ მსხვერპლის უდიდესი […]

Continue Reading

აშშ შიშობს, რომ რუსეთი პოლონეთში შეიარაღებულ „პროვოკაციას“ გეგმავს ნატოს სიმტკიცის შესამოწმებლად – The Telegraph.

პოლონეთში კრიტიკული ინფრასტრუქტურა შესაძლოა რაკეტებისა და დრონების სამიზნე გახდეს, ან რუსმა ჯარისკაცებმა საზღვარი გადაკვეთონ და ნატოს ტერიტორიაზე შეიჭრნენ. ვაშინგტონმა ვარშავა რამდენიმეჯერ გააფრთხილა ამ შეთქმულების შესახებ, განუცხადეს პოლონეთის პრეზიდენტ კაროლ ნავროცკისთან დაახლოებულმა წყაროებმა პოლონურ საინფორმაციო სააგენტო Onet-ს. რუსული პროვოკაციის მიზანი იქნება დაძაბულობის ესკალაცია და დასავლელი მოკავშირეების იძულება, შეაჩერონ უკრაინისთვის დახმარება. ეს შეიძლება რამდენიმე თვეში მოხდეს. პოლონური […]

Continue Reading

თბილისში მამაკაცი დააყაჩაღეს

ყაჩაღობა მოხდა თბილისში – “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, კარტოზიას ქუჩაზე მამაკაცმა მოქალაქე დააყაჩაღა. ადგილზე პოლიციელები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. კაცი დაკავებულია.  გამოიწერეთ ჩვენი გვერდი ფეისბუქში

Continue Reading

სომხეთს შეუძლია, ჩვენი იმედი ჰქონდეს… ბოლო არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა სომხეთის დემოკრატიის სიძლიერე – ურსულა ფონ დერ ლაიენი

აქ მარტივი გზავნილით ვარ: სომხეთს შეუძლია, ჩვენი იმედი ჰქონდეს, – ამის შესახებ სომხეთში ვიზიტით მყოფი ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს. ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ერევანი რეფორმების კურსს განაგრძობს და ევროპას უახლოვდება. „კარგია, რომ ასე მალე დავბრუნდი ერევანში. ბოლო არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა სომხეთის დემოკრატიის სიძლიერე. სომხეთი აგრძელებს რეფორმების კურსს და […]

Continue Reading

ტრამპი ანკარაში 1000 კაციან თანმხლებ პირთან ერთად ჩავა – ნატოს სამიტის დეტალები ვრცელდება

თურქულმა გაზეთმა Hürriyet-მა ანკარაში ნატოს სამიტისთვის მზადების შესახებ ახალი დეტალები გაავრცელა. გაზეთის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპი 7 ივლისს თურქეთში, დაახლოებით, 1000 კაციან დელეგაციასთან ერთად ჩავა და ასევე საპრეზიდენტო მანქანას და ვერტმფრენს ჩაიყვანს, რომლებიც ანკარაში აიწყობა. სამიტის წინა დღეს, ტრამპი თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანთან ცალკე მოლაპარაკებებს გამართავს. შეხვედრაზე ყურადღება თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე იქნება გამახვილებული, მათ შორის თურქული […]

Continue Reading

ხელის თხოვნა “ემპაირ სტეიტ ბილდინგის” გუმბათის კენწეროზე – რუსი რუფერები დააკავეს

რუსი რუფერები ნიუ-იორკში, “ემპაირ სტეიტ ბილდინგის” გუმბათის კენწეროზე ავიდნენ. როგორც გავრცელებული ვიდეოდან ჩანს, აქ ხელის თხოვნის ცერემონია გაიმართა. ამის შესახებ BBC წერს. ამის შემდეგ, აღნიშნული წყვილი დააკავეს. რუსეთის მოქალაქეებმა ანჯელა ნიკოლაუმ (33 წ,) და ივან ბირკუსმა (32 წ.) ცათამბჯენის გუმბათზე დიდი ბანერიც გაშალეს წარწერით: „როდესაც სიყვარულის ძალა ძალაუფლების სიყვარულს ამარცხებს, მსოფლიოში მშვიდობა სუფევს“. ბირკუსი ერთ […]

Continue Reading

ისრაელის პრემიერი ერდოღანს აფრთხილებს – “ის უნდა დამშვიდდეს. ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, საფრთხე შეუქმნას ჩვენს არსებობას ან უსაფრთხოებას”

ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ თურქეთის ლიდერს რეჯებ თაიპ ერდოღანს აფრთხილებს, დამშვიდდეს. მისი თქმით, ოსმალების 400 წლიანი მმართველობა უკვე დასრულებულია და ისრაელი ძლიერი სახელმწიფოა. “ერდოღანი ისრაელის განადგურებისა და იერუსალიმის დაბრუნების სურვილზე საუბრობს. ვფიქრობ, მას დაავიწყდა, რომ ოსმალეთის 400-წლიანი მმართველობა დასრულდა. დღეს ისრაელის ძლიერი სახელმწიფო არსებობს. ის უნდა დამშვიდდეს. ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, საფრთხე შეუქმნას ჩვენს არსებობას […]

Continue Reading

ბრიტანეთის პრემიერი: ძალიან ვამაყობ, რომ ყველაზე გეი პარლამენტი გვყავს

დიდი ბრიტანეთის გადამდგარმა პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ ძალიან ამაყობს იმით, რომ გაერთიანებულ სამეფოს აქვს პარლამენტი, სადაც ლგბტქ+ თემის ყველაზე მეტი წარმომადგენელია. სტარმერი სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეოს, რომლითაც ხალხს ბედნიერ „პრაიდის თვეს“ ულოცავს. „ძალიან ვამაყობ იმით, რომ ყველაზე გეი პარლამენტი გვყავს. არ მგონია, მსოფლიოში სადმე სხვაგან ასე სრულად იყვნენ წარმოდგენილნი. მგონი, არ არსებობს პარლამენტი, რომელიც […]

Continue Reading

ავტობუსი შენობას შეეჯახა – 46 ადამიანი დაშავდა VIDEO

ესპანეთში ავტობუსი შენობას შეეჯახა, რის შედეგადაც სულ მცირე 46 ადამიანი დაშავდა. ესპანეთის ქალაქ ლიედაში (კატალონია) სამგზავრო ავტობუსი შენობის ფასადს შეეჯახა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 46 ადამიანი დაშავდა. რეგიონული სამედიცინო სამსახურის ცნობით, ოთხი ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო ცხრა სხვა საშუალო სიმძიმის. ავარიის მიზეზის დადგენა მიმდინარეობს. VIDEO გამოიწერეთ ჩვენი გვერდი ფეისბუქში

Continue Reading

აშშ-ში დაბადებულ ჩვილებს მოქალაქეობა ისევ ავტომატურად მიენიჭებათ – BBC

აშშ-ში დაბადებულ ჩვილებს მოქალაქეობა ისევ ავტომატურად მიენიჭებათ – უზენაესმა სასამართლომ ტრამპის სარჩელი გააუქმა – ინფორმაციას BBC ავრცელებს და წერს, რომ ექვსი ხმით სამის წინააღმდეგ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა ძალაში დატოვეს 150-წლიანი ტრადიცია, რომელიც კონსტიტუციაშია გაწერილი და ამერიკის ტერიტორიაზე დაბადებულ ჩვილებს ავტომატურად ანიჭებს აშშ-ის მოქალაქის სტატუსს. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამ წესის ცვლილებას თეთრ სახლში მეორე ვადით დაბრუნებისთანავე […]

Continue Reading