მსოფლიო ჩემპიონატის სკანდალი: ურუგვაის ნაკრები ძაღლებით პირდაპირ გზაზე გაჩხრიკეს

ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა ვიდეოები, სადაც ურუგვაის ნაკრებს ძაღლები ჩხრეკენ მსოფლიო ჩემპიონატზე საუდის არაბეთთან მატჩის წინ. ამერიკის უსაფრთხოების სამსახურებმა გზის პირას ძაღლების გამოყენებით ფეხბურთელების ბარგი და აღჭურვილობა საფუძვლიანად გაჩხრიკეს. ორგანიზატორები ამას აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში ტურნირზე უპრეცედენტო უსაფრთხოების ზომებს მიაწერენ. თუმცა, გულშემატკივრებმა უკვე გააკრიტიკეს FIFA და აშშ და უსაფრთხოების სამსახურების ქმედებებს „სრული სიგიჟე“ უწოდეს, ხოლო ფეხბურთელების […]

Continue Reading

სომხეთი სამხედრო წვრთნებს აშშ-თან, საფრანგეთთან და საბერძნეთთან ერთად ატარებს

სომხეთი შეერთებულ შტატებთან, საფრანგეთთან და საბერძნეთთან ერთად ერთობლივ სამხედრო წვრთნებს უმასპინძლებს. ყოველწლიური სამხედრო წვრთნები „Eagle Partner-2026“ სომხეთში 17-დან 25 ივნისის ჩათვლით გაიმართება. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, წვრთნები საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობისთვის მზადების ნაწილია. წვრთნების გამოცხადებული მიზანია სამშვიდობო მისიებში მონაწილე დანაყოფების ურთიერთქმედების გაძლიერება, გამოცდილების გაცვლა სამეთაურო-კონტროლისა და ტაქტიკური კომუნიკაციების სფეროში და სომხეთის შეიარაღებული ძალების სამშვიდობო დანაყოფის […]

Continue Reading

მსოფლიოს 500 უმდიდრესი ადამიანის ჯამური ქონება 15 ივნისს 336 მილიარდი დოლარით გაიზარდა – Bloomberg

Bloomberg-ის ცნობით, მსოფლიოს 500 უმდიდრესი ადამიანის ჯამური ქონება 15 ივნისს 336 მილიარდი დოლარით გაიზარდა. სააგენტოს ცნობით, ეს ყველაზე დიდი ერთდღიანი ზრდაა. მათი ჯამური ქონება რეკორდულ 13.3 ტრილიონ დოლარს მიაღწია. მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ქონება გაიზარდა აშშ-ირანის სამშვიდობო შეთანხმების შესახებ ახალი ამბების გამო, საფონდო ინდექსების ზრდის წყალობით. რეიტინგის სათავეში მოხვდნენ: 🔸 Tesla-სა და SpaceX-ის მფლობელი ილონ მასკი […]

Continue Reading

დონალდ ტრამპი გეგმავს, ახლა უკვე რუსეთ-უკრაინის ომით დაკავდეს – “ვნახოთ, შევძლებ თუ არა ამის მოგვარებას”

ამერიკის პრეზიდენტმა დონალ ტრამპმა განაცხადა, რომ ახლა უკვე რუსეთსა და უკრაინას შორის ომზე „ფოკუსირებას“ გეგმავს. აშშ-ის პრეზიდენტმა ეს განცხადება “დიდი შვიდეულის” სამიტზე საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან შეხვედრის დროს გააკეთა. მან თქვა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ვლადიმერ პუტინთან „ძალიან კარგი საუბარი“ ჰქონდა. „და მე ვხედავ, რომ შესაძლოა, იქ რაღაცის გაკეთება შევძლოთ. ნამდვილად ასეა. ვფიქრობ, ორივე მათგანი […]

Continue Reading

ირანმა 60 დღით გააუქმა ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი

ირანმა 60 დღით გააუქმა ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი. თეირანმა ეს გადაწყვეტილება შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების ფონზე გამოაცხადა. ამ პერიოდის განმავლობაში, კომერციულ გემებს შეეძლებათ ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო გადასვლის სერვისებით სარგებლობა დამატებითი საფასურის გარეშე. გაუქმების ვადის ამოწურვის შემდეგ, ირანის ხელისუფლება გეგმავს ფასიანი სერვისების დანერგვას უსაფრთხოების, ნავიგაციის, ეკოლოგიისა და დაზღვევის სფეროებში. მხარეები 19 ივნისს ჟენევაში შეთანხმების ხელმოწერისთვის ემზადებიან. ირანის […]

Continue Reading

პუტინმა ტრამპს 80 წლის იუბილე მიულოცა და ზელენსკისთან მოსკოვში შეხვედრის მზადყოფნა დაუდასტურა

ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპს ტელეფონით 80 წლის იუბილე მიულოცა. აშშ-ის პრეზიდენტი აღფრთოვანებული დარჩა და აღნიშნა, რომ რუსეთის ლიდერი პირველი სახელმწიფოს მეთაური იყო, რომელმაც დღეს თეთრ სახლში დარეკა. საუბრის დროს ტრამპმა გამოთქვა მზადყოფნა, გავლენა მოახდინოს კიევსა და აშშ-ის ევროპელ პარტნიორებზე უკრაინაში არსებული ვითარების მოსაგვარებლად და მხარი დაუჭირა საომარი მოქმედებების დასრულებას. ვლადიმერ პუტინმა დაადასტურა მზადყოფნა, მოსკოვში შეხვდეს […]

Continue Reading

რუსებმა კიევ-პეჩორის ლავრა დაბომბეს

რუსებმა უკრაინის ყველაზე მნიშვნელოვანი რელიგიური და კულტურული ძეგლი, კიევ-პეჩორის ლავრა დაბომბეს – ოკუპანტებმა ლავრის მიძინების ტაძარზე იერიში ბალისტიკური რაკეტებით მიიტანეს. “ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთი უწმინდესი ადგილის – კიევ-პეჩერის ლავრის მიძინების ტაძრის – სახურავი იწვის.” – დაწერა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა, მიტროპოლიტმა ეპიფანემ X-ზე. რუსეთის იერიშის შემდეგ ეპისკოპოსმა აბრაამმა დაწერა, რომ მიმდინარეობს უძველესი ხატების, ანტიმინსიისა და სხვა […]

Continue Reading

ახალგაზრდა ქალი ხიდიდან ხტომისას გარდაიცვალა

ახალგაზრდა ქალი ხიდიდან ხტომისას გარდაიცვალა. ამის მიზეზი დაუმაგრებელი დაზღვევის თოკი გახდა. ტრაგედია ბრაზილიაში თოკზე ხტომის შეჯიბრის დროს მოხდა. 21 წლის ტურისტი ხიდიდან გადახტა, მაგრამ ატრაქციონის პერსონალს მისთვის დამცავი თოკის დამაგრება დაავიწყდა. შეცდომა მხოლოდ მისი დაცემის შემდეგ შენიშნეს. ადგილზე მისულმა მაშველებმა ქალი გარდაცვლილად გამოაცხადეს. მის საქმროს, რომელიც ტრაგედიის დროს იქვე იმყოფებოდა, ასევე დასჭირდა სამედიცინო დახმარება.

Continue Reading

ამერიკამ ქვეყნიდან დეპორტირებულები ცენტრალურ აფრიკაში ჩაიყვანა, მათ შორის ქართველებიც არიან – მედია

აშშ-მა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, მსოფლიოს ერთ-ერთ უღარიბეს და ყველაზე პრობლემურ ქვეყანაში, რამდენიმე მიგრანტის დეპორტაცია მოახდინა სადავო შეთანხმების საფუძველზე, რომელიც ვაშინგტონს საშუალებას აძლევს, დეპორტირება გაუკეთოს იმ მიგრანტებს, რომელთა სამშობლოში დაბრუნება შეუძლებელია. ამის შესახებ “დოიჩე ველე” იუწყება. თვითმფრინავში, რომელიც ლუიზიანადან ხუთშაბათს საღამოს აფრინდა, დაახლოებით ორი ათეული მიგრანტი იმყოფებოდა, მათ შორის ირანელი პრო-დემოკრატი აქტივისტი. მისი ადვოკატის თქმით, თვითმფრინავი […]

Continue Reading

დევიდ ბექჰემს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს

დევიდ ბექჰემს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს. ამის შესახებ ინფორმაციას Sport Express ავრცელებს. ცერემონიაზე სპორტსმენის მეუღლე ვიქტორია, შვილები და ოჯახის ახლო მეგობარი, მსახიობი ტომ კრუზი იმყოფებოდნენ. თავად ბექჰემმა აღიარა, რომ ეს ღონისძიება ოცნებას ჰგავდა, რადგან ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ მუშათა კვარტლიდან უბრალო ბიჭი კინოს კუმირებს შორის აღმოჩნდებოდა. თავისი ლეგენდარული კარიერის განმავლობაში, რომელიც 2013 წელს დასრულდა, ინგლისელი […]

Continue Reading