ევროკავშირმა შესაძლოა სომხეთისთვის სავაჭრო წესები შეამსუბუქოს – FT

რუსეთის მიერ იმპორტის აკრძალვის შემდეგ, ევროკავშირმა შესაძლოა სომხეთისთვის სავაჭრო წესები შეამსუბუქოს – წერს FT. გამოცემის თანახმად, ევროკავშირი სომხეთისთვის საგანგებო სავაჭრო დახმარების ზომებს ამზადებს, რათა დაეხმაროს მას რუსეთის მიერ იმპორტის შეზღუდვების კომპენსირებაში, რადგან ბრიუსელი და მოსკოვი კავკასიური რესპუბლიკის მომავალზე გავლენისთვის იბრძვიან. გეგმებთან დაკავშირებული ოთხი წყაროს ცნობით, ევროკომისია ე.წ. ავტონომიურ სავაჭრო ზომებს ამუშავებს, რომლებიც სომხურ სურსათისა და […]

Continue Reading

“დიდი შვიდეულის” ლიდერები უკრაინას ახალ იარაღს დაჰპირდნენ და ტრამპის ირანთან შეთანხმებას მხარი დაუჭირეს – მედია

“დიდი შვიდეულის” ლიდერებმა გეოპოლიტიკის შესახებ კომუნიკე მიიღეს, რომელშიც უკრაინას ახალ იარაღს დაჰპირდნენ და ტრამპის ირანთან შეთანხმებას დაუჭირეს მხარი – წერს BBC. განცხადების თანახმად, უკრაინის პროგრესმა ფრონტზე „ახალი იმპულსი“ შექმნა, რომლის მხარდაჭერასაც დიდი შვიდეულის ლიდერები აპირებენ. 👉ამ მიზნით, უკრაინაში საჰაერო თავდაცვის სისტემების, რაკეტების და შორი მოქმედების იარაღის მიწოდება გაიზრდება. გარდა ამისა, ისინი „მზად არიან განიხილონ კიევისთვის […]

Continue Reading

FBI-მ ტრამპის დაბადების დღეს თეთრ სახლზე დრონებით თავდასხმა ჩაშალა

FBI-მ ტრამპის დაბადების დღეს თეთრ სახლზე დრონებით თავდასხმა ჩაშალა. ამის შესახებ Fox News იუწყება. ასაფეთქებელი ნივთიერებებით აღჭურვილი დრონები, გასულ კვირას, აშშ-ის პრეზიდენტის დაბადების დღეს, თეთრი სახლის გაზონზე UFC-ის ბრძოლის ჩაშლის მიზნით იყო განკუთვნილი. ღონისძიებას ათასობით ადამიანი დაესწრო. „სავარაუდო გეგმა ითვალისწინებდა ასაფეთქებელი ნივთიერებებით აღჭურვილი დრონების გაგზავნას ღონისძიების მახლობლად მდებარე შენობებში, რაც მასობრივ ევაკუაციას გამოიწვევდა და ხალხს […]

Continue Reading

მსოფლიო ჩემპიონატის სკანდალი: ურუგვაის ნაკრები ძაღლებით პირდაპირ გზაზე გაჩხრიკეს

ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა ვიდეოები, სადაც ურუგვაის ნაკრებს ძაღლები ჩხრეკენ მსოფლიო ჩემპიონატზე საუდის არაბეთთან მატჩის წინ. ამერიკის უსაფრთხოების სამსახურებმა გზის პირას ძაღლების გამოყენებით ფეხბურთელების ბარგი და აღჭურვილობა საფუძვლიანად გაჩხრიკეს. ორგანიზატორები ამას აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში ტურნირზე უპრეცედენტო უსაფრთხოების ზომებს მიაწერენ. თუმცა, გულშემატკივრებმა უკვე გააკრიტიკეს FIFA და აშშ და უსაფრთხოების სამსახურების ქმედებებს „სრული სიგიჟე“ უწოდეს, ხოლო ფეხბურთელების […]

Continue Reading

სომხეთი სამხედრო წვრთნებს აშშ-თან, საფრანგეთთან და საბერძნეთთან ერთად ატარებს

სომხეთი შეერთებულ შტატებთან, საფრანგეთთან და საბერძნეთთან ერთად ერთობლივ სამხედრო წვრთნებს უმასპინძლებს. ყოველწლიური სამხედრო წვრთნები „Eagle Partner-2026“ სომხეთში 17-დან 25 ივნისის ჩათვლით გაიმართება. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, წვრთნები საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობისთვის მზადების ნაწილია. წვრთნების გამოცხადებული მიზანია სამშვიდობო მისიებში მონაწილე დანაყოფების ურთიერთქმედების გაძლიერება, გამოცდილების გაცვლა სამეთაურო-კონტროლისა და ტაქტიკური კომუნიკაციების სფეროში და სომხეთის შეიარაღებული ძალების სამშვიდობო დანაყოფის […]

Continue Reading

მსოფლიოს 500 უმდიდრესი ადამიანის ჯამური ქონება 15 ივნისს 336 მილიარდი დოლარით გაიზარდა – Bloomberg

Bloomberg-ის ცნობით, მსოფლიოს 500 უმდიდრესი ადამიანის ჯამური ქონება 15 ივნისს 336 მილიარდი დოლარით გაიზარდა. სააგენტოს ცნობით, ეს ყველაზე დიდი ერთდღიანი ზრდაა. მათი ჯამური ქონება რეკორდულ 13.3 ტრილიონ დოლარს მიაღწია. მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ქონება გაიზარდა აშშ-ირანის სამშვიდობო შეთანხმების შესახებ ახალი ამბების გამო, საფონდო ინდექსების ზრდის წყალობით. რეიტინგის სათავეში მოხვდნენ: 🔸 Tesla-სა და SpaceX-ის მფლობელი ილონ მასკი […]

Continue Reading

დონალდ ტრამპი გეგმავს, ახლა უკვე რუსეთ-უკრაინის ომით დაკავდეს – “ვნახოთ, შევძლებ თუ არა ამის მოგვარებას”

ამერიკის პრეზიდენტმა დონალ ტრამპმა განაცხადა, რომ ახლა უკვე რუსეთსა და უკრაინას შორის ომზე „ფოკუსირებას“ გეგმავს. აშშ-ის პრეზიდენტმა ეს განცხადება “დიდი შვიდეულის” სამიტზე საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან შეხვედრის დროს გააკეთა. მან თქვა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ვლადიმერ პუტინთან „ძალიან კარგი საუბარი“ ჰქონდა. „და მე ვხედავ, რომ შესაძლოა, იქ რაღაცის გაკეთება შევძლოთ. ნამდვილად ასეა. ვფიქრობ, ორივე მათგანი […]

Continue Reading

ირანმა 60 დღით გააუქმა ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი

ირანმა 60 დღით გააუქმა ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი. თეირანმა ეს გადაწყვეტილება შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების ფონზე გამოაცხადა. ამ პერიოდის განმავლობაში, კომერციულ გემებს შეეძლებათ ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო გადასვლის სერვისებით სარგებლობა დამატებითი საფასურის გარეშე. გაუქმების ვადის ამოწურვის შემდეგ, ირანის ხელისუფლება გეგმავს ფასიანი სერვისების დანერგვას უსაფრთხოების, ნავიგაციის, ეკოლოგიისა და დაზღვევის სფეროებში. მხარეები 19 ივნისს ჟენევაში შეთანხმების ხელმოწერისთვის ემზადებიან. ირანის […]

Continue Reading

პუტინმა ტრამპს 80 წლის იუბილე მიულოცა და ზელენსკისთან მოსკოვში შეხვედრის მზადყოფნა დაუდასტურა

ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპს ტელეფონით 80 წლის იუბილე მიულოცა. აშშ-ის პრეზიდენტი აღფრთოვანებული დარჩა და აღნიშნა, რომ რუსეთის ლიდერი პირველი სახელმწიფოს მეთაური იყო, რომელმაც დღეს თეთრ სახლში დარეკა. საუბრის დროს ტრამპმა გამოთქვა მზადყოფნა, გავლენა მოახდინოს კიევსა და აშშ-ის ევროპელ პარტნიორებზე უკრაინაში არსებული ვითარების მოსაგვარებლად და მხარი დაუჭირა საომარი მოქმედებების დასრულებას. ვლადიმერ პუტინმა დაადასტურა მზადყოფნა, მოსკოვში შეხვდეს […]

Continue Reading

რუსებმა კიევ-პეჩორის ლავრა დაბომბეს

რუსებმა უკრაინის ყველაზე მნიშვნელოვანი რელიგიური და კულტურული ძეგლი, კიევ-პეჩორის ლავრა დაბომბეს – ოკუპანტებმა ლავრის მიძინების ტაძარზე იერიში ბალისტიკური რაკეტებით მიიტანეს. “ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთი უწმინდესი ადგილის – კიევ-პეჩერის ლავრის მიძინების ტაძრის – სახურავი იწვის.” – დაწერა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა, მიტროპოლიტმა ეპიფანემ X-ზე. რუსეთის იერიშის შემდეგ ეპისკოპოსმა აბრაამმა დაწერა, რომ მიმდინარეობს უძველესი ხატების, ანტიმინსიისა და სხვა […]

Continue Reading