მძევლად აყვანილი მაღაზიის მოლარე ამ დროისთვის თავისუფალია

ბერლინის პოლიციამ გაანეიტრალა მამაკაცი, რომელმაც სუპერმარკეტის მოლარე მძევლად აიყვანა, იტყობინება სააგენტო DPA, პოლიციაზე დაყრდნობით. კაცმა ქალი მძევლად 10 ივლისის საღამოს აიყვანა. სუპერმარკეტი მდებარეობს ჰილდბურგჰაუზერ შტრასეზე, მარიენფელდეს რაიონში. მძევალი ამ დროისთვის უკვე თავისუფალი. არსებული ინფორმაციით, ქალი შოკურ მდგომარეობაშია და სამედიცინო დახმარებას იღებს. პოლიციის თანამშრომელმა სააგენტოს განუცხადა, რომ თავდამსხმელმა სამართალდამცავებთან მოლაპარაკებების დროს სხვადასხვა მოთხოვნა წამოაყენა. თუმცა, პოლიციას […]

Continue Reading

თურქეთი სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის კიევში საგარეო საქმეთა მინისტრს აგზავნის

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფიდანმა TRT Haber-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ პრეზიდენტ ერდოღანის თხოვნით მალე კიევს ეწვევა, რათა რუსეთ-უკრაინის ომის მოსაგვარებლად მოლაპარაკებებს ახალი იმპულსი მისცეს. მან განაცხადა, რომ ვიზიტი მოსკოვში ბოლო დროს გამართული კონტაქტების შემდეგ გაიმართება და მისი მიზანი მოლაპარაკების პროცესის განახლებაა. ფიდანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ანკარა ყველა მხარესთან დიალოგის შენარჩუნებას აგრძელებს და მდგრადი ცეცხლის შეწყვეტის […]

Continue Reading

ესპანეთში ტყის ხანძარს 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა – VIDEO

ესპანეთის ალმერიის პროვინციაში 9 ივლისს გაჩენილ ტყის ხანძარს სულ მცირე 12 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ანდალუსიის ავტონომიური საზოგადოების ხელისუფლებაზე დაყრდნობით გაზეთი El País იტყობინება. გაზეთის ცნობით, ელექტროსადენი გზატკეცილთან ახლოს ჩამოვარდა, რამაც, სავარაუდოდ, ხანძარი გამოიწვია. ხანძარი მალევე გავრცელდა ახლომდებარე ტყეზე. ხანძრის ჩაქრობაზე, დაახლოებით, 300 ადამიანი მუშაობს, მათ შორის საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები და სამხედრო საგანგებო სიტუაციების […]

Continue Reading

ისრაელმა აშშ-ს განუცხადა, რომ ირანმა ტრამპის მკვლელობის ახალი გეგმა მოამზადა

ისრაელის ხელისუფლებამ ამერიკის შეერთებულ შტატებს მიაწოდა სადაზვერვო ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ირანმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ მკვლელობის ახალი გეგმა შეიმუშავა. საყურადღებოა, რომ ეს მონაცემები ოფიციალურმა პირებმა გამოცემა Wall Street Journal-ს უკვე დაუდასტურეს. მათი განმარტებით, ახლად გაჩენილი საფრთხე ვაშინგტონსა და თეირანს შორის არსებულ დაძაბულობას კიდევ უფრო გაამწვავებს. აღსანიშნავია, რომ ტრამპის შესაძლო ლიკვიდაციის საკითხზე ინფორმაცია ორი დამოუკიდებელი წყაროსაგან […]

Continue Reading

გერმანიაში მაღალი ტემპერატურის გამო, სულ მცირე, 5 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

გერმანიაში მაღალი ტემპერატურის გამო, სულ მცირე, 5 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს. მედიის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 4 000-ზე მეტი ადამიანი 75 წლის ან უფროსი ასაკის იყო. 27-28 ივნისის სიცხის ტალღის დროს, მხოლოდ დასავლეთ გერმანიის ქალაქ კიოლნში 120 ადამიანი დაიღუპა. ამასთან, გერმანიის „მწვანეთა“ პარტია კი, კანცლერ ფრიდრიხ მერცს არასათანადო ზომების მიღებაში ადანაშაულებს. „როიტერის“ ინფორმაციით, […]

Continue Reading

ერდოღანმა ნატოს სამიტის მონაწილეებს პისტოლეტები უსახსოვრა, ნაცვლად ბლოკნოტებისა და კალმებისა – POLITICO

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ თაიპ ერდოღანმა ნატოს სამიტზე ევროკავშირის ლიდერებს საბრძოლო ვაზნებით სავსე პისტოლეტები გადასცა, იუწყება Politico. გამოსამშვიდობებელი საჩუქრის სახით, თურქეთის პრეზიდენტმა ევროპის საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტას და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს არა კალმები და ბლოკნოტები, არამედ საბრძოლო ვაზნებით სავსე გრავირებული პისტოლეტები გადასცა. კოშტას იარაღი დაცვის სამსახურმა დაუყოვნებლივ ჩამოართვა შესამოწმებლად. Politico-ს ცნობით, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა […]

Continue Reading

ტრამპი: გარკვეული ინტერესი გვაქვს უკრაინის მიმართ, რადგან იქ გვაქვს მიწა, ასევე სასარგებლო წიაღისეული – ეს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქვეყანაა, იშვიათი ლითონების მარაგით

უკრაინას უზარმაზარი პოტენციალი აქვს და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მისი ომის შემდეგ აღდგენა შეეძლება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ანკარაში, ნატოს სამიტის ფარგლებში უკრაინის ლიდერთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „მე ნამდვილად ვგრძნობ, რომ პრეზიდენტ ზელენსკის ამ ქვეყნის აღდგენაზე გადასვლა სურს და არა მთელ ამ სიკვდილიანობასა და ნგრევაზე. უკრაინას უზარმაზარი პოტენციალი აქვს. ის ამას ხვდება. ჩვენ […]

Continue Reading

ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია, მათთან საქმის დაჭერა აღარ მსურს – ისინი არიან ბოროტი და ავადმყოფი ადამიანები – ტრამპი

ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ანკარაში, ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან შეხვედრაზე განაცხადა. კითხვაზე, ღამით აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ განხორციელებული დარტყმების შემდეგ, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულდა თუ არა, ტრამპმა უპასუხა, რომ მას ირანთან საქმის დაჭერა აღარ სურს. „ეს საინტერესო შეკითხვაა. ვფიქრობ, ის დასრულდა. მათთან საქმის დაჭერა აღარ მსურს. ჩემი […]

Continue Reading

ინტენსიური სიცხის ტალღის გამო, ევროპას უფრო მომაკვდინებელი კვირები შესაძლოა ელოდეს – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ სამშაბათს განაცხადა, რომ ატლანტის ოკეანეში ფორმირებადი ახალი, ინტენსიური სიცხის ტალღის გამო, ევროპას უფრო მომაკვდინებელი კვირები შესაძლოა ელოდეს. უახლოეს დღეებში პორტუგალიასა და ესპანეთის სამხრეთ ნაწილში ტემპერატურამ შესაძლოა 43°C-ს მიაღწიოს. ორშაბათს კლუგემ რეგიონის 41 ქვეყნის, ევროკომისიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან საგანგებო შეხვედრა გამართა, რათა ივნისის სიცხის ტალღიდან მიღებული გაკვეთილები და […]

Continue Reading

თურქეთში ავტობუსი გადაბრუნდა, რის შედეგადაც 41 ადამიანი დაშავდა – VIDEO

თურქეთის ქალაქ კირიკალეში ავტობუსმა კონტროლი დაკარგა და გადაბრუნდა, რის შედეგადაც 41 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება. დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მათგან სამი მძიმე მდგომარეობაშია. ავარიის შემდეგ ავტობუსის მძღოლი დააკავეს. მიმდინარეობს გამოძიება. VIDEO გამოიწერეთ ჩვენი ფეისბუქგვერდი

Continue Reading