მეწყერი ადიგენში – დაზიანებულია სახლები და ავტომანქანები

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ გომაროში მეწყერი ჩამოწვა. სტიქიამ საცხოვრებელი სახლები და ავტომობილები დააზიანა. როგორც ადგილობრივები წერენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ინფორმაციასა და კადრებს ადგილობრივი მედია TOK2Region ავრცელებს.  გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

მე დავისაჯო კი ბატონო, მაგრამ რამენაირად მოვახერხოთ, ამ მართლა აგენტების ასეთი ანტიქართული მოქმედებები არ გავატაროთ – იუმორისტის ცემის ბრალდებით დაკავებული

ე.წ. იუმორისტი და მისი მსგავსი ადამიანები სწორედ ის ხალხია, რომლებიც წლებია ყველაზე საზიზღარი მეთოდებით ცდილობენ, რომ ხალხს დაუკარგონ თავისი ისტორიის, კულტურისა და ყველაფერი ქართულის პატივისცემა – დარწმუნებული ვარ ამაში ფულს უხდიან და ესენიც ყველაფერს კადრულობენ, – ამის შესახებ იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს ცემის ბრალდებით დაკავებულ ნიკო ხურცილავას წერილშია ნათქვამი, რომელიც დროებითი მოთავსების იზოლატორიდან ადვოკატ შოთა მირველაშვილს გამოატანა. […]

Continue Reading

ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება – როდის იცვლება ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 23 ივლისის საღამოს საათებიდან 24 ივლისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა. მათივე ინფორმაციით, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონების ტერიტორიაზე ზოგან ძლიერი. ამასთან, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. „მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, […]

Continue Reading

გაფრთხილება – ინფექციების პრევენციისთვის ფუნდამენტურია პირადი ჰიგიენა

ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს. ცენტრის ინფორმაციით, ზაფხულის პერიოდში მატულობს ნაწლავთა ინფექციები და საკვებით მოშხამვების რაოდენობა და სულ რამდენიმე წესის დაცვა აუცილებელია, ესენია: პროდუქტების შენახვა, სწორი გამოყენება, სწორად მომზადება და სუფთა ხელები. „პროდუქტების სწორი შენახვა გულისხმობს უმი და მზა საკვების განცალკევებით განთავსებას, მზა საკვები ოთახის ტემპერატურაზე არ […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 23 ივლისს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, დღის ბოლოს ზოგან შესაძლებელია ძლიერი და სეტყვა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ზომიერი ქარი. სოხუმი: დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +32°;ბათუმი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +33°;ქობულეთი: […]

Continue Reading

23 ივლისის საეკლესიო კალენდარი

23 ივლისს ორმოცდახუთთა მოწამეთა, ნიკოპოლისს წამებულთა: ლეონტისა, მავრიკიოსისა, დანიელისა, ანტონისა, ალექსანდრესი, იანიკიტესი, სისინიოსისა, მენევსისა, ბირილადესი და სხვათა, ასევე მოწამე აპოლონის, მოწამეთა:ვიანორეს და სილუანეს ხსენების დღე აღნიშნავს. წმიდა ორმოცდახუთი მოწამე სომხეთის ქალაქ ნიკოპოლში ეწამა კონსტანტინე დიდის თანამმართველის, იმპერატორ ლიკინიუსის (307-324) ზეობისას. ლიკინიუსი სასტიკად დევნიდა ქრისტიანებს. მან თავის, აღმოსავლეთის ოლქში გამოსცა კანონი, რომელიც წამებით სიკვდილს უქადდა ყველას, […]

Continue Reading

შენ ხომ ის ხარ, ნოდარ დუმბაძეს რომ აგინეო და დაუწყეს ცემა – ოქრიაშვილის მეუღლე ინციდენტის დეტალებზე

გააჩერა ქუჩაში სამმა ბიჭმა, შენ ხომ ის ხარ, ნოდარ დუმბაძეს რომ აგინაო და დაუწყეს ცემა, – ამის შესახებ იუმორისტ ონისე ოქრიაშვილის მეუღლემ განაცხადა, რომელსაც საკუთარ სახლთან თავს დაესხნენ. მისივე თქმით, აღნიშნული ინციდენტი უკავშირდება იმას, რომ ონისე არის კრიტიკული ადამიანი და არის პროტესტის აქტიური მონაწილე. „ყვირილის ხმა გავიგე და იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო დღეებია ასეთი ამბავია, დავურეკე […]

Continue Reading

მუხიანში, სკვერში მილის დაზიანების შედეგად, წყლის ჭავლი მე-9 სართულამდე აღწევს – VIDEO

მუხიანში, ნონეშვილის ქუჩაზე წყლის მილი გასკდა. ამის შესახებ “პრესექსპრესს” ფოტო და ვიდეო მასალა ადგილიდან თვითმხილველებმა მოაწოდეს. მათივე ცნობით, სკვერში წყლის მილი მაშინ გასკდა, როდესაც ადგილზე მძიმე ტექნიკა მუშაობდა. წყლის ჭავლი მე-9 სართულის სიმაღლემდე აღწევს. VIDEO გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

იტალიაში დიდი ხნის წინ დაკარგული ქართველი ემიგრანტი იპოვეს – ვინ არის თელაველი ქალი, რომელიც რთულ მდგომარეობაშია

იტალიის ქალაქ ნეაპოლში მცხოვრები, დაკარგულად მიჩნეული თელაველი ევა ამირანაშვილი ქართველი ემიგრანტების დახმარებით იპოვეს. ემიგრანტების ჯგუფში გავრცელებული ინფორმაციით, ევას მოძებნის თხოვნით, ქართველებს მისმა მეუღლემ მიმართა. მათი ცნობით, ქალი მძიმე მდგომარეობაში იმყოფება – არ აქვს სამსახური, ტელეფონი და საცხოვრებელი ადგილი. ემიგრანტები წერდნენ, რომ ქალს საქართველოში დაბრუნებაში დახმარება სჭირდებოდა და მის დასახმარებლად თანხის შეგროვებას გეგმავდნენ. ამჯერად კი მარი […]

Continue Reading

კვლევა: შაქრის შემცვლელები ტვინის დაბერებას აჩქარებს

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ შაქრის შემცვლელების მოხმარებას ორგანიზმზე შესაძლოა უარყოფითი გავლენა ჰქონდეს და დაბერება დააჩქაროს. ჟურნალში Science Daily გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, ბრაზილიაში, სან-პაულუს უნივერსიტეტის მკვლევართა მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ შაქრის ზოგიერთმა ფართოდ ცნობილმა შემცვლელმა დროთა განმავლობაში შესაძლოა მეხსიერებისა და კოგნიტური ფუნქციების გაუარესების დაჩქარებას შეუწყოს ხელი. მასში თითქმის 13 ათასმა ზრდასრულმა მიიღო მონაწილეობა. მონაწილეთა საშუალო ასაკი 52 წელი […]

Continue Reading