„საქსტატი“ – მოსახლეობის 82% მართლმადიდებელი ქრისტიანია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დირექტორის, გოგიტა თოდრაძის ინფორმაციით, მოსახლეობის 82% ანუ 3 223 მლნ კაცი მართლმადიდებელი ქრისტიანია. ამის შესახებ გოგიტა თოდრაძემ განაცხადა. „მოსახლეობის 82% ანუ 3 223 მლნ კაცი მართლმადიდებელი ქრისტიანია, რომელთა რაოდენობაც გასული 10 წლის განმავლობაში, გაიზარდა 4.1%-ით ანუ 126 ათასი კაცით. ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები მუსლიმი მოსახლეობის წილი 11.1%-ს შეადგენს. სომხური სამოციქულო ეკლესიის 2.6%, […]

Continue Reading

პატრიარქი აბიტურიენტებს 28 ივნისს დალოცავს

28 ივნისს, წმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III აბიტურიენტებს დალოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს. ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება. “2026 წლის 28 ივნისს, წირვის დასრულების შემდეგ, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა […]

Continue Reading

ქართველი ბიზნესმენი, “აჭარა ჯგუფის” დამფუძნებელი 56 წლის ასაკში გარდაიცვალა – რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი

ბიზნესმენი თემურ უგულავა 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ოჯახის წევრები და ახლობლები ადასტურებენ. ბიზნესმენი ბოლო პერიოდის განმავლობაში ფილტვის სიმსივნის მძიმე ფორმას ებრძოდა. არსებული ინფორმაციით, ის ამერიკის შეერთებულ შტატებში გარდაიცვალა. თემურ უგულავამ ბიზნესი 1998 წლიდან დაიწყო. თავდაპირველად ის ტოტალიზატორსა და ონლაინკაზინო „აჭარაბეთს“ მართავდა. მის სახელთან არის დაკავშირებული საქართველოში “ჰოლიდეი ინნის” შემოყვანა. შემდეგ კი მის მიერ დაფუძნებული […]

Continue Reading

22 ივნისის ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 22 ივნისს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნებაშავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შემომავალი შედარებით გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი. თბილისი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ზომიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +29°; სოხუმი: ხანმოკლე […]

Continue Reading

22 ივნისის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 22 ივნისს ღირს იოანე შავთელ-გაენათელის, წმიდა კირილე ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსის, წმიდა მოწამეთა თეკლეს, მართას და მარიამის სპარსეთში წამებულთა ხსენების დღეს აღნიშნავს. ღირსი იოანე შავთელ-გაენათელი ღირსი იოანე შავთელ-გაენათელი (XIII) – „კაცი ყოვლად განთქმული და საკვირველი მოღვაწებათა შინა და ლექსთა გამომთქმელი“ მოღვაწეობდა თამარ მეფის დროს. ის მისი ეპოქის ერთ-ერთი უდიდესი პოეტი, ფილოსოფოსი და ცნობილი მქადაგებელი […]

Continue Reading

„დიდუბის“ ლიანდაგში ჩავარდნილი ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა

მგზავრი, რომელიც დიდუბის მეტროში, ლიანდაგში ჩავარდა, გარდაიცვალა აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყებაში აცხადებენ, რომ გარდაცვლილია ახალგაზრდა ქალი. უცნობია, რა ვითარებაში მოხდა შემთხვევა. ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ მეტროსადგურ „დიდუბეში” ლიანდაგებში მგზავრი ჩავარდა, რის გამოც ახმეტელიდან „სადგურის მოედნის” მიმართულებით მატარებლის მოძრაობა შეიზღუდა.

Continue Reading

მეტროსადგურ „დიდუბის” ლიანდაგში მგზავრი ჩავარდა

მეტროსადგურ „დიდუბის” ლიანდაგში მგზავრი ჩავარდა როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, ახმეტელი-სადგურის მოედნის მონაკვთზე მატარებლის მოძრაობა შეჩერებულია. კომპანიის ცნობით, მეტრო მგზავრებს მხოლოდ სადგური-ვარკეთილის მონაკვეთში ემსახურება. მგზავრის მდგომარეობის და მომხდარის დამატებითი დეტალების შესახებ ამ დროისთვის არაფერია ცნობილი.

Continue Reading

ასეთი არასწორი დამოკიდებულებით, როგორც ახლა ვიტყოდით, „პრიორიტეტებით“, ვცოდავთ და ღმერთს ვშორდებით – პატრიარქის ქადაგება

შეგვეწიოს უფალი, რომ პირველად ვეძებდეთ ღვთის სასუფეველს და მის სიმართლეს. მაშინ… მოგვეცემა მშვიდობა ღმერთთან და ადამიანებთან, მოგვეცემა სიმართლე და საღვთო ჭეშმარიტება, – ამის შესახებ უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ ქადაგებისას განაცხადა. პატრიარქის თქმით, სადაც არის მშვიდობა და სიმართლე, იქ არის აუცილებლად სიხარული სულიწმინდაში. შიო III […]

Continue Reading

30 წლის ქართველი კაცი, რომელიც დედასთან ერთად ემიგრაციაში იმყოფებოდა, გარდაცვლილი იპოვეს – ვინ არის დაღუპული ახალგაზრდა?

ესპანეთში საქართველოს მოქალაქე, მამუკა ჭინჭარაული გარდაცვლილი ნახეს 30 წლის კაცი რამდენიმე წელია ემიგრაციაში, დედასთან ერთად იმყოფება. ის წარმოშობით, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ხირსადან არის. როგორც ადგილობრივებმა გამოცემას „მთავარი ამბები კახეთიდან“ უთხრეს, გარდაცვლილს საცხოვრებელ სახლში მიაკვლიეს. ცხედარს სამშობლოში 21 ივნისს გადმოასვენებენ, 25 ივნისს კი საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ. “რეზონანსი”

Continue Reading

21-23 ივნისის ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 21 ივნისს მოსალოდნელი ამინდი ასეთია: დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით და დღის მეორე ნახევრიდან უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, დღისით ზოგან შესაძლებელია ძლიერი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ზოგან შესაძლებელია ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +16, +21°, დღისით +22, +27°; მთაში ღამით +14, +19°, დღისით +20, +25°; მაღალმთაში ღამით +6, +11°, […]

Continue Reading

21 ივნისის საეკლესიო კალენდარი

21 ივნისს მართლმადიდებელი ეკლესია შემდეგ წმინდანებსს მოიხსენიებს: ღირსი ეფრემ, ანტიოქიის პატრიარქი, ღირსი ზოსიმე ფინიკიელი, წმიდა დიდი მოწამე თეოდორე სტრატილატი, ღირსი ნავკრატიუსი, ღირსი მელანია, ღირსი აფრე, წმიდა მოწამე თევდორე მღვდელი. წმიდა მოწამე თევდორე მღვდელი (კველთელი) (+1609) წმიდა მოწამე თევდორე მღვდელი (კველთელი) XVII საუკუნის დასაწყისში მოღვაწეობდა. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც ირანი და ოსმალეთი ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ იყვნენ […]

Continue Reading

“აქ არის ძალიან დიდი კორუფციული ეჭვი”… სკოლის ფორმებს ჩინეთში შეკერავენ – რა კითხვები ჩნდება

საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის სავალდებულო სასკოლო ფორმების შესაძენად სახელმწიფო მილიონობით ლარს დახარჯავს. პროექტის ფარგლებში ფორმების დამზადება დაევალა კომპანიას, რომელიც წარმოებას ჩინეთში ახორციელებს. როგორც გაირკვა, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება გამარტივებული წესით გაფორმდა. პროცესი დაჩქარებულ რეჟიმში მიმდინარეობს, რადგან ახალი რეგულაციის თანახმად, მომავალი სასწავლო წლიდან მოსწავლეები სკოლაში ერთიანი ფორმით უნდა გამოცხადდნენ. გადაწყვეტილებას კითხვები მოჰყვა კორუფციისა და სახელმწიფო შესყიდვების საკითხებზე […]

Continue Reading

ბათუმში ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა

ბათუმში ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ ზურაბ პატარაძემ განაცხადა, რომ ბათუმი არის სრულად მზად საზაფხულო ტურისტული სეზონისთვის განახლებული ინფრასტრუქტურით, ახალი ტურისტული პროდუქტებით, განახლებული სერვისებით, შესაძლებლობებით და განსაკუთრებული სტუმართმასპინძლობით. “ეს არის ჩვენი ქვეყნისა და ხელისუფლების პრაგმატული პოლიტიკა, რომელიც დაფუძნებულია ქვეყნის სიძლიერეზე, უსაფრთხოებაზე, წარმატებასა და ხვალინდელ დღეზე. ამ კონტექსტში განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო საქართველოს […]

Continue Reading

დამატებითი საპოლიციო და სამაშველო ძალები უკვე მობილიზებულია – რას აცხადებს შს მინისტრი

ბათუმში შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტურისტული სეზონის გახსნისადმი მიძღვნილი ოფიციალური ღონისძიება გამართა. ღონისძიების დამსწრეებს შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ სიტყვით მიმართეს. სულხან თამაზაშვილმა განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ტურისტულ სეზონს აჭარაში  სრული მზადყოფნით ხვდება. „აჭარაში შინაგან საქმეთა სამინისტრო ტურისტულ სეზონს ხვდება სრული მზადყოფნით. რეგიონში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 20 ივნისს

დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება.უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი. დასავლეთის ქარი10-15 მ/წმ, დღისით ზოგან შესაძლებელია ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +15, +20°, დღისით +23, +28°; მთაში ღამით +12, +17°, დღისით +21, +26°; მაღალ მთაში ღამით +7, +12°, დღისით +17, +22°. აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით და დღის მეორე ნახევრიდან უმეტეს […]

Continue Reading

20 ივნისის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 20 ივნისს წმიდა მოწამე თეოდოტე ანკვირელის, მღვდელმოწამე მარკელის და მასთან ერთად მოწამეთა და დედათა: პრისკილას, ლუკინას და არტემიას, ასევე წმიდა მოწამეთა თეკლეს, მართას და მარიამის ხსენების დღეს აღნიშნავს. თეოდოტე ანკვირელი წმიდა მოწამე თეოდოტე ანკვირელი გალატიის ანკვირიაში ცხოვრობდა III საუკუნეში, ის გამოირჩეოდა საოცარი სიკეთითა და გულმოწყალებით, თანაუგრძნობდა დიოკლეტიანეს (284-305) მიერ დევნილ ქრისტიანებს, საკუთარ […]

Continue Reading

უმუშევრობა, სიღარიბე, დაბალი პენსიები და ხელფასები – კიდევ რა მწვავე პრობლემა აწუხებთ საქართველოში

EU NEIGHBOURS EAST პროგრამის საზოგადოებრივი აზრის ყოველწლიური კვლევის 2026 წლის შედეგებით, მოსახლეობა ძირითად გამოწვევებს შორის უმუშევრობას, სიღარიბეს და დაბალ ხელფასებს/პენსიებს ასახელებს. კვლევა 2026 წლის იანვარ-თებერვალში მთელი ქვეყნის მასშტაბით შერჩეულ 1 000-ზე მეტ რესპონდენტთან პირისპირ ინტერვიუების საშუალებით ჩატარდა. კითხვაზე, რა მიგაჩნიათ საქართველოს წინაშე მდგარ ყველაზე მწვავე პრობლემებად, პასუხები ასეთია:

Continue Reading

სიჩქარის გადაჭარბების შესახებ ახალი ცვლილებები მზადდება – რა იცვლება კანონმდებლობაში

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ წარადგინა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც სიჩქარის გადაჭარბებისთვის დადგენილ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევა. როგორც კირცხალიამ განაცხადა, ცვლილებები პრემიერ-მინისტრთან, სახელმწიფო მინისტრსა და შინაგან საქმეთა მინისტრთან კონსულტაციის საფუძველზე მომზადდა. „მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის 15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ-ით გადაჭარბება ისჯება ჯარიმით 100 ლარის […]

Continue Reading

13 ივნისს მდინარეში ჩავარდნილი მოზარდი, რომელიც უგონო მდგომარეობაში ამოიყვანეს, გარდაიცვალა

გარდაიცვალა მოზარდი, რომელიც 13 ივნისს მდინარეში ჩავარდა და დინებამ გაიტაცა. მოზარდი წყლიდან უგონო მდგომარეობაში ამოიყვანეს. მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო. სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ გოგონა თურქეთში გადაიყვანეს. თუმცა, გადარჩენა ვერ მოხერხდა. ბლოგერი შოთო სიხარულიძე წერს, რომ ლილეს მშობლებმა შვილის გადასარჩენად ყველაფერი გააკეთეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. “რეზონანსი”

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 19 ივნისს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 19 ივნისს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ზომიერი ქარი. დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება.ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +16, +21°, დღისით +24, +29°; […]

Continue Reading

19 ივნისის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია 19 ივნისს ღირსი ბესარიონ საკვირველთმოქმედის, ღირსი ილარიონ ახლისა ; ღირსთა ქალწულმოწამეთა: არქელაიასი, თეკლასი და სოსანასი ხსენების დღეს აღნიშნავს. ღირსი ბესარიონ საკვირველთმოქმედი, მეგვიპტელი (IV-V) ღირსი ბესარიონ საკვირველთმოქმედი, მეგვიპტელი (IV-V) ახალგაზრდობაში მოინათლა, რის შემდეგაც ძალიან თავშეკავებულად ცხოვრობდა. საღვთო შურით აღძრულმა მამამ იერუსალიმის წმიდა ადგილები მოილოცა. იორდანის უდაბნოში ღირს გერასიმეს (ხს. 4 მარტს) ეწვია, მოინახულა […]

Continue Reading

ილია თოფურია 180 დღე ოქტაგონზე ვერ გავა

UFC Freedom 250-ის შემდეგ, მსუბუქი წონის ყოფილი და ქვემსუბუქი წონის მოქმედი ჩემპიონი, ილია თოფურია, 180 დღე ოქტაგონზე ვერ გავა. კალიფორნიის ათლეტური კომისიის (CSAC) გადაწყვეტილებით, სამედიცინო მიზნების გამო თოფურია 180-დღიანი შეეზღუდა ოქტაგონზე გასვლა. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც თოფურიას ორბიტალური ძვლის ორმაგი მოტეხილობა დაუდგინდა. ცნობისთვის, 17 მატჩიანი წაუგებელი სერიის შემდეგ მან 15 ივნისს კარიერაში პირველი მარცხი – ტექნიკური ნოკაუტით […]

Continue Reading

ურეკ­ში ზღვის დი­ნე­ბამ 4 ადა­მი­ა­ნი წა­ი­ღო – ერთი ადამიანი გარდაიცვალა

ურეკ­ში ზღვის დი­ნე­ბამ 4 ადა­მი­ა­ნი წა­ი­ღო, მაშ­ვე­ლებ­მა ოთხი­ვე მათ­გა­ნი წყლი­დან ამო­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა ერ­თის გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა. კერ­ძოდ, ერთ-ერთი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი კრი­ტი­კულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო და მას ად­გილ­ზე სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­და დახ­მა­რე­ბას უწევ­და, მაგ­რამ მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა. “გუ­რი­ის მო­ამ­ბის” ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლი­ლი და­ახ­ლო­ე­ბით 30 წლის მა­მა­კა­ცია, პირ­ვე­ლა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის სომ­ხე­თის მო­ქა­ლა­ქეა და­ნარ­ჩე­ნი სა­მის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ დე­ტა­ლე­ბი […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 18 ივნისს

18 ივნისს ქუთაისში ხანმოკლე წვიმას ვარაუდობენ, დღისით +33 და ღამით +19 გრადუსი დაფიქსირდება. ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი ოზურგეთშიც. დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. ბათუმშიც ნალექია მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +33 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი ამინდია ფოთში. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც წვიმის ალბათობაა, დღისით […]

Continue Reading

18 ივნისის საეკლესიო კალენდარი

18 ივნისს მღვდელმოწამე დოროთეს, ტვირელი ეპისკოპოსის, მოწამეთა: მარკიანესი, ნიკანდროსი, იპერექისა, აპოლონისა, ლეონიდესი, არიოსისა, გორგიოსისა, სელინიიოსისა, ერინეოსისა, პამბონესი, ღირსი დოროთეს, სერიდის სავანის მკვიდრის ხსენების დღეს აღინიშნება მღვდელმოწამე დოროთე წმიდა მღვდელმოწამე დოროთე (+დაახლ. 362) ტვირის ეპისკოპოსი იყო იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) დროს. მან დატოვა ტვირი და განერიდა მტარვალებს. ხოლო კონსტანტინე დიდის მეფობისას ის დაუბრუნდა თავის საეპისკოპოსო კათედრას და […]

Continue Reading

ბათუმის კლინიკაში გარდაცვლილი არასრულწლოვნის ოჯახი ამბობს, რომ მუქარის შემცველ შეტყობინებებს იღებს

ბათუმის კლინიკაში გარდაცვლილი არასრულწლოვნის ოჯახის წევრები და მეგობრები აცხადებენ, რომ სოციალურ ქსელში მუქარის შემცველ შეტყობინებებს იღებენ. მათი თქმით, უცნობი პირები ლუკა ჩხიკვიშვილის გარდაცვალების საქმეზე საჯარო საუბრის შეწყვეტას ითხოვენ და პასუხისმგებლობით ემუქრებიან. ოჯახი გამოძიებას, ბავშვის სიკვდილში დამნაშავეების გამოვლენასა და დასჯას სთხოვს. “პიროვნება არის გიორგი ლომია, უბრალოდ, ფეიქი გვერდი აქვს, როგორც ჩანს, გაკეთებული, იმიტომ, რომ მალევე წაშალა. მოკლედ, მუქარის […]

Continue Reading

წარმატებული მაგისტრანტების სტიპენდია 562,5 ლარი აღარ იქნება – რა ცვლილება შედის დაფინანსების პროგრამაში

თბილისის მერიის „სტუდენტთა სწავლის დაფინანსების პროგრამაში“ ცვლილებები შედის. თბილისის მერის კახა კალაძის ინფორმაციით, წარმატებული მაგისტრანტების სტიპენდია სემესტრულად 562,5 ლარის ნაცვლად, 1 000 ლარი გახდება. ასევე, ამოქმედდება ახალი პროგრამა სახელწოდებით – „ახალგაზრდა მეცნიერები თბილისისთვის“. „სტუდენტთა სწავლის დაფინანსების პროგრამაში“ ცვლილებები მიმდინარე წლის შემოდგომის სემესტრიდან ამოქმედდება. „პროგრამის ფარგლებში, კვლევითი გრანტებით დავაფინანსებთ იმ ახალგაზრდა მკვლევრებს, რომლებიც დედაქალაქის გამოწვევების გადაჭრასა […]

Continue Reading

A კატეგორიის ტაქსის უვადო ნებართვა გაგიუქმდებათ და აღდგენას აღარ დაექვემდებარება… რა განაცხადა კახა კალაძემ

დედაქალაქის მერი კახა კალაძე A კატეგორიის ტაქსის უვადო ნებართვის მფლობელებს მოუწოდებს, დავალიანება დროულად დაფარონ. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, თუ დავალიანება დროულად არ დაიფარება, აღნიშნული ლიცენზიის მფლობელებს ნებართვა გაუუქმდებათ, რაც აღდგენას აღარ დაექვემდებარება. „ჩვენ „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, A კატეგორიის ტაქსის უვადო ნებართვების მფლობელები ჯარიმებისგან გავათავისუფლეთ. მიუხედავად ამისა, 1 000-ზე მეტი ნებართვის მფლობელის […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 17 ივნისს

დღევანდელი დღის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით: სოხუმი – +27 მზე ზუგდიდი – + 28 მზე მესტია – + 18 მზე ფოთი – +25 მზე, ბათუმი – +24 მზე, ოზურგეთი – +24  მზე, ქუთაისი – +29 მზე, ბორჯომი – +24 მზე, ახალციხე – + 24 მზე გუდაური – +14 წვიმა ცხინვალი -+ 24 მზე გორი – […]

Continue Reading

17 ივნისის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 17 ივნისს წმიდა მიტროფანეს, კონსტანტინოპოლელ პატრიარქის, მოწამეთა: ფრონტასიოსის, სევერინეს, სევერიანეს და სილანეს, მოწამე კონკორდიოსის, მღვდელმოწამე ასტის, ღირსი ზოსიმეს, ასევე ღირსი მართას და მარიამის ხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდა მიტროფანე, კონსტანტინეპოლელი პატრიარქი წმიდა მიტროფანე, კონსტანტინეპოლელი პატრიარქი (+325-326) მოღვაწეობდა კონსტანტინე დიდის (306-337) დროს. მისი მამა, დომენტი რომის იმპერატორის პრობის (276-282) ღვიძლი ძმა იყო. დომენტიმ შეიცნო […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 16 ივნისს

16 ივნისს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +32 და ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთშიც. დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო ამინდია ფოთში. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღე უნალექოდ ჩაივლის, […]

Continue Reading

16 ივნისის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია16 ივნისს მოწამეთა: ლუკილიანეს, კლავდიოსის, იპატიოსის, პავლეს, დიონისეს და პავლა ქალწულის, ასევე მღვდელმოწამეთა: ლუკიანე ეპისკოპოსის, მაქსიანე ხუცის, იულიანე დიაკონის, მარკელინეს და სატურნინეს ხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდა მოწამენი ლუკიანე და მოყვასნი მისნი: კლავდი, იპატი, პავლე, დიონისე და ქალწულმოწამე პავლა ლუკიანე წარმართი ქურუმი იყო რომის იმპერატორ ავრელიანეს (270-275) დროს. უკვე ხანში შესული, იგი დარწმუნდა თავისი […]

Continue Reading

მძღოლის ცხედარი მტკვარში მაშველებმა ორკვირიანი ძებნის შემდეგ იპოვეს

აშველებმა 2 ივნისს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მძღოლის ცხედარი იპოვეს, ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, საძიებო სამუშაოები თბილისისა და რუსთავის მასშტაბით, მტკვრის სანაპიროებზე 24-საათიან რეჟიმში უწყვეტად მიმდინარეობდა. „14 დღის განმავლობაში მიმდინარე უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, მეხანძრე-მაშველებმა 2 ივნისს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის […]

Continue Reading

ილია თოფურია – გამოვჯანმრთელდები, დავისვენებ და დავბრუნდები უფრო ძლიერი, უფრო ბრძენი და უფრო სახიფათო

ილია თოფურიამ თეთრ სახლში ჯასტინ გეიჯისთან გამართული საჩემპიონო ბრძოლის შესახებ განცხადება გაავრცელა. „ჯასტინ, გილოცავ. თქვი, შენს სახეზე კვალს დავტოვებო და დატოვე კიდეც. პირველ რაუნდში მარჯვენა თვალში მხედველობა დამიკარგე, მეორე რაუნდის ბოლოს კი – მარცხენაშიც. გასამართლებელ საბუთებს არ ვეძებ. ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო მოსამზადებელი ეტაპი მქონდა. ოქტაგონზე ბასრი და მომზადებული გამოვედი. ეს შენი ღამე იყო. ასეთია ამ თამაშის ბუნება. […]

Continue Reading

რა ვითარებაა შავი ზღვის სანაპიროებზე – შეიძლება თუ არა ზღვაზე დასვენება

გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული მიკრობიოლოგიური მონიტორინგის შედეგებით, საქართველოს შავი ზღვის სანაპირო წყლებში ძირითადი მიკრობიოლოგიური პარამეტრები სანიტარიული ნორმების ფარგლებშია. „გარემოს ეროვნული სააგენტო უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს. ჰიდრო ბიოლოგიური და ქიმიური პარამეტრები ყოველთვიურად 14 წერტილში ისაზღვრება, მათ შორის, მძიმე მეტალები, ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადები, პოლიარომატული ნახშირწყალბადისა და სხვა ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრის კონცენტრაცია. 2026 წლის […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 15 ივნისს

დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტეს, დღისით ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +16, +21°, დღისით +22, +27°; მთაში ღამით +12, +17°, დღისით +19, +24°; მაღალ მთაში ღამით +5, +10°, დღისით +16, +21°. აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტეს, დღისით ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია […]

Continue Reading

15 ივნისის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 15 ივნისს წმიდა ნიკიფორე აღმსარებელის, წმიდა მოწამე კონსტანტინე ათონელის, წმიდა დიდმოწამე იოანე ახალი, სოჩაველის და წმიდა მოწამე დიმიტრის ხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდა ნიკიფორე აღმსარებელი, კონსტანტინეპოლელი პატრიარქი წმიდა ნიკიფორე აღმსარებელი, კონსტანტინეპოლელი პატრიარქი (+828) დაიბადა VIII საუკუნის მეორე ნახევარში. ქრისტეს აღსარებისათვის მისმა მშობლებმა მრავალი დევნა და შევიწროება დაითმინეს ხატმბრძოლი იმპერატორის კონსტანტინე კოპრონიმისაგან (740-775). წმიდა […]

Continue Reading

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება და 22 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი ცნობილია. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება და 22 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება. რაც შეეხება 2026 წლის გამოცდების დეტალურ განრიგს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა 2 ივლისსა (პირველი და მეორე სესია) და3 ივლისს (პირველი და […]

Continue Reading

პატრიარქი შიო III – მადლი რომ მოვიხვეჭოთ, აუცილებლად უნდა ვისწავლოთ თავმდაბლობა

შეგვეწიოს უფალი, რომ ყოველთვის გვესმოდეს ქრისტეს ხმა და ვუპასუხოთ მას სიწმინდისაკენ, სრულყოფილებისკენ სწრაფვით და იმით, რომ ჩავწვდეთ ცხოვრების უმთავრეს მიზანს – პირველად ვეძიებდეთ ღვთის სასუფეველს, – ამის შესახებ უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიმა, შიო III-მ სულთმოფენობიდან მეორე კვირას ქადაგებისს განაცხადა. სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა! ყოვლადსამღვდელონო […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 14 ივნისს

14 ივნისს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +29 და ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთშიც. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო ამინდია ფოთში. დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღე უნალექოდ ჩაივლის, […]

Continue Reading

14 ივნისის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 14 ივნისს ღირსთა: შიო ახლის, დავით, გაბრიელ და პავლე გარეჯელთა, ასევე მოწამეთა: იუსტინე ფილოსოფოსისა და სხვა იუსტინესი და მათთანათა: ხარიტონის, ხარიტას, ეველპისტეს, იერაქსის, პეონის და ვალერიანეს ხსენების დღეს აღნიშნავს. ღირსნი მამანი: შიო ახალი, დავითი, გაბრიელი და პავლე გარეჯელნი – ლეკთაგან მოწყვეტილნი დავით გარეჯის მონასტერი ყოველთვის ბერთა სიმრავლითა და მკაცრი მოღვაწეობით გამოირჩეოდა, სოფლის […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 13 ივნისს

13 ივნისს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +29 და ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთშიც. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო ამინდია ფოთში. დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღე უნალექოდ ჩაივლის, […]

Continue Reading

13 ივნისის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 13 ივნისს მოციქული ერმის, 70-თაგანის, მოწამე ერმეიოსის და მოწამე ფილოსოფოსის ხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდა მოციქული ერმი – სამეოცდაათთაგანი წმიდა მოციქული ერმი – სამეოცდაათთაგანი (I) იყო ფილიპოპოლის ეპისკოპოსი. მას წმიდა პავლე მოციქული მოიხსენიებს რომაელთა მიმართ ეპისტოლეში (რომ. 16,14). ქრისტეს აღსარებისათვის მოციქულმა მრავალი დევნა დაითმინა წარმართებისაგან. აღესრულა მშვიდობით. წმიდა მოწამე ერმეიოსი წმიდა მოწამე ერმეიოსი […]

Continue Reading

დარღვევები, რომლებზეც ჯარიმები შესაძლოა, 40-75%-ით შემცირდეს – „ავტოიმპორტიორთა და ავტომფლობელთა ასოციაციამ“ პარლამენტს მიმართა

„საქართველოს ავტოიმპორტიორთა და ავტომფლობელთა ასოციაციამ“ ჯარიმების შემცირების მიზნით, საკანონმდებლო წინადადება მოამზადა და პარლამენტს უკვე წარუდგინა. ასოციაცია მიიჩნევს, რომ 2026 წლის 1-ელი მაისიდან ამოქმედებული რიგი ჯარიმები ცალკეულ შემთხვევებში არ შეესაბამება სამართალდარღვევის სიმძიმეს. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში რიგი ცვლილებები იგეგმება. მისი თქმით, ცვლილებები შეეხება საგზაო ტრანსპორტის […]

Continue Reading

ილია თოფურია ტიტულს თეთრ სახლში დაიცავს

საქართველოს დროით 15 ივნისს, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სპორტსმენი ილია თოფურია UFC-ის ისტორიულ ღონისძიებაზე იბრძოლებს – ტურნირზე, რომელიც პირველად გაიმართება აშშ-ის პრეზიდენტის რეზიდენციის, თეთრი სახლის ტერიტორიაზე. UFC Freedom 250 ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავს ეძღვნება და ფართომასშტაბიანი აღნიშვნის ნაწილს შეადგენს. ილია თოფურიას და ჯასტინ გეიჯის დაპირისპირება საქართველოს დროით 15 ივნისს, გამთენიას შედგება და მთავარ […]

Continue Reading

12 ივნისის ამინდის პროგნოზი

12 ივნისს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +26 და ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი ამინდია ფოთში. დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმა იქნება ზუგდიდში, დღისით […]

Continue Reading

12 ივნისის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 12 ივნისს ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენის, წმიდა ევპლის, წმიდა მოწამების ნატალიას და სალონეს ხსენების დღეს აღნიშნავს. ღირსი ისააკი, დალმატის მონასტრის იღუმენი ღირსი ისააკი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინეპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემლად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ […]

Continue Reading

Wizz Air ქუთაისიდან ლიონის მიმართულებით ფრენებს აჩერებს – როდიდან გაუქმდება რეისები?

ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ლიონის მიმართულებით ფრენებს აჩერებს. ამის შესახებ ინფორმაცია „ბიზნესპრესნიუსს“ კომპანიაში დაუდასტურეს. ავიაკომპანიაში განმარტავენ, რომ მგზავრებმა, რომლებმაც ბილეთები პირდაპირ wizzair.com-ზე ან მობილური აპლიკაციის მეშვეობით შეიძინეს, უკვე მიიღეს ელექტრონული შეტყობინება ხელმისაწვდომი ვარიანტების შესახებ. „Wizz Air ადასტურებს, რომ ქუთაისი-ლიონის მიმართულებით ფრენები შეჩერდება. ავიაკომპანია მუდმივად აკვირდება თავისი მარშრუტების შედეგებს, რათა დარწმუნდეს, რომ მისი ქსელი […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 11 ივნისს

11 ივნისს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +29 და ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი ამინდია ფოთში. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმა იქნება ზუგდიდში, დღისით […]

Continue Reading

აფეთქება მზეზე – საშიშია თუ არა ძლიერი მაგნიტური შტორმები 12-13 ივნისს

ხუთშაბათს დილით ადრე მომხდარი ხანგრძლივი მზის აფეთქება კორონარული ხვრელის ეფექტს გააძლიერებს. შედეგად, 12-13 ივნისს შესაძლებელია სუსტი G1 მაგნიტური შტორმები, იუწყება მზის ასტრონომიის ლაბორატორია. სპეციალისტების განმარტებით, 2026 წლის ივნისი მზის და გეომაგნიტური აქტივობის თვალსაზრისით შედარებით მშვიდი იყო, დარღვევები და შტორმები ათი დღიდან მხოლოდ ორში დაფიქსირდა. 12 და 13 ივნისის ორი დღე, სავარაუდოდ, „სტატისტიკას გააფუჭებს“. „კორონარული ხვრელის […]

Continue Reading