აშველებმა 2 ივნისს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მძღოლის ცხედარი იპოვეს, ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, საძიებო სამუშაოები თბილისისა და რუსთავის მასშტაბით, მტკვრის სანაპიროებზე 24-საათიან რეჟიმში უწყვეტად მიმდინარეობდა.
„14 დღის განმავლობაში მიმდინარე უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, მეხანძრე-მაშველებმა 2 ივნისს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მძღოლის ცხედარი იპოვეს“, — ნათქვამია განცხადებაში.
