რუსთავში არასრულწლოვანმა მამაკაცი მოკლა
გავრცელებული ინფორმაციით, რუსთავში არასრულწლოვანმა მამაკაცი მოკლა. გარდაცვლილი შუა ხნის მამაკაცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდარ ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ამ დროისთვის, სხვა დეტალები უცნობია. გამოძიება სსსკ 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Continue Reading