დამნაშავე ვარ თუ არა, არ ვიცი – ბაჩო ახალაია ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების საქმეზე

დამნაშავე ვარ თუ არა, არ ვიცი, – ასე უპასუხა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს მას შემდეგ, რაც მან ჰკითხა, ცნობდა თუ არა წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ. მოსამართლემ მას შემდეგ, რაც ახალაიას მისთვის წარდგენილი ბრალდება განუმარტა, აღნიშნულთან დაკავშირებით პოზიცია ჰკითხა, რაზეც ახალაიამ უპასუხა, რომ ჯერ პოზიცია ჩამოყალიბებული არ აქვს. „არ ვიცი. მოგიყვებით მერე […]

Continue Reading

დააკავეს მძღოლი, ვინც საავარიო ვითარება შექმნა – მტკვარში ჩავარდნილ ბიჭს ამ დრომდე ეძებენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი დააკავეს, – ინფორმაციას შსს ავრცელებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 ივნისს, მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილით გადაადგილებისას შექმნა ავარიული ვითარება და შეეჯახა იქვე მოძრავ ავტომობილებს, რის შემდეგაც ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა […]

Continue Reading

„იცოდა, მალე მასთანაც მივიდოდნენ“ – რას ჰყვება გიორგი უძილაური საპატიმროდან

გლდანის ციხეში მყოფი გიორგი უძილაური, რომელიც ფინანსური პოლიციაში მუშაობის დროს ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს, წაყენებულ ბრალთან დაკავშირებით საუბრობს. დაკავებულს კომუნიკაცია აქვს აკრძალული, მათ შორის ოჯახთან. მისი მონათხრობი ადვოკატმა ბექა გულედანმა რადიო თავისუფლებას გააცნო. „გიორგიმ არ იცის, ეღირსება თუ არა თავისუფლება, რადგან მისნაირი ელემენტები, მითუმეტეს მკაცრი კონტროლის სახელმწიფო სტრუქტურებში, ავტორიტარული ხელისუფლების მხრიდან აღიქმებიან ავთვისებიან სიმსივნედ, დეფექტურ უჯრედად […]

Continue Reading

გაძევებულია 84 უცხოელი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 84 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. შსს-ს ცნობით, მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად ქვეყნიდან გაძევებულ იქნა თურქეთის, ინდოეთის, თურქმენეთის, რუსეთი, სომხეთის, ნიგერიის, უგანდის, უზბეკეთის, ეგვიპტის, პაკისტანის, ჩინეთის, აზერბაიჯანის, ალჟირის, ბანგლადეშის, ერაყის, კენიის, სუდანის, ტაილანდის და  სხვა […]

Continue Reading

მამაკაცმა ყოფილი მეღლე დაჭრა – დანაშაული 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

პოლიციამ თბილისში, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბრალდებულმა ყოფილ მეუღლეს ცივი იარაღის გამოყენებით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ერთი პირი ცხელ […]

Continue Reading

3 კაცის დაჭრისთვის 3 ადამიანი დააპატიმრეს – ვინ არიან ძმები, რომლებსაც წუხელ ცეცხლი გაუხსნეს?

პოლიციამ ქვემო ფონიჭალაში მოხდარ სისხლიან ანგარიშსწორებაზე 3 პირი დააკავა – შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სამ პირს (ძმებ ყელბერაშვილებს და მათ მეგობარს) სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გამოძიებით ასევე, დადგინდა, რომ მომხდარ ფაქტს შეესწრო, ბრალდებულის 2 მეგობარი, თუმცა ორივე მათგანმა განსაკუთრებით მძიმე […]

Continue Reading

ამერიკის ვიზისთვის საქართველოს 366 მოქალაქეს ყალბი ისტორია შეუქმნეს – დაკავებულია 9 ადამიანი

პროკურატურამ სამი ადამიანი დააკავა და კიდევ ექვსის მიმართ სისხლის სამართლის დევნა დაიწყო აშშ-ის საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად. პროკურატურის თანახმად, საქმე ეხება აშშ-ში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეებისთვის ყალბი ისტორიის (ქეისის) შექმნას და მათთვის ყალბი დოკუმენტების დამზადებას. ასევე აშშ-ის და კანადის ვიზის მისაღებად ყალბი დოკუმენტების დამზადებას. დღევანდელ ბრიფინგზე თბილისის პროკურორმა გიორგი მიქაიამ თქვა, […]

Continue Reading

სასამართლომ, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე, დემეტრე ჩიქოვანს 9,9 წლით, ანი ნასყიდაშვილს კი 5,3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ მასწავლებელ გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე, მსჯავრდადებულებიდან დემეტრე ჩიქოვანს 9.9 წლით, ანი ნასყიდაშვილს კი 5,3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე დემეტრე ჯინჯოლიამ მიიღო. ჯინჯოლიას გადაწყვეტილებით ჩიქოვანს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, მას სასჯელი 1/4-ით შეუმცირდა და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად, 9.9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ანი […]

Continue Reading

რუსთავში, მდინარე მტკვარში მაშველებმა 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს

რუსთავში, მდინარე მტკვარში მაშველებმა 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ორივე გარდაცვლილი მამაკაცია. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. ამასთან „ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, მაშველებმა ცხედრები ძველი და ახალი რუსთავის დამაკავშირებელი ხიდიდან რამდენიმე კილომეტრში იპოვეს. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

Continue Reading

დედამ 7 წლის შვილი მოკლა – სად მოხდა შემთხვევა

ბოლნისში დედამ 7 წლის შვილი მოკლა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია Aktual ge ავრცელებს. მათივე ცნობით, 42 წლის ქალმა 7 წლის ბიჭს სასიკვდილო ჭრილობები დანით მიაყენა. გამოცემა წერს, რომ ფაქტის შემდეგ ოჯახის წევრებმა მომხდარის დამალვა სცადეს. გავრცელებული და დაუდასტურებელი ინფორმაციით, დედამ შვილის მოკვლის შემდეგ, თვითმკვლელობა სცადა და 9 ჭრილობა მიიყენა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს. გამოძიება სისხლის სამართლის […]

Continue Reading