სამწუხაროდ, ვანდალიზმის ფაქტები ჯერ კიდევ გვაქვს – რას აცხადებს კახა კალაძე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე საზოგადოებას მიმართავს, გაუფრთხილდნენ იმ ინფრასტრუქტურას, რომელიც მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სამსახურმა თბილისელებისთვის მოაწყო. მან კიდევ ერთხელ გამოხატა წუხილი იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ქალაქში ჯერ კიდევ რჩება ვანდალიზმის ფაქტები. „მინდა, თითოეულ თბილისელს მივმართო ერთი თხოვნით – რაც ერთად შევქმენით, ერთად გავუფრთხილდეთ. არცერთი სკვერი, პარკი, საბავშვო ატრაქციონი და არცერთი დარგული ხე მხოლოდ მერიის არ არის. […]

Continue Reading

პოლონეთში 26 წლის ქართველი კაცი სერიული ქურდობის ბრალდებით დააკავეს

პოლონეთის პოლიციის ინფორმაციით, ქალაქ ოტვოცკში საქართველოს 26 წლის მოქალაქე სერიული ქურდობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიების ვერსიით, მან მაისში ადგილობრივ სუპერმარკეტებსა და კოსმეტიკის მაღაზიებში არაერთი ქურდობა ჩაიდინა და ეს საქმიანობა მუდმივ შემოსავლის წყაროდ აქცია. სამართალდამცავი უწყების ცნობით, ეჭვმიტანილის იდენტიფიცირება სათვალთვალო კამერების ჩანაწერების საფუძველზე მოხდა, რის შემდეგაც ის ერთ-ერთ მეზობელ რაიონში დააკავეს. პროკურატურა ბრალდებულისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, […]

Continue Reading

“მიქელანჯელოს, ლეონარდოს, ბოტიჩელის და ტიციანის ნამუშევრების გვერდით ჩვენი უნიკალური ქართული ბეჭდისადმი მიძღვნილი გამოფენა გაჩნდა” – რას წერს ისტორიკოსი გიორგი კალანდია

ისტორიკოსი გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში წერს, რომ ავტორიტეტულმა google- ს კულტურულმა ინსტიტუტმა მუზეუმში დაცულ ადრექრისტიანული ხანის ოქროს ბეჭედს ცალკე – საგანგებო ვირტუალური გამოფენა მიუძღვნა: “ხელოვნების სასახლის და მისი საგანძურის მორიგი საერთაშორისო აღიარება, მსოფლიოს უდიდესმა და ყველაზე ავტორიტეტულმა google- ს კულტურულმა ინსტიტუტმა მუზეუმში დაცულ ადრექრისტიანული ხანის ოქროს ბეჭედს ცალკე – საგანგებო ვირტუალური გამოფენა მიუძღვნა.. ეს უნიკალური […]

Continue Reading

2015 წელს, გიორგი კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმე გახსნილია – პროკურატურა

2015 წელს მომხდარი, გიორგი კვარაცხელიას ჯგუფურად, განზრახ მკვლელობის სისხლის სამართლის საქმე გახსნილია. ამის შესახებ თბილისის პროკურორმა გიორგი მიქაიამ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მიქაიას თქმით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ორ პირს ბრალდება წარედგინება. „გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბოლო პერიოდში ჩატარებული ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგენილი გარემოებების და ფაქტების შესახებ. საქართველოს შინაგან […]

Continue Reading

რამდენმა ადამიანმა არ იცის საქართველოში წერა-კითხვა – როგორია 15 წლის ასაკს ზემოთ მყოფთა მდგომარეობა ქვეყანაში

საქართველოს 15 წელზე უფროსი ასაკის დაახლოებით 18.200 მოქალაქეს არ გააჩნია დაწყებითი სასკოლო განათლება, აქედან 3.500-მა წერა-კითხვა არ იცის, ასეთია მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემები. საქართველოში 15 წელზე უფროსი ასაკის 3,1 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, რომელთაგან 1,7 მილიონს აქვს მიღებული უმაღლესი განათლება და 1,2 მილიონს – საშუალო განათლება. 4.800 ადამიანს აქვს პროფესიული განათლება, 201.100-ს – არასრული საშუალო განათლება, […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 9 ივლისს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს 9 ივლისს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება ამიერკავკასიის ჩრდილოეთიდან მოქმედი გრილი და სამხრეთიდან გავრცელებულიცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით.საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექოდ, აღმოსავლეთში ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ზომიერი ქარი. თბილისი: უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ზომიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +31°; სოხუმი: უმეტესად […]

Continue Reading

9 ივლისის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 9 ივლისს ტიხვინის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულს ზეიმობს. ეს დღე ასევე არის ღირსი დავით თესალონიკელის და წმიდა იოანე გუთელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა. ტიხვინის ღვთისმშობლის ხატი 1383 წელს ლადოგის ტბაში, ნოვგოროდის მხარეში, მეთევზეები იჭერდნენ თევზს. უცებ ზეგარდმო ნათელი მოეფინა ირგვლივ ყველაფერს. მეთევზეებმა აიხედეს ზევით და იხილეს სასწაული, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი მზესავით ანათებდა და მოდიოდა […]

Continue Reading

ნათელაშვილმა ზელენსკის წერილი გაუგზავნა – “არ დაგიმალავთ, რომ ჩვენი ხალხი გაოცებულია იმ დათბობით, რაც შეიმჩნევა თქვენი ხელისუფლების დამოკიდებულებაში საქართველოს არაღიარებული, არალეგიტიმური რეჟიმის მიმართ”

საქართველოს ლეობორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის წერილით მიმართავს, რომელშიც აღნიშნავს, რომ ქართველი ხალხი გაოცებულია იმ დათბობით, რაც შეიმჩნევა უკრაინის ხელისუფლების მხრიდან საქართველოს ხელისუფლებისადმი. წერილი ნათელაშვილის პირად ფეისბუკგვერდზეა გამოქვეყნებული. ნათელაშვილის წერილის თანახმად, “ქართული ოცნება” აქტიურად ავრცელებს ხმებს, თითქოს ორბანის ნაცვლად ახლა უკრაინის მთავრობა გაუწევს მათ ლობირებას ევროპულ სტრუქტურებსა და სხვა საერთაშორისო ინსტიტუტებში, […]

Continue Reading

მოტოციკლი რესტორანში შევარდა! – დაღუპულია ქალაქის მერის ყოფილი მოადგილის ძმა

ავტოსაგზაო შემთხვევას მარნეულში ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი მარნეულის მერის ყოფილი მოადგილის, ზურა ფანგანის ძმა, ლაშა ფანგანია. შემთხვევა დღეს, შუადღის საათებში მოხდა.  წინასწარი ინფორმაციით, მოტოციკლით გადაადგილებისას ლაშა ფანგანი რესტორანში შევარდა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მიღებული დაზიანებების შედეგად მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. წყარო: რე­გი­ონ News გამოიწერეთ ჩვენი ფეისბუქგვერდი

Continue Reading

გარდაიცვალა პოეტი ტარიელ ჭანტურია

ქართველი პოეტი ტარიელ ჭანტურია 94 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს ტარიელ ჭანტურიას ოჯახის ახლობლებმა დაუდასტურეს. ტარიელ ჭანტურიამ 1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება. პირველი ლექსი „ნადირობა“ გამოაქვეყნა 1951 წელს. პირველი პოეტური კრებული „ლტოლვა“ -1964 წელს. მისი ძირითადი კრებულებია: „საქანელა“ (1965), „ქვა და ომი“ (1967), „ახალი მთვარე“ (1970), „ორნი“ (1972), […]

Continue Reading