67 წლის მამაკაცი, რომელსაც 11 წლის მოზარდი სექსუალურ შევიწროებაში ამხელდა, გარდაცვლილი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციით, სკოლის მოსწავლე ოჯახს უყვებოდა, რომ ნათესავი მამაკაცი მას ტელეფონით უკავშირდებოდა, ავიწროებდა და მასთან ისეთი სახის კონტაქტის დამყარებას ცდილობდა, რომელიც შესაძლოა დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს.
მოზარდმა მომხდარის შესახებ ოჯახის წევრებს უამბო. მოგვიანებით, ერთ-ერთი სატელეფონო საუბრის დროს, ოჯახმა ზარი ჩაიწერა და მიღებული ჩანაწერით სამართალდამცველებს მიმართა.
ამ ეტაპზე უცნობია, რა ეტაპზე იყო გამოძიება მამაკაცის გარდაცვალებამდე და ჰქონდა თუ არა მას საქმეზე რაიმე ოფიციალური საპროცესო სტატუსი.
გამოიწერეთ “პრესექსპრესი”
