დღეიდან პეტრე-პავლობის მარხვა დაიწყო – 8 ივნისის საეკლესიო კალენდარი

დღეს პეტრე-პავლობის მარხვა დაიწყო, რომელიც 34 დღე გაგრძელდება და 12 ივლისს დასრულდება. პეტრე-პავლობის მარხვა სულთმოფენობიდან ერთი კვირის შემდეგ პირველ ორშაბათს იწყება და გრძელდება პეტრე-პავლობის დღესასწაულამდე, რომელსაც მართლმადიდებელი ეკლესია 12 ივლისს ზეიმობს. სულთმოფენობის დღესასწაული, თავის მხრივ, ბრწყინვალე აღდგომის მოძრავი თარიღის მიხედვით გამოითვლება. აქედან გამომდინარე, პეტრე-პავლობის მარხვის ხანგრძლივობა აღდგომის თარიღზეა დამოკიდებული. ის ყველაზე დიდი ექვსი კვირა, ხოლო […]

Continue Reading

სომხეთის არჩევნებში ფაშინიანის პარტია ლიდერობს

სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დილის 8:00 საათის მონაცემებით ბიულეტენების 94%-ის დათვლის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, მმართველი პარტია „სამოქალაქო კონტრაქტი“ საპარლამენტო არჩევნებში 50.00%-ით ლიდერობს. ამავე შედეგების თანახმად, მეორე ადგილზეა პარტიების ბლოკი „ძლიერი სომხეთი“ 23.35%-ით.მესამე ადგილზეა ბლოკი „სომხეთი“ 9.96%-ით. შედეგებით მეოთხეა პარტია „აყვავებული სომხეთი“ 3.99%-ით.მეხუთე ადგილზე მყოფმა პარტიამ – „ერთობის ფრთები“- არჩევნებში ხმების 2.28% -ი მოიპოვა.პარლამენტში მოსახვედრად საარჩევნო […]

Continue Reading

TeamTalk: „რეალის“ პრეზიდენტს კვარაცხელიას დამატება სურს – ის პლანეტის ძვირადღირებული ფეხბურთელების რეიტინგში მე-7 ადგილზეა

მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი მზადაა, საფეხბურთო სამყარო მოულოდნელი ტრანსფერით შოკში ჩააგდოს, მას „პარი-სენ-ჟერმენისგან” ხვიჩა კვარაცხელიას დამატება სურს, იუწყება გამოცემა TeamTalk-ი. 4 ივნისს ფლორენტინო პერესმა სარეკორდო ტრანსფერი დააანონსა, მისი თქმით 9 ივნისს, სამშაბათს, „ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო კლუბს“ ახალგაზრდა ტოპ-ფეხბურთელში მინიმუმ 150 მილიონ ევროს შესთავაზებს. პრეზიდენტმა რამდენიმე ვარსკვლავი (მათ შორის ერლინგ ჰალანდი, ჰარი კეინი, მაიკლ ოლისე […]

Continue Reading

ზელენსკიმ აბრამოვიჩი გამოიყენა პუტინისთვის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე შეტყობინების გადასაცემად – მედია

„ფაინენშლ თაიმსის“ ცნობით, ზელენსკიმ აბრამოვიჩი გამოიყენა პუტინისთვის სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ შეტყობინების გადასაცემად.წყაროების თანახმად, უკრაინის პრეზიდენტმა მაისში, „ჩელსის“ ყოფილი მფლობელი კიევში მიიწვია, რითაც უშედეგოდ სცადა ვლადიმერ პუტინთან პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვა.წყაროების თანახმად, ზელენსკიმ აბრამოვიჩს სთხოვა, რუსეთის პრეზიდენტისთვის გადაეცა პირველი ორმხრივი სამიტისთვის შეხვედრის მზადყოფნის შეტყობინება. წყაროების ცნობით, უკრაინას სურდა რუსეთთან პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებებისადმი თავისი სერიოზულობის დემონსტრირება, მიუხედავად […]

Continue Reading

ჩვენ კიდევ გვაქვს დრო სინანულისთვის. დავფიქრდეთ ამაზე! – პატრიარქის დღევანდელი ქადაგება

დიდება და მადლობა უფალს იმისთვის, რომ იგი არის მოწყალე, მოსიყვარულე და სულგრძელი, რომ ჩვენ კიდევ გვაქვს დრო სინანულისთვის, – ამის შესახებ უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ ქადაგებისას განაცხადა. პატრიარქმა სულთმოფენობიდან პირველ კვირას მორწმუნეებს მიმართა, თუ რატომ დაადგინა წმინდა ეკლესიამ ეს დღესასწაული, პატრიარქის თქმით, ეკლესიას სურს, […]

Continue Reading

შსს-ს ინფორმაციით, თბილისში დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა მოქალაქე და პატრულ-ინსპექტორი დაჭრა – ბრალდებული დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ დააკავა პირი, რომელმაც მოქალაქეს და პატრულ-ინსპექტორს დანის გამოყენებით ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა. როგორც უწყება განმარტავს, დაჭრილი მამაკაცი და დაშავებული პატრულ-ინსპექტორი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს და ახლა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისში, ჩუღურეთის რაიონში პატრულირებისას, […]

Continue Reading

50 წლის კაცის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 15 წლის მოზარდს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ აზერბაიჯანის მოქალაქის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 15 წლის მოზარდს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა 100 000-ლარიანი გირაოს შესახებ არ დააკმაყოფილა და არასრულწლოვანი მომდევნო ორი თვის განმავლობაში არასრულწლოვანთა დაწესებულებაში დარჩება. მეათეკლასელმა მოსწავლემ მოსამართლეს დეტალურად მოუყვა, როგორ აღმოჩნდა 50 წლის მამაკაცის ნაქირავებ ბინაში, როგორ აღუკვეთა მას კაცმა თავისუფლება, როგორ აყენებდა ფიზიკურ […]

Continue Reading

7 ივნისის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 7 ივნისს წმიდა იოანე ნათლისმცემლის თავის მესამედ პოვნას აღნიშნავს, ეს თარიღი საეკლესიო კალენდარში ასევე არის აჭარაში თურქთაგან წამებულთა წმიდა მამათა და დედათა ხსენების დღეც. მესამედ პოვნა პატიოსნისა თავის ნათლისმცემლისა იოანესი როცა წმიდა იოანე ოქროპირი გადაასახლეს, კონსტანტინეპოლში შფოთი ატყდა. ამასთან დაკავშირებით წმიდა იოანე ნათლისმცემლის პატიოსანი თავი ემესაში გადააბრძანეს, აქედან კი სარკინოზთა თავდასხმების დროს […]

Continue Reading

ერთი ადამიანი დაიღუპა, ხუთი დაიჭრა ცენტრალურ ისრაელში სროლის შედეგად

ცენტრალური ისრაელის კოჩავ იაირის რაიონში, ბენზინგასამართ სადგურზე სროლა მოხდა. 35 წლის მამაკაცი დაიღუპა, ხუთი ადამიანი კი დაიჭრა. X-ში ეროვნული სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, ორი მათგანი ჰოსპიტალიზებულია, მათი მდგომარეობა მძიმეა, ხოლო სამის – საშუალო სიმძიმის. The Times of Israel იუწყება, რომ სროლა დასავლეთ სანაპიროს გამყოფი ბარიერის მახლობლად, სამ ადგილას მოხდა. ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ერთ-ერთი […]

Continue Reading

„Georgian Airways“-ის თვითმფრინავმა თბილისში ავარიული დაშვება განახორციელა – მედია

ავიაკომპანია „Georgian Airways“-ის თვითმფრინავმა თბილისში ავარიული დაშვება განახორციელა. ინფორმაციას “მთავარი” ავრცელებს. “საქართველოს დედაქალაქიდან აფრენის შემდეგ, სალონში ჰერმეტულობა დაირღვა (დეპრესურიზაცია მოხდა). ყველა მგზავრის თავზე მდებარე სპეციალური პანელებიდან ჟანგბადის ნიღბები ავტომატურად ჩამოვარდა და თვითმფრინავი ძლიერად ირყეოდა. საბედნიეროდ, ყველა მგზავრი უვნებელია და არავინ დაშავებულა. თვითმფრინავი უკან, თბილისში დაბრუნდა და უსაფრთხოდ დაეშვა.” | წერს ერთ-ერთ Facebook-ჯგუფში მოქალაქე ია მოცარელა.

Continue Reading