ბორანის ჩაძირვის შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა
ვანუატუს სანაპიროსთან ბორანის ჩაძირვის შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად ითვლება. “როიტერის” ცნობით, ბორტზე 40-ზე მეტი მგზავრი და ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა: ერთი ადამიანი დაიღუპა, 15 კი გადაარჩინეს. წინასწარი ინფორმაციით, კატასტროფა უსაფრთხოების წესების დარღვევით იყო გამოწვეული – ეკიპაჟმა უგულებელყო შტორმის შესახებ გაფრთხილებები და გემის გადატვირთვა დაუშვა. სამაშველო ოპერაცია გრძელდება. გამოიწერეთ “პრესექსპრესი”
Continue Reading