ბიზნესმენი პაპაშვილი – “1200 ლარად ერთი ადამიანი ამ ქვეყანაში, მემგონი, იცხოვრებს”

ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი სოციალურად დაუცველებთან დაკავშირებით, მთავრობის ახალ დადგენილებაზე საუბრისას ვარაუდობს, რომ 1200 ლარად ერთი ადამიანი ამ ქვეყანაში ცხოვრებას შეძლებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა. „1200 ლარად ერთი ადამიანი ამ ქვეყანაში, მემგონი, იცხოვრებს. რაღაცას ჰგავს. როგორ არის ქართული ანდაზა? – სადამდეც შეგიძლია, საბანი იქამდე უნდა გაიწვდინო… ალბათ არ აქვს ხაზინას ამდენი შემოსავალი,“ – ამბობს პაპაშვილი […]

Continue Reading

ჩეხეთში რუსეთის ეკლესიის მიტროპოლიტი თეთრი ნივთიერების გამო დააკავეს

ჩეხეთის რესპუბლიკაში პოლიციამ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მიტროპოლიტი ილარიონი დააკავა მას შემდეგ, რაც მის მანქანაში თეთრი ნივთიერების შემცველი ოთხი კონტეინერი აღმოაჩინა. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება. პოლიციელებმა გაჩერების მიზეზი არ ახსნეს და დაუყოვნებლივ დაიწყეს მისი ჩხრეკა. ადვოკატმა აღნიშნა, რომ გზატკეცილზე მანქანას ორი საპოლიციო მანქანა ელოდა. პოლიციამ დაუყოვნებლივ მოითხოვა როგორც მძღოლისგან, ასევე მიტროპოლიტისგან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები. თუმცა, […]

Continue Reading

კრემლი – სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანება რუსეთთან ხელსაყრელი პირობების დაკარგვას გამოიწვევს

სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანება რუსეთთან თანამშრომლობის ხელსაყრელი პირობების დაკარგვას გამოიწვევს, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა. „რა თქმა უნდა, ევროკავშირი“, – ასე უპასუხა პესკოვმა ჟურნალისტებს კითხვაზე, თუ რომელმა სხვა ორგანიზაციებმა, ან ასოციაციამ შეიძლება გამოიწვიოს სომხეთისთვის რუსეთთან თანამშრომლობის ხელსაყრელი პირობების დაკარგვა. მისი თქმით, რუსეთი განაგრძობს დიალოგს სომხეთთან.მანვე აღნიშნა, რომ სომხეთში არსებობენ პოლიტიკური ძალები, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთთან […]

Continue Reading

რა ღირს ერთი გრამი ოქრო ­და ვ­ერცხლი საქართველოში?

საქართველოში გრამი ოქროსა და ვერცხლის ღირებულებამ დაიკლო. ამ დროისთვის 1 გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი საქართველოში 399 ლარი ღირს, 750 სინჯის – 299 ლარი, ხოლო 585-სინჯიანი ძვირფასი ლითონი 233 ლარი ღირს. რაც შეეხება ვერცხლს, 999 სინჯის ვერცხლი 6.52 ლარი ღირს, ხოლო 875 სინჯის ძვირფასი ლითონი 5.22 ლარი ღირს. რაც შეეხება მსოფლიო ბირჟებზე ოქროსა და ვერცხლის […]

Continue Reading

26 მაისის შეკრებაზე მარკო რუბიოსთან რუსთაველის გამზირიდან ერევანში საუბარი იგეგმება

26 მაისს თბილისში უფრო მეტნი უნდა შევიკრიბოთ, ვიდრე ერევანში მარკო რუბიოს დასახვედრად მისული ჩვენი მეგობარი სომხები! – ამის შესახებ „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს. როგორც გვარამია წერს, ხვალ რუსთაველზე ძალიან ბევრი ადამიანი უნდა იყოს და პირდაპირ იქედან ესაუბრონ სახელმწიფო მდივან რუბიოს. „დადასტურდა, რომ 26 მაისს სომხეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო […]

Continue Reading

სომხეთში მარკო რუბიო ჩადის

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სომხეთს 26 მაისს ეწვევა, იტყობინება სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური. „აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სომხეთში 26 მაისს ჩავა. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი და მარკო რუბიო ერთმანეთს შეხვდებიან, რის შემდეგაც მინისტრები პრესკონფერენციებს გააკეთებენ“, – ნათქვამია განცხადებაში. ასევე დაგეგმილია ორმხრივი დოკუმენტების ხელმოწერა.

Continue Reading

პრემიერი – სიღარიბე 90 ათასმა თანამოქალაქემ დაძლია – 2020 წლის შემდეგ სიღარიბე სამჯერ შემცირდა

დღეს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა სიღარიბის 2025 წლის მაჩვენებელი, რომელიც 7.1 პროცენტამდე შემცირდა. ეს ნიშნავს, რომ 2025 წელს, 7.5-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის ფონზე, სიღარიბე 90 ათასმა ჩვენმა თანამოქალაქემ დაძლია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, 2020 წლის შემდეგ, საქართველოში სიღარიბე ზუსტად სამჯერ – 21.3 პროცენტიდან 7.1 პროცენტამდე შემცირდა. კობახიძე მიიჩნევს, რომ მაღალი […]

Continue Reading

1 600 000 ლარი შეგროვდა – მარათონი გრძელდება

„დაიცავი ილიაუნის” ლაივ სტრიმის მეშვეობით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 600 000 ლარი შეგროვდა. აღნიშნულ მარათონს შეუერთდა ათეულობით კომპანია, მათ შორის გამომცემლობები, უნივერსიტეტები და კლინიკები. მარათონი ლაივ რეჟიმში კვლავ გრძელდება. ლაივი არ შეწყდება, ვიდრე დონაციები გაგრძელდება. შეგროვებული თანხა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების ყოველდღიურ საჭიროებებს (სასუნთქი აპარატები და მათი მუდმივი მუშაობისთვს საჭირო […]

Continue Reading

26 მაისის ღონისძიებების დაფინანსებისთვის 8.9 მლნ-ია გამოყოფილი

მთავრობამ 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების დაფინანსება გაზარდა. კერძოდ, მთავრობის 18 მაისის დადგენილების მიხედვით, უწყებების მიერ განსახორციელებელი ღონისძიებებისთვის გამოყოფილი თანხა 8 081 647 ლარის ნაცვლად, 8 954 107 ლარი იქნება. „საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს – 26 მაისს, უწყებების მიერ განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების ნაწილობრივი დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოს 8 954 107 ლარი,“ – […]

Continue Reading

მოვუწოდებთ არ შევიდნენ შეცდომაში და არ შეასრულონ შეტყობინებაში მითითებული ინსტრუქცია – შსს მოსახლეობას აფრთხილებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სახელით მოქალაქეების ნაწილს ეგზავნება მოკლე ტექსტური შეტყობინებები, რომ თითქოს ისინი დაჯარიმდნენ საგზაო მოძრაობის წესის დარღვევისთვის, კერძოდ, სიჩქარის გადაჭარბებისთვის, მოკლე ტექსტურ შეტყობინებას თან ახლავს ბმულიც. მათივე ცნობით, აღნიშნული ფაქტი შესწავლილი იქნება შესაბამისი სამსახურის მიერ. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სახელით მოქალაქეების ნაწილს ეგზავნება მოკლე ტექსტური შეტყობინებები, რომ თითქოს ისინი […]

Continue Reading