დაპირისპირება იყო ბათუმში გამართულ აქციაზე

დღის სიახლეები საზოგადოება

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, აქციის მონაწილეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამის შესახებ “აჭარა თაიმსი” იუწყება.

გამოცემა თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ სამოქალაქო აქტივისტები გამვლელებს რუსულ ოკუპაციას ახსენებდნენ და შესაბამის მოწოდებებს სკანდირებდნენ.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნულმა უცნობი პირების გაღიზიანება გამოიწვია, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება და შემდეგ ფიზიკური ანგარიშსწორება მოჰყვა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი.

გამოიწერეთ პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *