ვინც რა არ უნდა თქვას, პირდაპირ პატრონს უყეფს და იწევს საკბენად – სააკაშვილი ღარიბაშვილზე

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კიდევ ერთხელ ეხმაურება ექსპრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ციხიდან გამოგზავნილ ბოლო წერილს. “ეს უდღეური ღარიბაშვილი ციხიდან იწერება “ოცნება” და “ნაცმოძრაობა” ერთმანეთს ჰგავსო. ჩვენ რომ “ოცნების” მსგავსი ვყოფილიყავით, სად ამყოფებდნენ თავს ყველაზე გვიან 2011 წელს ღარიბაშვილი და მისი პატრონი. ისე კი მისი წერილი უკიდურესად აზიანებს პროვინციულ დიქტატურას. ვინაიდან ვინც რა არ უნდა თქვას […]

Continue Reading

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სასამართლო დავა” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი

საკმაოდ „საინტერესო” იქნება იმის ნახვა, თუ რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი იმ პარტიის წინააღმდეგ, რომელიც მუდმივად აცხადებს, რომ არჩევნები ხელისუფლების შეცვლის ერთადერთი მშვიდობიანი გზაა. ამის შესახებ გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს. „წინა კვირას „ქართულმა ოცნებამ” საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა – პარლამენტში მყოფი ერთადერთი ოპოზიციური პარტიის. დღემდე, ეს „სასამართლო დავა” მიუწვდომელია – არც საჯაროა და […]

Continue Reading

დოლარის კურსის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0125 ლარი შეადგინა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6229 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6104 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0125 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9925 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9933 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0008 ლარი შეადგინა. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

ლაშა პაპაშვილის „ყვარლის ბაგასა“ და ბიზნესმენ რევაზ ვაშაკიძის „ჩირინას“ შორის მიმდინარე ე.წ. “რძის სკანდალის” საქმეზე უზენაესმა სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის „ყვარლის ბაგასა“ და ბიზნესმენ რევაზ ვაშაკიძის კომპანია „ჩირინას“ შორის მიმდინარე ე.წ. “რძის სკანდალის” საქმეზე უზენაესმა სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. როგორც BMG-ის რევაზ ვაშაკიძემ განუცხადა, მესამე ინსტანციამ ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანია “ჩირინას” ლაშა პაპაშვილისთვის 1,6 მილიონი ლარის გადახდა დაეკისრა. რევაზ ვაშაკიძის თქმით, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უკვე აღსრულებულია და ლაშა პაპაშვილის “ყვარლის ბაგას” მესამე […]

Continue Reading

„დეპორტაციები ბოლო დროს გახშირდა, არის შემთხვევები პირს მისამართზე აკითხავენ და აკავებენ“ – ირლანდიაში მცხოვრები ქართველი

ირლანდიიდან საქართველოს 43 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა. „რეპორტის“ ცნობით, დუბლინი-თბილისის ჩარტერული რეისი 20 სექტემბერს შესრულდა, ხოლო ფრენის ხარჯებმა 225 575 ევრო შეადგინა. დეპორტირებულებს შორის 33 მამაკაცი, 7 ქალი და 3 ბავშვია. ირლანდიის პოლიციის ინფორმაციით, კაცებიდან ოთხი წარსულში ნასამართლევი იყო. „ცდილობენ, მარტივად შეავსონ თვითმფრინავში ადგილები და საქართველოში გამოუშვან ის მოქალაქეები, რომლებიც ირლანდიაში არალეგალურად იმყოფებიან“, – ამის შესახებ […]

Continue Reading

სასტიკი მკვლელობა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატში

სასტიკი მკვლელობა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატში. გამოცემას „მთავარი ამბები კახეთიდან“ ადგილობრივებმა აცნობეს, რომ მოკლულია 85 წლის ქალი. მათივე ინფორმაციით, მოხუცი ხევის განაპირას მდებარე სახლში მარტო ცხოვრობდა და მასთან თავდამსხმელი სახლში სავარაუდოდ გვიან, ღამით შეიჭრა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, დაუდგენელმა პირმა ქალი გააუპატიურა და მისგან ფულის გამოძალვას ცდილობდა. არსებული ვერსიით, თავდამსხმელმა თანხა ვერ იპოვა, რის შემდეგაც სახლს ცეცხლი […]

Continue Reading

მედია არა, იხვის ტოლმა – ჩერგოლეიშვილი “ტვ პირველის” ახალ დირექტორზე

“ეგრე რა, ლელოს პრეს-სამსახური. მედია არა, იხვის ტოლმა” – ასეთი კომენტარით ეხმიანება სოციალურ ქსელში “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი თამარა ჩერგოლეიშვილი ინფორმაციას იმის შესახებ, რომ „TV პირველის“ ახალი დირექტორი „ლელო- ძლიერი საქართველოს“ სტრატეგიული კომუნიკაციების ყოფილი ხელმძღვანელი ლევან ჯორბენაძე იქნება. “ტვ პირველის“ მფლობელმა, ვატო წერეთელმა დღეს, არხის ახალი დირექტორი და საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭოს წევრები წარადგინა. ცნობისთვის, ტელეკომპანიის დირექტორის […]

Continue Reading

“ძალიან ადრე გამოჩნდა გრიპის ვირუსი, ასეთ ადრეულ პერიოდში გრიპის შემთხვევები უჩვეულოა”

სექტემბრის ბოლოს განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ორი ვირუსი: გრიპის ვირუსი და კორონავირუსი. გრიპის შემთხვევების გამოჩენა ასეთ ადრეულ პერიოდში უჩვეულოა, – აცხადებს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, პროფესორი ივანე ჩხაიძე „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში. მისი თქმით, სექტემბრის მეორე კვირას პირველადი ჯანდაცვის რგოლის დაწესებულებებში პაციენტების მიმართვიანობამ მოიმატა, ხოლო გრიპის შემთხვევების გამოჩენას ადრეულ პერიოდში არ შეუქმნია დამატებითი დატვირთვა სტაციონარულ და […]

Continue Reading

ზელენსკიმ განაცხადა, რომ მან უარი თქვა ტრამპის მოთხოვნაზე, შეეწყვიტა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ The Wall Street Journal-თან ინტერვიუში დაადასტურა, რომ ტრამპმა მას სთხოვა, შეეწყვიტა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმა გლობალური დიზელის ფასების ზრდის ფონზე. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მისი მოთხოვნა უარყოფილი იქნა, რადგან მიაჩნია, რომ ფასების ზრდა, ძირითადად, ჰორმუზის სრუტის ბლოკირებით არის განპირობებული და არა უკრაინის მიერ რუსეთზე თავდასხმებით. მანვე დასძინა, რომ ვინაიდან ყველას სურს დიზელის ფასის საკითხის […]

Continue Reading

საარსებო შემწეობა 140 ათასამდე პირს შეუწყდა – რამდენი ადამიანი იღებს დახმარებას

საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ისევ მცირდება. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, მხოლოდ ერთ თვეში საარსებო შემწეობა 6 546 ადამიანს შეუწყდა, იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით კი ბაზიდან ჯამში 139 870 ადამიანის ამოღება მოხდა. კერძოდ, 2026 წლის ივლისში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 576 902-ს შეადგენდა, ეს მაჩვენებელი აგვისტოში 570 356-ს გაუტოლდა. 2026 წლის იანვარში სახელმწიფოსგან ფინანსურ დახმარებას 710 […]

Continue Reading