თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონება წლიურად 5.9%-ით გაძვირდა – საქსტატი

2026 წლის III კვარტალში, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები, 2025 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.9%-ით გაიზარდა, ხოლო წინა კვარტალთან შედარებით ზრდამ 1.5% შეადგინა. საქსტატის საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსის (RPPI) უახლესი მონაცემებით, 2020 წლის საშუალო დონესთან შედარებით კი დედაქალაქში უძრავი ქონება 66.2%-ით არის გაძვირებული, რაც მნიშვნელოვნად აღემატება სამომხმარებლო ფასების ინდექსის (CPI) მაჩვენებელს (+39.6%). კერძო სახლები […]

Continue Reading

ზოგიერთ ქსელში ბენზინი 7 თეთრამდე, დიზელი 6 თეთრამდე კიდევ გაძვირდა – რა ღირს საწვავი დღეს

ბოლო 1 კვირის განმავლობაში ზოგიერთ ქსელში საწვავი დამატებით კიდევ გაძვირდა. შედეგად, ბენზინის ღირებულება 4-დან 7 თეთრამდე, დიზელის კი 2-დან 6 თეთრამდე გაიზარდა. ცნობისთვის, გაძვირება ეტაპობრივად, დღეებისა და კვირების ინტერვალით ხდებოდა. მხოლოდ სექტემბერში ბენზინის ფასმა 14-31 თეთრით, ხოლო დიზელის ღირებულებამ – 30-52 თეთრით მოიმატა. ფასის ზრდის ტენდენცია გრძელდება ოქტომბერშიც. 3 თვის განმავლობაში კი (14-ივლისიდან – 14 […]

Continue Reading

ბოლო 3 თვეში საქართველოში ბენზინის ფასი 66 თეთრამდე, დიზელის -1.15 ლარამდე გაიზარდა

ბოლო 3 თვის განმავლობაში საქართველოში ბენზინის ფასი ჯამში, 66 თეთრამდე, დიზელის კი 1.15 ლარამდეა გაზრდილი. გაძვირება ეტაპობრივად, დღეებისა და კვირების ინტერვალით ხდებოდა. მხოლოდ სექტემბერში ბენზინის ფასმა 14-31 თეთრით, ხოლო დიზელის ღირებულებამ – 30-52 თეთრით მოიმატა. ფასის ზრდის ტენდენცია გრძელდება ოქტომბერშიც. „ბიზნესპრესნიუსმა“ შეადარა და დაითვალა სხვადასხვა ბენზინგასამართი სადგურების 14 ივლისისა და 14 ოქტომბრის მდგომარეობით არსებული ფასები […]

Continue Reading

ხინკალი 15%-ით, სადილი რესტორანში კი 13%-ით გაძვირდა – როგორ შეიცვალა ფასები ქართულ კერძებზე?

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის სექტემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რესტორანსა და კაფეში თითქმის ყველა პროდუქტი გაძვირდა. ყველაზე მოთხოვნად პროდუქტებზე – ხინკალზე ფასმა 15.41%-ით, ხოლო ხაჭაპურზე – 5.85%-ით მოიმატა. ამავე სტატისტიკის მიხედვით, ინგრედიენტების ღირებულება, რომელიც ხინკლისა და ხაჭაპურის მომზადებას სჭირდება, საანგარიშო პერიოდში შემდეგნაირად განისაზღვრა: ძროხის ხორცის ფარში 15.52%-ით გაძვირდა, ძროხის ხორცი – 17.63%-ით, […]

Continue Reading

პრემიერი – ამ ეტაპზე საწვავზე აქციზის შემცირების საკითხი არ განიხილება

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამ ეტაპზე საწვავზე აქციზის შემცირების საკითხი არ განიხილება. პრემიერის თქმით, საწვავის ფასების მატება გამოიწვია ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტმა, შესაბამისად, პრემიერი იმედოვნებს, რომ კონფლიქტი მალე დარეგულირდება, რაც ბუნებრივად დაწევს საწვავზე ფასებს. „ამ ეტაპზე ასეთი საკითხი არ განიხილება. თქვენ იცით, რომ საწვავის ფასების მატება გამოიწვია ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტმა. იმედი უნდა გამოვთქვათ, რომ […]

Continue Reading

დიზელი 5.07, ბენზინი რეგულარი 4.08 ლარი – ზოგიერთ ქსელში საწვავი ისევ გაძვირდა

საწვავი კვლავ გაძვირდა. ერთ დღეში ზოგიერთ ბენზინგასამართ ქსელში დიზელის ღირებულება დამატებით კიდევ 10 თეთრამდე გაიზარდა, ბენზინის 2-დან 6 თეთრამდე გაიზარდა. შედეგად, დიზელის ფასმა 5.07 ლარი შეადგინა, სუპერის ფასი – 4.65 ლარამდეა, პრემიუმის – 4.33 ლარამდე, რეგულარის 4.08 ლარამდე. აღსანიშნავია, რომ საწვავის გაძვირება ეტაპობრივად, დღეებისა და კვირების ინტერვალით ხდებოდა. მხოლოდ სექტემბერში ბენზინის ფასმა 14-31 თეთრით, ხოლო […]

Continue Reading

ზოგიერთ ქსელში რეგულარის ფასი 4 ლარს გადასცდა – რა ღირს საწვავი დღეს

საწვავი კვლავ გაძვირდა. 2 დღეში ზოგიერთ ბენზინგასამართ ქსელში ბენზინის ფასი დამატებით კიდევ 3-დან 5 თეთრამდე გაიზარდა. შედეგად, რეგულარის ღირებულებაც 4 ლარს გადასცდა და 4.02 ლარი შეადგინა, სუპერის ფასი – 4.62 ლარია, ხოლო პრემიუმის – 4.29 ლარი. აღსანიშნავია, რომ საწვავის გაძვირება ეტაპობრივად, დღეებისა და კვირების ინტერვალით ხდებოდა. მხოლოდ სექტემბერში ბენზინის ფასმა 14-31 თეთრით, ხოლო დიზელის ღირებულებამ […]

Continue Reading

გიორგი მიქაუტაძის ღირებულება 10 მილიონი ევროთი გაიზარდა

Transfermarkt-მა ესპანეთის ლა ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელების საბაზრო ღირებულებები განაახლა. ცვლილებები „ვილიარეალის“ ქართველ თავდამსხმელს, გიორგი მიქაუტაძესაც შეეხო, ვისი ფასიც 10 მილიონი ევროთი გაიზარდა. მიქაუტაძის საბაზრო ღირებულება 30 მილიონი ევრო გახლდათ და 40 მილიონზე ავიდა, რაც მისთვის პირადი რეკორდია. გიორგი „ვილიარეალის“ მეორე ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელია. Transfermarkt-ზე მასზე ძვირად მხოლოდ ალბერტო მოლეიროა შეფასებული 50 მილიონი ევრო. 25 […]

Continue Reading

ზოგიერთ ქსელში საწვავი 10 თეთრამდე კიდევ გაძვირდა და რეგულარიც 4 ლარს მიუახლოვდა – რა ფასებია დღეს

საქართველოში საწვავი კვლავ გაძვირდა. 3 დღეში ბენზინგასამართი სადგურების ნაწილში ბენზინის ფასი დამატებით კიდევ 3-დან10 თეთრამდე გაიზარდა, ხოლო დიზელის 5 თეთრამდე.   აღსანიშნავია, რომ საწვავის გაძვირება ეტაპობრივად, დღეებისა და კვირების ინტერვალით ხდებოდა. მხოლოდ სექტემბერში ბენზინის ფასმა 14-31 თეთრით, ხოლო დიზელის ღირებულებამ – 30-52 თეთრით მოიმატა. აგვისტო-სექტემბერში კი ბენზინის ფასი 42 თეთრამდე, დიზელის 91 თეთრამდეა გაზრდილი. ამასთან, […]

Continue Reading

დონალდ ტრამპი – ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავის ფასი დაიკლებს

ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავის ფასი დაიკლებს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ალაბამაში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა. „დღეს დილით „დიდი შვიდეულის“ წევრებს ვესაუბრე და მოხარული ვარ გაცნობოთ, მარაგებიდან დიდი რაოდენობით დიზელის საწვავის ბაზარზე გატანის შესახებ ევროპასთან შეთანხმებას მივაღწიეთ. ეს დაუყოვნებლივ დაიწყება“, – განაცხადა ტრამპმა. მისი თქმით, „დიზელის საწვავის ფასები უკვე იკლებს“. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

სართველოში პურის ზოგიერთი სახეობა ისევ გაძვირდა

საქართველოში პურის გარკვეული სახეობები გაძვირდა. მაგალითად, გარკვეულ სუპერმარკეტში ფასის მატება აისახა დაჭრილ თეთრ პურზე, რომელიც 1.40 ღირდა და 1.45 გახდა. როგორც კონკრეტულ სუპერმარკეტის ქსელში განაცხადეს, მათ გაძვირებული პროდუქტი გუშინ დილას მიიღეს. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ პურის მცხობელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა მალხაზ დოლიძემ განუცხადა, თეთრი პურის გაძვირებაზე მას ინფორმაცია არ აქვს, თუმცა აცხადებს, რომ გარკვეული სახეობის პურზე ფასი 5-10 […]

Continue Reading

რა ღირს ერთი გრამი ოქრო ­და ვ­ერცხლი საქართველოში?

საქართველოში გრამი ოქროსა და ვერცხლის ღირებულებამ დაიკლო. ამ დროისთვის 1 გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი საქართველოში 399 ლარი ღირს, 750 სინჯის – 299 ლარი, ხოლო 585-სინჯიანი ძვირფასი ლითონი 233 ლარი ღირს. რაც შეეხება ვერცხლს, 999 სინჯის ვერცხლი 6.52 ლარი ღირს, ხოლო 875 სინჯის ძვირფასი ლითონი 5.22 ლარი ღირს. რაც შეეხება მსოფლიო ბირჟებზე ოქროსა და ვერცხლის […]

Continue Reading