ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება 50 მლნ ევროთი გაიზარდა და 140 მლნ ევრო გახდა

დღის სიახლეები საზოგადოება

ქართველი ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება 50 მლნ ევროთი გაიზარდა და 140 მლნ ევროს მიაღწია. მანამდე მისი ღირებულება 90 მილიონ ვროს შეადგენდა.

შეგახსენებთ, რომ 30 მაისს, ბუდაპეშტში გამართული ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ ლონდონური „არსენალი“ პენალტების სერიაში დაამარცხა და ზედიზედ მეორედ, ევროპის უმთავრეს საკლუბო ტიტულს დაეუფლა.

31 მაისს კი უეფამ „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.

ცნობისთვის, კვარაცხელიამ ამ სეზონში 16 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.

უცხოური გამოცემების დათვლებით, ჩემპიონი პსჟ-ს ჯამურმა შემოსავალმა სეზონზე საშუალოდ, 146 მლნ ევროს მიაღწია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *