სიცილისთვის მოკლული მოზარდის მკვლელობაში ბრალდებული ციხის საავადმყოფოდან საპატიმროში გადაიყვანეს – მედია

დღის სიახლეები სამართალი

შანიძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული ციხის საავადმყოფოდან მე-8 დაწესებულებაში გადაიყვანეს, – ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში განუცხადეს.

„ექიმების რეკომენდაციით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება პატიმრის N18-ე სამკურნალო პენიტენციური დაწესებულებიდან N8-ე დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ. ის მედპერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იქნება“, – განაცხადეს უწყებაში.

შეგახსენებთ, 22 ივლისს, შანიძის ქუჩაზე მომხდარი სროლის შედეგად არასრულწლოვანი ნიკოლოზ ღუნაშვილი დაიღუპა. საქმეზე ბრალდებულ ნიკა კაპანაძეს განზრახ მკვლელობასა და სხვა მძიმე დანაშაულებს ედავებიან. მას 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ნიკოლოზ ღუნაშვილის დედის წერილი, რომელიც პენიტენციური სამსახურისგან განმარტებებს ითხოვდა. ქალი საგამოძიებო უწყებას კონკრეტულ კითხვას უსვამს, რატომ იმყოფება მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებული ნიკა კაპანაძე უკვე ოთხი თვეა პენიტენციურის სამკურნალო დაწესებულებაში, მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტიზა დასრულებულია.

ნიკოლოზ ღუნაშვილის დედის განცხადებით, მან შესაბამის უწყებას წერილობით მიმართა, თუმცა მიღებულ პასუხში ბრალდებულის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნის მიზეზი განმარტებული არ არის.

გამოიწერეთ “პრესექსპრესი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *