პრემიერის სპეცწარმომადგენელი რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის მინსკში ჩავიდა – მედია

დღის სიახლეები პოლიტიკა

ირაკლი კობახიძის სპეცწარმომადგენელი, გიორგი ზურაბაშვილი რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის მინსკში ჩავიდა.

როგორც “ტვ პირველს” განუცხადეს, მოლაპარაკებები ბელარუსის დედაქალაქში ხვალ გაიმართება.

რუსულ მხარეს მოლაპარაკებეზე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი წარმოადგენს. ის უკვე მინსკში იმყოფება.

ცნობისთვის, ორშაბათს გიორგი ზურაბიშვილმა “ტვ პირველს” უთხრა, რომ შეხვედრისთვის მზად იყო, თუმცა არ დააკონკრეტა როდის გაიმართებოდა ეს შეხვერდა.  სერგეი ლავროვის მოადგილემ კი გუშინ იმედი გამოთქვა, რომ გიორგი ზურაბაშვილთან შეხვედრა უახლოეს პერიოდში გაიმართებოდა.

გამოიწერეთ “პრესექსპრესი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *