ვაკეში მოკლული 80 წლამდე მამაკაცის სიძის კომენტარი მომხდარზე – მედია

დღის სიახლეები სამართალი

ვაკეში მოკლული 80 წლამდე კაცი ვახტანგ ჩიქოვანია.

მოკლულის სიძე, დათო შელია მედიასთან ამბობს, რომ ვახტანგ ჩიქოვანი ყიფშიძეზე იმ კორპუსში არ ცხოვრობს, რომლის ავტოფარეხშიც გარჩევა მოხდა.

სიძის თქმით, მისთვის უცნობია, თუ რატომ იყო მისი სიმამრი ავტოფარეხში.

“80 წელს ცოტა აკლია, ჩემი სიმამარია მოკლული ცოტა ვახტანგ ჩიქოვანი. შუნტირება ჰქონდა გაკეთებული და ალბათ სისხლისგან დაიცალა. ამბობენ, რომ დანა (დაარტყესო).

არვიცი აქ რატომ უნდა ყოფილიყო ჩემი სიმამრი. რასაც ამბობენ აქ, გარჩევა იყოო. ხმაური გაიგო თუ არა ვინმემ არ ვიცი”, – ამბობს დავით შელია.

პენსიონერი ვაკეში ცოტა ხნის წინ მოკლეს – სავარაუდო დამნაშავე პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი და ამ წუთებში, კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები მიმდინარეობს.

წინასწარი ინფორმაციით, ყიფშიძეზე ერთ-ერთი კორპუსის ავტოფარეხში საქმის გარჩევა მიდიოდა, რაც მკვლელობით დასრულდა. წინასწარი ინფორმაციით, პენსონერს დანა გულში აქვს ჩარტყმული.

ყიფშიძის ქუჩაზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაოებენ და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინაროებს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

“ტვ პირველი”

გამოიწერეთ “პრესექსპრესი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *