“გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის დამატებით ამანათების მიღებას იწყებს.
ამანათების მიღება შესაძლებელი იქნება:
• 20 ნოემბერს – 09:00-დან 18:00 საათამდე;
• 21 ნოემბერს – 09:00-დან 15:00 საათამდე.
წარმოგიდგენთ იმ კვების პროდუქტების ჩამონათვალს, რომელთა მიღებაც ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს ამანათის სახით შეუძლიათ:
• საქონლის ხორცი (შემწვარი ან მოხარშული) – ჯამში არაუმეტეს 3 კგ;
• ქათამი (შემწვარი ან მოხარშული) – არაუმეტეს 2 კგ;
• ყველი – 3 კგ;
• ხაჭაპური – 3 ცალი;
• ლობიანი – 3 ცალი;
• კიტრი – 2 კგ;
• პომიდორი – 2 კგ;
• კექსი – 1 ცალი, კრემისა და ზედაპირზე ყოველგვარი საფარის გარეშე (შაქრის პუდრი, მინანქარი და სხვა ინგრედიენტები)
დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცხელ ხაზზე: 1500.
სპეციალური პენიტენციური სამსახური უზრუნველყოფს ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებლად წარმართვას”.



