თბილისის 109-ე საბავშვო ბაგა-ბაღი – კიბის მოაჯირიდან მცირედით გადავიდა დენი 2 აღსაზრდელზე, დენის დარტყმა არ მომხდარა

დღის სიახლეები საზოგადოება

თბილისის 109-ე საბავშვო ბაგა-ბაღში განმარტავენ, რომ “კიბის მოაჯირიდან ორ აღსაზრდელზე დენი “მცირედით გადავიდა”.

მათივე ცნობით, ბავშვების ჯანმრთელობას საფრთხე არ შექმნია და სააღმზრდელო პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.

“კიბის მოაჯირიდან მცირედით გადაიტანა დენი 2 აღსაზრდელზე. დენის დარტყმა არ მომხდარა. ორივე ბავშვი ჯანმრთელად არის. სასწრაფო დახმარების საჭიროება არ ყოფილა. აბსოლუტურად ყველაფერი მოგვარებულია. მშვიდ გარემოში მიმდინარეობს სააღმზრდელო პროცესი”,- აღნიშნავენ “ინტერპრესნიუსთან” 109-ე ბაგა-ბაღში.

ინფორმაციისთვის, ერთ-ერთმა მშობელმა გაავრცელა ინფორმაცია სოციალურ ქსელში იმის თაობაზე, რომ 109-ე ბაგა-ბაღში აღსაზრდელებს დენმა დაარტყა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *