ირანის გარდაცვლილი ლიდერის დაკრძალვის ცერემონიისთვის მზადების პარალელურად, გავრცელებული ინფორმაციით, ღონისძიებებს, რომლებიც რამდენიმე დღის განმავლობაში თეირანში, ყუმში, მაშჰადსა და ერაყის ზოგიერთ ნაწილში გაიმართება, რეგიონის სხვადასხვა კუთხიდან მაღალი თანამდებობის პირები და მაღალი რანგის დელეგაციები დაესწრებიან. ამის შესახებ ინტერნეტგვერდი wanaen.com იუწყება.
გამოქვეყნებული ინფორმაციით, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი დაკრძალვის ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად ირანში გაემგზავრება. ცნობების თანახმად, ის ერთ-ერთი პირველი რეგიონული ლიდერი იყო, რომელმაც დასწრების განზრახვა გამოაცხადა.
“თურქმენეთის პრეზიდენტი გურბანგული ბერდიმუჰამედოვი ასევე მომავალ კვირას მაღალი დონის დელეგაციის ხელმძღვანელობით თეირანში ჩავა. მოსალოდნელია, რომ დაკრძალვის ცერემონიას ოფიციალური დელეგაციის ხელმძღვანელობით დაესწრება საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი.
ამასობაში, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ამ შემთხვევისთვის ირანში გაემგზავრება. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ კატარის ემირი, სავარაუდოდ, თავისი ქვეყნის დელეგაციას უხელმძღვანელებს. თუ მისი მოგზაურობის გეგმები შეიცვლება, დელეგაციას, სავარაუდოდ, კატარის პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს.
ირანის გარდაცვლილ ლიდერს ხუთშაბათს, 9 ივლისს, მაშჰადში დაკრძალავენ” – აღნიშნულია ინფორმაციაში.
