საქართველოს მოქალაქეებს საერთაშორისო ორგანიზების ონლაინ თამაშებში მონაწილეობა აეკრძალათ

დღის სიახლეები ეკონომიკა

პარლამენტმა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო.

კანონპროექტით წესრიგდება სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების საერთაშორისო ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხები.

კერძოდ, შემოდის სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის, სათამაშო აპარატებისა და ტოტალიზატორის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ცნებები და შესაბამისი სანებართვო რეჟიმი.

ცვლილებების შედეგად განისაზღვრება აღნიშნული ნებართვების გაცემის პირობები, მოქმედების ვადა, სანებართვო მოთხოვნები და საქმიანობის კონტროლის მექანიზმები.

გარდა ამისა, დგინდება, რომ საერთაშორისო ორგანიზების ფარგლებში გამართულ თამაშობებში საქართველოს მოქალაქეების მონაწილეობა დაუშვებელია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *