2027 წელს UFC-ის ტურნირი შესაძლოა, საქართველოში გაიმართოს – რუსული მედია

დღის სიახლეები საზოგადოება

2027 წელს აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის, ანუ UFC-ის (Ultimate Fighting Championship) ტურნირი შესაძლოა, საქართველოში გაიმართოს. ამის გარდა, ტურნირის უზბეკეთში, ყაზახეთსა და ყირგიზეთში ჩატარებაც განიხილება.

ამის შესახებ TASS-ს მოლაპარაკებებთან დაახლოებულმა წყარომ განუცხადა.

“მიმდინარეობს მოლაპარაკებები საქართველოში, ყაზახეთსა და ყირგიზეთში ტურნირებთან დაკავშირებით, ხოლო უზბეკეთის დელეგაცია UFC-ის ხელმძღვანელობას უკვე შეხვდა, სადაც ორგანიზაციის ტურნირის გარდა, ასევე, Zuffa Boxing-ის ჩატარება განიხილება,“ – ამბობს სააგენტოს წყარო.

15 ივნისს UFC-ის ყველაზე მასშტაბური პროექტი, Freedom 250 აშშ-ის თეთრი სახლის ტერიტორიაზე გაიმართა, რომელიც უცხოურმა მედიამ ორგანიზაციის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან მოვლენად შეაფასა. მასში ქართველი მებრძოლი, ილია თოფურიაც მონაწილეობდა, რომელიც მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ამერიკელ ჯასტინ გეიჯთან დამარცხდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *