ჩაქვში მომხდარ სარკინიგზო შემთხვევას ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

დღის სიახლეები სამართალი

„აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, ჩაქვში მატარებელმა ახალგაზრდა კაცი იმსხვერპლა.

ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით, კაცს ლიანდაგზე ჩაეძინა, რის შემდეგაც მას მატარებელი დაეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „აჭარა თაიმსს“ განუცხადეს, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გამოიწერეთ პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *