კოსტავას ქუჩაზე ავარია მოხდა. ამის შესახებ თვითმხილველი, ცნობილი ბლოგერი ირაკლი ჟვანია სოციალური ქსელის პირად გვერდზე წერს და შესაბამის ვიდეოს აქვეყნებს.
“ვარჯიშიდან გამოვედი და მერაბ კოსტავაზე უმძიმესი ავარიის მომსწრე გავხდი, სადაც ავტომობილი სკროლით მოსიარულეს შეეჯახა.
ასეთი ამბის ნახვა ძალიან მძიმეა… თუმცა ასეთ დროს კიდევ ერთხელ გამოჩნდა ჩვენი ხალხის ერთობა. წამებში უამრავი ადამიანი მივედით დასახმარებლად და თითოეული ცდილობდა, რაც შეეძლო, გაეკეთებინა.
ერთი თხოვნა მექნება ყველას: იარეთ ფრთხილად, პატივი ეცით ერთმანეთს, ისწავლეთ გზის დათმობა და ნუ იჩქარებთ. ერთი წამით მეტი სიფრთხილე შეიძლება ვიღაცის სიცოცხლის გადარჩენა იყოს.
გაჭირვების დროს ერთმანეთის გვერდით დგომა ნამდვილად ჩვენს სისხლშია და სწორედ ამიტომ მიყვარს ასეთი საქართველო. ღმერთმა ყველა დაიფაროს” – წერს ირაკლი ჟვანია..
გამოიწერეთ “პრესექსპრესი”
