„თუკი ჩახუნაშვილი მოგვცემს აღიარებით ჩვენებას და მოინანიებს დანაშაულს, შეგვიძლია, იმ დღესვე გავათავისუფლოთ და მივუსაჯოთ პირობითი სასჯელი“ – გენერალური პროკურორი

დღის სიახლეები პოლიტიკა

თუკი ჩახუნაშვილი მოგვცემს აღიარებით ჩვენებას და მოინანიებს ჩადენილ დანაშაულს, შეგვიძლია, იმ დღესვე გავათავისუფლოთ და მივუსაჯოთ პირობითი სასჯელი, – განაცხადა გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ ჟურნალისტებთან.

„ყველა იმ ბრალდებულ პირთან, რომლებმაც აღიარეს და მოინანიეს დანაშაული, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. რაც შეეხება ჩახუნაშვილს – მან არ აღიარა დანაშაული, არ მოინანია და ამის გამო სასამართლოს უბრალოდ არ ჰქონდა სხვა შესაძლებლობა, ვინაიდან კონკრეტული მუხლი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას და სხვა ალტერნატიული სასჯელი არ გააჩნია. ამიტომ, თავისთავად, მიესაჯა ის სასჯელი, რაც მიესაჯა.

თუკი ის მიიღებს გადაწყვეტილებას, აღიარებს იმ დანაშაულს, რაც ჩაიდინა და სააპელაციო სასამართლოში მოგვცემს აღიარებით ჩვენებას და მოინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ჩვენ შეგვიძლია ის იმ დღესვე გავათავისუფლოთ და მივუსაჯოთ პირობითი სასჯელი, – რა თქმა უნდა, თუ გაასაჩივრებენ, რადგან არის შემთხვევები, როცა ზოგიერთი განაჩენს არ ასაჩივრებს“, – განაცხადა გენერალურმა პროკურორმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *