ტრაგედია მოხდა ჩოხატაურში – მდინარე სუფსაში 40 წლამდე მამაკაცი დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, მამა, ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად, მდინარეზე თევზაობდა, რა დროსაც ბავშვს ფეხი დაუცდა და წყალში ჩავარდა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ მამაკაცმა ბავშვის ამოყვანა მოასწრო, თავად ფეხი დაუცურდა, თავი ქვას დაარტყა და გარდაიცვალა.
გარდაცვლილს მეუღლე და 5 შვილი დარჩა.
