“პაპუაშვილის განცხადება არის სრული სიცრუე” – გრიგოლ გეგელია

დღის სიახლეები პოლიტიკა

“მარცხით გაწბილებული კრემლის ამოცანაა, რომ ჯილდოდ წაიღოს საქართველო” – ამის შესახებ “ლელო – ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა და შალვა პაპუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ “თუ ევროკავშირის მომავალ წევრებს არ ექნებათ იგივე ხმის უფლება, როგორიც აქვთ მოქმედ წევრებს, ამგვარი კავშირის წევრობისკენ სწრაფვა არ არის ის, რაც საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლში წერია”.

პაპუაშვილი EU-ს წინააღმდეგ – “ამგვარი კავშირის წევრობისკენ სწრაფვა არ არის ის, რაც საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლში წერია

გრიგოლ გეგელიას თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებული განცხადება სრული სიცრუეა. 

“ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი განმარტავს, რომ ევროპული კომისიის ინიციატივის მიზანია შესაძლებელი გახდეს ეტაპობრივი ინტეგრაცია და საბოლოოდ სრულყოფილი გაწევრიანება.

გრიგოლ გეგელია აღნიშნავს, რომ სინამდვილეში ასეთი მოდელის დამკვიდრება ამარტივებს უკრაინის, მოლდოვას და საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირიში. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *